როგორია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე პასუხისმგებლობის ზომები

როგორია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე პასუხისმგებლობის ზომები

access_time2022-10-17 19:00:09

როგორია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მთელ რიგ მოქმედებებზე შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები და როგორია ის სამართალწარმოების წესები, რომელთა დაკავშირებითაც აღნიშნული ქმედების შედეგები განიხილება ამ და სხვა თემებზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ შორენა ყაველაშვილმა ისაუბრა.


მისი თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მოცემულია, ის  მართლსაწინააღმდეგო ქმედებები რომლებზეც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაწესებული არ არის, ანუ განსხვავება არის ის, რომ სისხლის სამართლის დანაშაული უფრო  მეტი საზოგადოებრივი საშიშროებით ხასიათდება, ვიდრე ადმინისტრაციული გადაცდომა. შესაბამისად ასეთი ქმედებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გათვალისწინებულია.

 

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი მოძველებულია და სასამართლო სისტემა 1984 წლის კოდექსით მუშაობს, მოსამართლეები გარკვეულ პრობლემებს აწყდებიან.

 

„მუდმივად ხდება ცვლილებები,  ვცდილობთ ამ კოდექსის  გათანამედროვებას, თუმცა პრობლემები მაინც  რჩება. ხარვეზები მაინც არის, მაგრამ მოსამართლეები ამ ხარვეზს ვავსებთ  შემდეგნაირად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მეორე მუხლში მითითებულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან, ანუ მე თუ არ  მაქვს ნორმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც შეიძლება გამოვიყენო, მე  შემიძლია  გამოვიყენო სამოქალაქო სამართლის საპროცესო ნორმა, ადმინისტრაციული სამართლის საპროცესო ნორმა  და  ა.შ.

 

შესაბამისად სამოსამართლეო საქმიანობისას ამ ხარვეზის  აღმოფხვრა აი ამ გზით არის  შესაძლებელი, თუმცა  ამაზე ყველა  ვთანხმდებით, რომ კოდექსი  არის  შესაცვლელი რადგან ჯობია, რომ ერთ სისტემაში იყოს მოყვანილი და კარგი საკანონმდებლო აქტი იყოს მიღებული“, - აღნიშნა  შორენა ყაველაშვილმა.

 


კითხვაზე ახალი საკანონმდებლო აქტის მიღებისას თუ რას გამოყოფდა და რა არის ისეთი საკითხი რომელიც ახალ კოდექსში უნდა იყოს და დღეს არ გვაქვს შორენა ყაველაშვილი პასუხობს, რომ  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისთვის, უმეტეს ნორმებში გათვალისწინებულია დაკონკრეტებული ჯარიმა 5000 ლარით და არაჯარიმა 5000 ლარამდე, შესაბამისად უმაღლესი ზღვარი მოცემული არ არის.

 

„როგორც ეს სისხლის სამართლის კოდექსში გვაქვს არ არის მოცემული უმდაბლესი და უმაღლესი ზღვარი და  შესაბამისად მოსამართლეს პიროვნების  გათვალისწინებით, ქმედების გათვალისწინებით, შეუძლია და აქვს უფლება უმდაბლესი ზღვრიდან უმაღლეს ზღვრამდე განუსაზღვროს ეს სახდელი, უმეტეს მუხლებში ეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსში ეს არ არის , ვისურვებდი რომ ეს საკითხი იყოს დარეგულირებული, ასევე  როგორც უკვე გითხარით ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის  გათვალისწინებული ჯარიმა  არ უნდა იყოს იმ ჯარიმის ოდენობაზე მეტი, რაც დანაშაულისთვის სისხლის სამართლის კოდექსით  არის გათვალისწინებული.

 

არის სამართალდარღვევები, რომელიც უფრო მეტ საზოგადოებრივ  საშიშროებას იწვევს და  გათვალისწინებულია დიდი ჯარიმა, ასეთ  შემთხვევაში ვფიქრობ, რომ  უკეთესი იქნებოდა ასეთი სამართალდარღვევები მოაზრებული იყოს, როგორც დანაშაული და მასზე სისხლის სამართლით დასჯადობა ხომ არ დაწესდეს“, -  აღნიშნა  შორენა ყაველაშვილმა.

 

რაც შეეხება გაფრთხილებას, შორენა ყაველაშვილი ამბობს , რომ გაფრთხილება ეს არის  ადმინისტრაციული სახდელი და თუ ის მუხლში სანქციის  სახით  არის მითითებული, რა თქმა უნდა ამას სასამართლო გამოიყენებს. მისივე  თქმით სასამართლო სისტემაში არსებობს საკანონმდებლო შეღავათი სიტყვიერი შენიშვნა, რომელიც გამოყენება მოსამართლეს გარკვეული წინაპირობების არსებობის  შემთხვევაში შეუძლია. მაგალითად სიტყვიერი შენიშვნის  წინაპირობა არის ის, რომ სამართალდარღვევა უნდა იყოს მცირე და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირი მსგავსი ქმედებისთვის არ უნდა იყოს სახელდებული და შენიშვნა არ უნდა ჰქონდეს გამოცხადებული. მისივე თქმით, სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადება არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში  მიცემულ პირს ზიანის ანაზღაურების მოვალეობისგან.


„როდესაც პირის ქმედება არ შეიცავს სამართალდარღვევის ნიშნებს,  ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოება წყდება. სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დადასტურებულია, რომ მან ჩაიდინა  ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ოღონდ მცირე მნიშვნელოვანი სამართალ დარღვევა.

 

მცირე მნიშვნელოვნის განმარტებას კანონი არ გვაძლევს და ის არ უნდა იყოს მიბმული, მაგალითად ჯარიმის ოდენობასთან. რა თქმა უნდა მიყენებულ ზიანსაც აქვს მნიშვნელობა თუ როგორი ზიანი გამოიწვია ამ ადმინისტრაციულმა სამართალდარღვევამ, თვითონ დარღვევის ხასიათს აქვს  მნიშვნელობა, გარემოებებს  და ეს  ყველაფერი, ყველა კონკრეტულ საქმესთან მიმართებით ინდივიდუალურად ფასდება .


სიტყვიერი შენიშვნა შეგვიძლია ნებისმიერ მუხლთან გამოვიყენოთ , ოღონდ თუ არის წინაპირობები, სიტყვები შენიშვნის გამოყენება კატეგორიულად არ შეიძლება, თუ პირი  განმეორებით არის პასუხისგებაში იგივე ქმედებისთვის“,  განაცხადა შორენა ყაველაშვილმა.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up