2022 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.1 პროცენტით ანუ 190.3 ლარით გაიზარდა და 1 446.5 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი. კერძოდ, „საქსტატის“ მონაცემებით, რეგიონების მიხედვით ხელფასების გადანაწილება შემდეგნაირია:
- თბილისი - 1 675 ლარი;
- მცხეთა-მთიანეთი - 1 319.3 ლარი;
- ქვემო ქართლი - 1 231.3 ლარი;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 1 170.6 ლარი;
- იმერეთი - 1 050.7 ლარი;
- სამცხე-ჯავახეთი - 1 007.9 ლარი;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 985.9 ლარი;
- კახეთი - 969.2 ლარი;
- შიდა ქართლი - 959.5 ლარი;
- გურია - 898.1 ლარი;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 771.9 ლარი.
წყარო: bpn.ge