როგორია გაზის ტარიფი მოსახლეობისთვის საქართველოს სამეზობლოსა და ევროპის ქვეყნებში

როგორია გაზის ტარიფი მოსახლეობისთვის საქართველოს სამეზობლოსა და ევროპის ქვეყნებში

access_time2022-06-03 20:30:00

საქართველოში 1 კუბური მეტრი გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფი 2021 წელს 0.55 ლარი იყო, რაც ევროპის ქვეყნებს შორის მეორე ყველაზე დაბალი შედეგია - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2021 წლის ანგარიშში.


საქართველოზე დაბალი ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი მხოლოდ ერთ ქვეყანაში, აზერბაიჯანშია - 0.28 ლარი 1 კუბურ მეტრზე.


რაც შეეხება სხვა მეზობლებს, თურქეთსა და სომხეთს, სემეკის მონაცემებით, ამ ქვეყნებში გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფები, შესაბამისად, 0.80 ლარი და 1.06 ლარია.



1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის საყოფაცხოვრებო ტარიფები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში 2021 წელს (ლარებში):


აზერბაიჯანი - 0.28;
საქართველო - 0.55;
თურქეთი - 0.80;
მოლდოვა - 1.03;
სომხეთი - 1.06;
უკრაინა - 1.13;
უნგრეთი - 1.30;
რუმინეთი - 1.33;
ბოსნია და ჰერცოგოვინა - 1.35;
სერბეთი - 1.45;
ლიეტუვა - 1.53;
ლატვია - 1.54;
ბულგარეთი - 1.57;
ხორვატია - 1.60;
პოლონეთი - 1.69;
სლოვაკეთი - 1.81;
ესტონეთი - 1.83;
ლუქსემბურგი - 1.84;
საბერძნეთი - 1.96;
ბელგია - 2.01;
ჩრდილოეთ მაკედონია - 2.08;
სლოვენია - 2.28;
ჩეხეთი - 2.52;
ირლანდია - 2.63;
ავსტრია - 2.72;
გერმანია - 2.72;
ლიხტენშტეინი - 2.90;
საფრანგეთი - 3.01;
იტალია - 3.06;
ესპანეთი - 3.06;
პორტუგალია - 3.71;
დანია - 3.78;
ჰოლანდია - 3.90;
შვედეთი - 5.63.



ცნობისთვის, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან თბილისსა და რეგიონებში ბიზნესს ბუნებრივი აირი უძვირდება. თბილისში არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირი 25 თეთრით გაძვირდება და ახალი ტარიფი 1.35 ლარით განისაზღვრება, რეგიონებში კი ტარიფი 1.38 ლარი იქნება. სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თანახმად, 2023 წლიდან ბუნებრივი აირი მოსახლეობისთვისაც მოიმატებს.


წყარო: bpn,ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up