როგორია ის ძირითადი უფლებები, რომელიც გარანტირებულია პირისთვის დაკავების მომენტში

როგორია ის ძირითადი უფლებები, რომელიც გარანტირებულია პირისთვის დაკავების მომენტში

access_time2023-04-13 22:30:35

როგორია ის ძირითადი უფლებები, რომელიც გარანტირებულია პირისთვის დაკავების მომენტში და როგორია  სასამართლოს საპროცესო სამართლებრივი ნორმები, რომლითაც სასამართლო ხელმძღვანელობს საქმის  განხილვისას. ამ საკითხებზე  რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით პირის თავისუფლება არის  მაღალ დონეზე დაცული უფლება და მასში  ჩარევა საჭიროებს  საგანგებო არგუმენტებს, მიზეზებს და ეს  ჩარევა უნდა უნდა შეფასდეს ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა აუცილებლობის კრიტერიუმები, ლეგიტიმური მიზნების კრიტერიუმი, პროპორციულობის კრიტერიუმი, გამოსადეგობის კრიტერიუმი და ა.შ.


„პირის დაკავება როგორც წესი ხდება მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პროკურორი მიმართავს მოსამართლეს სათანადო საფუძვლების არსებობისას და უსაბუთებს მოსამართლეს, თუ რატომ უნდა გასცეს მოსამართლემ ნებართვა, თანხმობა პირის დაკავებაზე. ამ შუამდგომლობას  მოსამართლე 24 საათის განმავლობაში იხილავს და საფუძვლების არსებობისას გასცემს განჩინებას პირის დაკავების თაობაზე. ჩვენ გვხვდება პრაქტიკაში შემთხვევები, როდესაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი პირის დაკავებისას მოსამართლის განჩინებას ვერ დაელოდება, რადგან არსებობს გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება, ეს არის ვითარება როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ზიანი და პირი ხელმიუწვდომელი გახადოს. მაგალითად როდესაც პოლიციელი ხედავ, რომ რამდენიმე პირი ჩხუბობს  ერთმანეთში და  ერთმა მეორეს დანა დაარტყა და ცდილობს მიმალვას. ამ დროს პოლიციელი მოსამართლის განჩინებას ვერ დაელოდება.

 

ამ შემთხვევაში პირის დაკავების საფუძვლებია, როდესაც პირს წაასწრებენ დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე, ეს ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ასევე პოლიციელმა უნდა დააკავოს პირი ადგილზე, როდესაც ხედავს რომ პირი ცდილობს ჩასარიცხი აპარატის გატეხას, რომ დაეუფლოს თანხას. ასევე გადაუდებელი დაკავების საფუძველია, როდესაც პირთან ან მის ტანსაცმელზე აღმოჩნდება დანაშაულის კვალი, ან როდესაც ის  შემთხვევის ადგილიდან მიიმალება და შემდეგ მას  თვითმხილველი ამოიცნობს,, ასეთ დროს თუ პირი არ დააკავეს ეს პირი ადგილიდან მიიმალება. ასევე დაკავების საფუძველია როდესაც პირი ცდილობს მიმალვას და ა.შ. მაგალითად როდესაც პირმა მეორე პირს დანა დაარტყა და გაიქცა შემთხვევის ადგილიდან ეს ნიშნავს იმას, რომ ცდილობს სასჯელის თავიდან არიდებას“ -  აღნიშნა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

 

კოჭლამაზაშვილის განმარტებით დამკავებელი პირი მყისიერად განუმარტავს უფლებებს  დაკავებულ  პირს და იმ  შემთხვევაში თუ ეს განმარტება  არ მოხდა ის არსებით დარღვევად ჩაითვლება, რაც სამართლებრივ შედეგებში  აისახება, მისივე განმარტებით დაკავებულს პირველ რიგში უნდა განემარტოს, რომ მას აქვს დუმილის უფლება და თუკი მაინც ის გადაწყვეტს, რომ დამკავებელს  ინფორმაცია მიაწოდოს, მანდ უნდა იცოდეს, რომ ეს ინფორმაცია შესაძლოა მის წინააღმდეგაც გამოიყენოს სასამართლომ.

 

„დაკავებულმა უნდა იცოდეს, რომ მას აქვს ინფორმაციის გაცემის უფლება, მაგრამ მეორეს მხრივ უნდა იცოდეს, რომ მას აქვს დუმილის უფლება და ერთ-ერთი  პირველი უფლება რაც მას უნდა  განემარტოს არის ის, რომ მას აქვს ადვოკატის ყოლის უფლება.

 

დაკავებულს ასევე აქვს უფლება მოიწვიოს თარჯიმანი თუ არ იცის ის  ენა, რაზეც ესაუბრებიან სამართალდამცველები და ა.შ.  ასეთივე უფლება არის ის, რომ მან აუცილებლად უნდა მიიღოს  დაკავების  ოქმის ასლი, დაკავების ოქმის ასლის არ გადაცემა პირისთვის იწვევს გათავისუფლებას.


 

დაკავების ოქმზე ხელმოწერა არ ნიშნავს იმას, რომ ის ეთანხმება საფუძვლებს, ეს ნიშნავს რომ აწერს ხელს იმაზე, რომ მომხდა მისი დაკავება , შეიძლება ნაწილს აპროტესტებდეს საფუძვლების და არა ფაქტს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას პრეტენზია არ აქვს დაკავების საფუძვლებთან. “ -  აღნიშნა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

 

ბადრი კოჭლამაზაშვილი განმარტავს, რომ სასამართლო აქცევს ყურადღებას იმას,თუ რამდენად განემარტა პირს თავისი უფლებები, მისივე თქმით თუკი პირს მიაჩნია, რომ მას არ განუმარტეს უფლებები, არც თარჯიმნის მომსახურებით უზრუნველყვეს, არც სხვა მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ამას ასახავს შენიშვნაში, მას  ასევე აქვს უფლება, რომ ეს საკითხი სასამართლოში დააყენოს ეს საკითხი და სასამართლო იკვლევს თუ რამდენად მარტ₾ზომიერად მოხდა დაკავება, რამდენად აკმაყოფილებდა კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ხომ არ არის არსებითად დაშვებული შეცდომა , რომელიც შემდეგ იმოქმედებს დაკავების შეფასებაზე, ის შეიძლება იცნოს უკანონო დაკავებად და მოხდეს პირის გათავისუფლება.

 

„არსებითი ხასიათის არის დარევა თუ უმნიშვნელო ხასიათის ეს უნდა შეფასდეს მოსამართლის მხრიდან, აქ ვიკვლევთ იმ გარემოებებს თუ რა ხასიათის იყო ეს დარევა, მაგალითად დარღვევა როგორიც არის  თუ პირს არ მოემსახურა თარჯიმანი ეს არსებითი ხასიათის დარღვევაა იმიტომ რომ მას არ ესმის თუ რატომ აკავებენ, თუ პირს სჭირდება თარჯიმანი და ეს თარჯიმანი არ ჰყავს ეს გამოიწვევს იმას, რომ პირი გათავისუფლებდა დაკავებიდან. მტკიცების ტვირთი ამ პროცედურების დროს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არის ბრალდების მხარეს, ბრალდების მხარემ უნდა ამტკიცოს , აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.

 

ბრალდების მხარეს არის მტკიცების ტვირთი გადასული, ბრალდების მხარემ უნდა ამტკიცოს, რომ პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაა გამოსაყენებელი. დაკავება არის პირის თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა, ეს არის 72 საათი, არ შეიძლება პირი იყოს 73 საათი, ბრალდების მხარეს შეუძლია, რომ ამ დროში  მატკიცოს, რომ აღკვეთის ღონისძიება ამ პირის მიმართ უნდა იქნას გამოყენებული. აქედან პირი 48 საათის განმავლობაში უნდა მოესწროს, რომ  გამოტანილი იქნეს დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, თუ არ იქნა გამოტანილი მოეწეროს გათავისუფლდეს პირი დაკავებიდან, მეორე უნდა მოესწროს რომ ეს პირი 48 საათის განმავლობაში წარდგენილი იქნას სასამართლოში. სასამართლოში წარდგენა უნდა მოესწროს 48 საათში. ამ სხდომაზე იხილება აღკვეთის ღონისძიების გამოყენება-არგამოყენების საკითხი და პროკურორი ასაბუთებს იმას, რომ პირის მიმართ უნდა იყოს აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს 5 სახეს, ესენია: რამდენიმე 4 არაპატიმარო აღკვეთის ღონისძიება და მეხუთე პატიმრობა, არასაპატიმრო  ღონისძიებაა პირადი თავდებობა, შეთანხმება გაუსვლელობის შესახებ, გირაო , სამხედრო მოსამსახურის გადაცემა სარდლობის მეთვალყურეობაში და აქედან რამდენიმეს ვუწოდებთ სპეციფიკურს. მაგალითად სარდლობის მეთვალყურეობაში ყველას ვერ გამოიყენებ და აქ სპეციფიკური სუბიექტი გჭირდება, ასევე  სპეციფიკურია პირადი თავდებობდა, აქ თავდებმაც უნდა განაცხადოს თანხმობა ,  არის შემთხვევა როდესაც თავდებს განვუმართავთ პირობებს ის უარს ამბობს თავდებობაზე.“ -  აღნიშნა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

 

კოჭლამაზაშვილის განმარტებით პატიმრობა არის აღკვეთის ყველაზე მკაცრი ღონისძიება და საქართველოს კანონმდებლობა ამბობს, რომ პატიმრობა გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ეს არის  ერთადერთი აუცილებელი ღონისძიება იმ მიზნის მისაღწევად , რომ ბრალდებული არ მიიმალოს და ხელი არ შეუშალოს საქმეზე მტკიცებულების  მოპოვებას და  არ გააგრძელოს დანაშაულებრივი ქმედება.

 

„ხშირად აქვს დაცვის მხარეს პრეტენზია პროკურორთან, რომ რატომ ფიქრობთ, რომ ეს პირი გააგრძელებს დანაშაულებრივ საქმიანობას, რას ემყარება მისი ეს პოზიცია , ამაზე პასუხის გასაცემად პროკურორმა უნდა მიუთითოს იმაზე, რომ ყურადღება მიაქცევინოს მის წარსულს, რომ თუკი ეს პირი მიდრეკილია დანაშაულისკენ, რამდენჯერმე არის გასამართლებული ქურდობაზე ამ სხვა დანაშაულზე, თუნდაც ოჯახში ძალადობაზე, როდესაც პირს ბრალად ედება ძალადობის ეპიზოდი , ამ დროს ობიექტურად არსებობს ეს მონაცემი, წარსულიდან გამომდინარე როდესაც პირი მიდრეკილია დანაშაულისკენ ის მაღალი ალბათობით კვლავ გააგრძელებს. ამ დროს ჩვენ ვიყენებთ ვარაუდის დასაბუთების სტანდარტს, აღკვეთის ღონისძიებას სჭირდება ვარაუდის დასაბუთების სტანდარტი და ეს ის სტანდარტია, რომელიც პირს დაარწმუნებს, რომ საფრთხე ობიექტურად არსებობს. ჩვენ საზოგადოებაში ისეა აღქმული, რომ თუ მოსამართლე გამოიყენებს  პატიმრობას მას დაუდასტურდა დანაშაული ან თუ გიაროს გამოიყენებს მას არ დაუდასტურდა, ეს ასე არ არის, შეიძლება რომ გირაოს გამოყენების შემთხვევაშიც დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი, მაგრამ ეს უნდა აღვნიშნოთ რომ აღკვეთის ღონისძიება არის დროებითი ღონისძიება, რომელიც აზღვევს იმ საფრთხეებს რაც ბრალდებულისგან მომდინარეობს. ეს არის მართლმსაჯულების ჯეროვანი განხორციელებისთვის  გამოყენებული ღონისძიება, რომ ხელი შეეწყოს მართლმსაჯულების ეფექტურ განხორციელებას.

 

რაც შეეხება გირაოს, ეს  უფრო მეტად გამოყენებადია ვიდრე პატიმრობა და გაცილებით დიდია იმ ბრალდებულების რიცხვი , რომელთა მიმართაც  არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებაა გამოყენებული ვიდრე გირაო, იმიტომ რომ პატიმრობა გამონაკლის შემთხვევაში უნდა აიქნეს გამოყენებული, იმიტომ რომ ეს არის ადამიანის უფლებებში ძალიან მტკივნეული ჩარევა და უნდა იყოს გამართლებული იმ საფუძვლებით რა საფუძვლებითაც გამოიყენება პატიმრობა, რაც შეეხება გირაოს ეს არის ფულადი გადასახადი, თანხა რომელსაც პირი შეიტანს აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ან შეიძლება დაიტვირთოს  ქონება, მინიმალური არის 1000 ლარი, მაქსიმალური განუსაზღვრელია და მისი განსაზღვრა დამოკიდებულია ბევრ  გარემოებაზე , მათ შორის ერთ-ერთი ეს  არის ბრალდებულის ქონებრივი გარემოება, მას გირაოს სახით შეტანილი თანხის არდაკარგვის სანაცვლოდ უნდა უღირდეს ნორმალური ქცევა.“ - აღნიშნა  ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up