„ჩვენ მომხმარებელს თეთრი შოკოლადის კარამელით და შავი შოკოლადით გაფორმებულ პასკებს ვთავაზობთ, ჩვენი პასკები ძველი საოჯახო რეცეპტით მზადდება და მომხმარებელში დამკვიდრებულია, როგორც საოჯახო გემოს პასკა“- ამის შესახებ „კომერსანტს“ “ჩირიფრუტის“ დირექტორმა სოფო ჯიქიამ უთხრა. მისი თქმით “ჩირიფრუტის“ პასკებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და კომპანიას ერთგული მომხმარებელიც ჰყავს.
„აღდგომამდე ჯერ დრო კიდევ არის, ვაპირებთ ფესტივალზე გასვლას, “ბაზარი ორბელიანზეც“ მივიღეთ ადგილის შემოთავაზება და შესაბამისად იქაც ვიქნებით წარმოდგენილები, ასევე წელს გვაქვს კორპორატიული შეკვეთებიც, ასე რომ ვფიქრობ ეს წელი გაყიდვების მხრივ კარგი იქნება“, - აღნიშნა სოფო ჯიქიამ.
რაც შეეხება ფასებს, სოფო ჯიქია ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თვითღირებულება საკმაოდ გაზრდილია ფასის დაჭერას მაინც ახერხებ და პასკაზე შარშანდელ ფასს არ ზრდის.