როგორი იყო პირველი რესპუბლიკის ეკონომიკა

როგორი იყო პირველი რესპუბლიკის ეკონომიკა

access_time2022-05-28 12:00:44

ორი დღის წინ საქართველომ დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი, აღნიშნა. ამ დღის აღსანიშნად  მთელი ქვეყნის მასშტაბით  გამართულ ღონისძიებებზე 6 მილიონი ლარი დაიხარჯა. 

გადავხედოთ, როგორი იყო პირველი რესპუბლიკის ეკონომიკა.

მოგვიწია, სახელმწიფოს შენება დაგვეწყო ცარიელი ხაზინით. რუსეთისგან გამოყოფის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე მილიონი რუბლის ღირებულების საქონელი იყო ქვეყანაში დარჩენილი… ვიყავით ახლები, არ გვქონდა სახელმწიფო აპარატი, არც ტრადიციული სისტემა, არც დაფინანსება, ჩვენი მემკვიდრეობა იყო ომის ეკონომიკა“, –  ასე შეაჯამა 1920 წლის ოქტომბერში ეკონომიკური სტრატეგიის შესახებ გამართულ კონფერენციაზე ნოე ჟორდანიამ დემოკრატიული რესპუბლიკის ეკონომიკის საწყისი პირობები. ჟორდანია შეფასებაში არ ცდებოდა, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება ევროპასა და კავკასიის რეგიონში პირველი მსოფლიო ომის შედეგად დაწყებულ ეკონომიკურ კრიზისსა და პოლიტიკურ არასტაბილურობას დაემთხვა. მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია იძულებული გახდა, მარქსიზმისა და სოციალიზმის პრინციპებზე წინ ქვეყნის გადარჩენის პრაგმატული მიზნები დაეყენებინა

მე-19 საუკუნის განმავლობაში საქართველო რუსეთის იმპერიის ღარიბ პერიფერიად რჩებოდა. აგრარულ სფეროზე ორიენტირებულ ეკონომიკას შუასაუკუნეობრივი ფეოდალური სტრუქტურა ჰქონდა. 1890-1910-იან წლებში ინდუსტრიული განვითარების ჩანასახსა და საგარეო ვაჭრობას ცარისტული ხელისუფლება უშუალოდ აკონტროლებდა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ მინერალების (განსაკუთრებით მანგანუმისა და ქვანახშირის), ბამბის, თამბაქოსა და შალის ექსპორტზე დამოკიდებულ საქართველოს ეკონომიკას მძიმე შედეგები მოუტანა. შემცირდა სოფლის მეურნეობის წარმოება, ტვირთბრუნვა დაეცა ბათუმისა და ფოთის პორტებში. 1918 წელს საქართველოს ხაზინაში 400 მილიონამდე რუბლი (დაახლოებით $27 მილიონი 1918 წლის კურსით)  იყო დარჩენილი, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ თავდაცვისუნარიანი არმიის შენარჩუნებასა და ახალი ინსტიტუტების შექმნას მოხმარდა.

ჭიათურის მანგანუმი საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი იყო, რომლის 46% გერმანიაში გადიოდა. პირველი მსოფლიო ომისა და ბრაზილიაში აღმოჩენილი ახალი საბადოების გამო 1918 წლისთვის მანგანუმის მოპოვება დაახლოებით 24,5 ათას ტონამდე შემცირდა (1914 წელს ეს რიცხვი 655 ათას ტონას აღწევა). ბათუმის პორტი 1920 წლის ივნისამდე ბრიტანელების მიერ ბლოკირებული იყო, რის გამოც მოპოვებული მინერალები ექსპორტზე ვეღარ გადიოდა, რაც ქვეყნის შემოსავლებზე განსაკუთრებით მძიმედ აისახებოდა. 1918 წლისთვის მოიშალა ტრანსკავკასიური სარკინიგზო ხაზიც, რაც არა მხოლოდ რეგიონულ ვაჭრობას, არამედ სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო კაპიტალის შემოსვლასაც აფერხებდა. შემცირდა ბათუმისა და ფოთის პორტების გავლით ბაქოს ნავთობის ექსპორტიც. 

1918-1920 წლებში საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბალანსი უარყოფითი იყო ყველა მეზობელთან გარდა სომხეთისა. ექსპორტზე ყველაზე დიდი რაოდენობით მანგანუმი, შემდეგ თამბაქო, ღვინო და ბორჯომი, მცირე რაოდენობით მარცვლეული გადიოდა. საქართველოში მეზობელი ქვეყნებიდან შემოდიოდა საკვები პროდუქტები, საწვავი, მედიკამენტები, ქსოვილები და ა.შ. 1918-1920 წლებში იმპორტის საერთო ღირებულება ორჯერ აღემატებოდა ექსპორტისას.


ქვეყნის ეკონომიკისთვის მთავარ გამოწვევად ინფლაცია იქცა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა უცხოური კაპიტალისა და კრედიტების მოზიდვას ცდილობდა, რუსეთის სამოქალაქო ომის, აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტის, თურქეთიდან სამხედრო ინტერვენციის საფრთხის პირობებში საქართველო კაპიტალისთვის მიმზიდველად არ გამოიყურებოდა. ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არსებობდა გადასახადების შეგროვების ეფექტიანი სისტემა. პარალელურად მთავრობის ხარჯები სულ უფრო იზრდებოდა, ხოლო შემოსავლები იკლებდა. 1918-1919 წლებში ბიუჯეტის დეფიციტი 500 მილიონ რუბლს აღწევდა. მთავრობამ პრობლემის გადაჭრა ქართული ფულის – ბონის გამოშვებითა და 1919 წელს დაარსებული საქართველოს სახელმწიფო ბანკის 4 მასშტაბური ემისიით სცადა, რასაც სამომხმარებლო ფასების შოკური ზრდა მოჰყვა. 

ამ პრობლემების ფონზე რესპუბლიკის მთავრობამ, რომელიც დასავლელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნას უშედეგოდ ცდილობდა, უარი თქვა მკვეთრად სოციალისტური პოლიტიკის გატარებაზე და შერეული ეკონომიკური მოდელი შექმნა. პირველი რესპუბლიკის მთავრობამ ბიუჯეტის შესავსებად რამდენიმე სფეროს მონოპოლიზება გამოაცხადა: მანგანუმის მოპოვება, თამბაქოს და აბრეშუმის ექსპორტი, მინერალების საბადოები, ლატარია. 

1919 წლის აგრარული რეფორმის კანონმა მსხვილ მემამულეებს მიწის ფლობის ლიმიტი დაუწესა და ნამეტი მიწები სახელმწიფოს გადაეცა, რათა გლეხებს (მოსახლეობის 69%) მიწის იაფად შეძენა და კერძო მეურნეობის განვითარება შესძლებოდათ. მიწის პრივატიზება არა მხოლოდ მომგებიანი, არამედ პოპულარული გადაწყვეტილებაც იყო, თუმცა, ნელა მიმდინარეობდა. 

ამბიციური რეფორმების მიუხედავად, ეფექტიანი სასამართლოს არარსებობის, უცხოური ინვესტიციების სიმცირისა და პროფესიონალი კადრების დეფიციტის გამო პირველი რესპუბლიკის ეკონომიკური ზრდა ფაქტობრივად შეუმჩნეველი იყო. ამასთანავე, მთავრობის ეკონომიკური რეფორმები მოდერნიზაციისა და ევოლუციური განვითარების გრძელვადიან ხედვას ემყარებოდა. რეალურად კი პირველ რესპუბლიკას ცარიზმის მემკვიდრეობის, რეგიონული არასტაბილურობისა და ევროპის ფინანსური კრიზისის ფონზე წარმატების მისაღწევად 3 წელზე ნაკლები ჰქონდა. 


წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up