მიკრობანკების შესახებ კანონი ძალაში 1-ლი აპრილიდან 1-ელ ივლისამდე პერიოდში შევა. მიკრობანკების კანონის ძალაში შესვლის მოლოდინში არიან სტატუსის მოპოვების მსურველი მიკროსაფინანოსები. ამ დროისთვის მიკრობანკის ლიცენზიის მიღების სურვილი მოქმედი მიკროსაფინასოდან 4-ს აქვს, რომელთა შორის „კრისტალი“, „ემ ბი სი“, „სვის კაპიტალი“ და „ლაზიკაა“.
„კომერსანტი“ გთავაზობთ მიკრობანკის ლიცენზიის მოპოვების მსურველი მისო-ების მოგების, აქტივების და კაპიტალის მაჩვენებლებს (2022 წლის III კვარტალი):
„ლაზიკა კაპიტალი“ — 208,7 ათასი ლარი; აქტივები 78 მლნ. ლარი, კაპიტალი 13.3 მლნ. ლარი;
„ემ ბი სი“ — მოგება 86,1 ათასი ლარი; აქტივები 97,2 მლნ ლარი, კაპიტალი 19.2 მლნ. ლარი;
„სვის კაპიტალი“ — 9.5 მლნ ლარი; აქტივები 171,9 მლნ ლარი, კაპიტალი 64.5 მლნ ლარი;
„კრისტალი“ — მოგება 2.9 მლნ ლარი; აქტივები 433 მლნ. ლარი, კაპიტალი 73.3 მლნ. ლარი.
აღნიშნული მიკროსაფინანოსებიდან გასულ წელს ყველაზე მეტი სესხი 380 მლნ ლარამდე „კრისტალმა“ გასცა, მეორე ადგილზე „სვის კაპიტალია“ 159 მლნ ლარის სესხით, ხოლო სამეულს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალი (ემბისი) 86.4 მლნ ლარით ასრულებს, მეოთხეზე კი „ლაზიკა კაპიტალია“ 67.9 მლნ ლარით.