როგორია ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის ეკონომიკური სარგებლიანობა

როგორია ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის ეკონომიკური სარგებლიანობა

access_time2022-01-29 17:57:31

„პეის ჯგუფისა" და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) ერთობლივი ძალისხმევით, ფოთში ახალი  ნავსადგურის მშენებლობა წარმატებით დასრულდა. "ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის" გახსნის ოფიციალური ცერემონია დღეს, ფოთში გაიმართა. ღონისძიებას  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა,  აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ასევე საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლები დაესწრნენ. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ნავსადგური საქართველოს საზღვაო სექტორში მიმდინარე პროექტებს შორის აქამდე რეალიზებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და მისი ღირებულება 120 მილიონ დოლარს აღწევს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ (DFC) ნავსადგურის მშენებლობის პროექტი 50 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა, რაც ამ ორგანიზაციის მიერ ერთ პროექტზე გამოყოფილი ყველაზე დიდი ინვესტიციაა რეგიონში.

 

უწყების ინფორმაციით, ნავსადგურის მშენებლობის ფარგლებში განხორციელდა 93 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, აშენდა მასშტაბური ჰიდროტექნიკური ნაგებობები და მოეწყო თანამედროვე საპორტე ინფრასტრუქტურა:

 

- 260 მეტრი სიგრძის ნავმისადგომი;

- არსებულ ტალღმჭრელ მოლოებს ჩაუტარდა სრული რეკონსტრუქცია;

- ახალი ნავსადგურის აკვატორიიდან ამოიღეს 1.5 მილიონი კუბური მეტრი ნატანი ქვიშა. აკვატორია დაღრმავდა 13 მეტრამდე;

- 50 000 ტონა ტევადობის დახურული ტიპის საწყობი, რომელიც აღჭურვილია ევროპული წარმოების დაცლა-დატვირთვის ავტომატიზებული სისტემებით;

- 6 ჰექტარზე მოეწყო ღია სასაწყობო მოედნები;


- სპეციალურად დამზადდა და ნავმისადგომზე დამონტაჟდა ორი ახალი პორტალური ამწე, თითოეული 100 ტონა ტვირთამწეობით.

 

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, პროექტის შემდგომი გაფართოება, რომლის ღირებულება 30 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, დამატებით 230 მეტრი სიგრძის ღრმაწყლოვანი (13მ) ნავმისადგომის მშენებლობას ითვალისწინებს. ნავმისადგომზე თანამედროვე საპორტო მანქანა-დანადგარები: კონვეიერული სისტემა და ჩამოტვირთველი მანქანა (shiploader) განლაგდება.

 

"ნავმისადგომი და ახალი ნავსადგურის ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა მოემსახუროს მსხვილტონაჟიან გემებს, რომელთა ტვირთამწეობა 50 000 ტონამდეა. პორტი დაამუშავებს როგორც მშრალ, ნაყარ და გენერალურ ტვირთებს, ასევე კონტეინერებს. პროექტის სრულად დასრულების შემდეგ საქართველოს ერთიანი სანავსადგურე ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა 3.5 მილიონი ტონით გაიზრდება. "ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური" მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის საპორტო სიმძლავრეებს, ტრანზიტულ პოტენციალს და გააჩენს შესაძლებლობას, საქართველოს სატრანსპორტო დერეფნებზე გადმომისამართდეს ახალი ტვირთები," - აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. 

 

ცნობისთვის, "პეის ჯგუფი" წარმოადგენს რეგიონში უმსხვილეს სატრანსპორტო კომპანიას, რომელიც აერთიანებს ნავმისადგომების ოპერატორ კომპანიებს, საბროკერო, საზღვაო სააგენტოს, ლოგისტიკურ და საკონტეინერო კომპანიებს. კომპანიის ყოვეწლიური საშუალო ტვირთბრუნვა 3 მილიონ ტონას აღემატება. "პეისი ჯგუფში" დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი. "პეისი ჯგუფი" ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ საზღვაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ახალი ტვირთების მოზიდვაზე. 

 

კომპანია პეისი 1992 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ იორკში დაფუძნდა. "პეის ინტერნაციონალი" ძირითადად ფოთისა და ბათუმის ნავსადგურების გავლით ახორციელებდა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გამოყოფილი ჰუმანიტარული ტვირთების ტრანსპორტირებას კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში. 90-იანი წლების ბოლოდან "პეისმა" ჰუმანიტარულ ტვირთებთან ერთად, კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებაც დაიწყო. 2000-იანი წლების დასაწყისიდან კი - გრძელვადიანი იჯარის საფუძველზე "პეისი" ოპერირებს ფოთის ნავსადგურის 8 ნავმისადგომს.

 

2002-2003 წლებში კომპანიამ ფოთში ღია სასაწყობო მეურნეობა ააშენა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ტაჯიკეთის ალუმინის ქარხნის პროდუქციის - პირველადი ალუმინის გადმომისამართება საქართველოს მარშრუტზე. მოგვიანებით, სპეციალური მანქანა-დანადგარების შეძენის შემდეგ, „პეისმა" დაიწყო ამავე ქარნისთვის ნედლეულის - ალუმინის ოქსიდის ტარნსპორტირება ფოთიდან ტაჯიკეთამდე.

 

2007 წელს "პეისსა" და ისრაელის საკონტეინერო კომპანია ZIM-ის მიერ დაფუძნდა ZIM Georgia და "პეისმა" გააფართოვა მისი აქტივობები საკონტეინერო გადაზიდვებში.  2013 წელს "პეისმა" და "აგრიკომმა" ფოთში ერთობლივად ააშენეს რევერსული ტიპის ხორბლის გადასატვირთი ტერმინალი. ამავე წელს "პეისმა" შეისყიდა ფოთის გემთსაშენი ქარხანა, რომლის ტერიტორიაზეც ახალი თანამედროვე სანავსადგურე ინფრასტრუქტურის შექმნა გადაწყდა.

 

ახალი საზღვაო პორტის მშენებლობის პროექტის დაფინანსების ხელშეკრულებას ხელი 2019 წლის 4 თებერვალს მოეწერა, მშენებლობას კი საფუძველი 2020  წლის სექტემბერში ჩაეყარა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up