საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში ისევ მძიმეა ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
სომხეთში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 209-ით მოიმატა და 39 ათასს გადააჭარბა. გარდაცვლილია 754 პაციენტი.
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში 286 შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულთა რიცხვმა 32 ათას 500-ს მიაღწია. გარდაცვლილია 462 პაციენტი.
987 ახალი კოვიდდადებითი პაციენტი გამოვლინდა თურქეთში. მთლიანობაში ქვეყანაში 233 ათასამდე ინფიცირებულია, გარდაიცვალა 5 ათას 728 ადამიანი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge