რა მოლოდინებია და როგორ ხვდება ენერგეტიკის სექტორი CFD მექანიზმს

რა მოლოდინებია და როგორ ხვდება ენერგეტიკის სექტორი CFD მექანიზმს

access_time2022-11-16 16:50:06

მთავრობა ენერგეტიკის სექტორის ახალ მხარდამჭერ მექანიზმს აამოქმედებს, რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრმა CFD მექანიზმზე ისაუბრა და განმარტა, რომ მომდევნო სამ წელიწადში  ქვეყანაში 3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია უნდა შემოვიდეს, მან ასევე თქვა, რომ ახალი მექანიზმი იქნება ერთგვარი ბიძგი იმისათვის, რომ ენერგეტიკაში ინვესტიციები წახალისდეს.


მანამდე  მოქმედი  ე.წ.  PPA მექანიზმი მთავრობამ სავალუტო ფონდის რეკომენდაციის  საფუძველზე 2017 წელს შეაჩერა, გამოცხადდა მორატორიუმი, შემდეგ მექანიზმის აღდგენა, ან სანაცვლოდ სახეცვლილი პროცესის  ჩართვა დაიგეგმა, საბოლოო ჯამში სექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს პროცესის ე.წ CFD კონტრაქტებით ჩანაცვლებას. თუ როგორია მოლოდინები და როგორ ხვდება სექტორი ამ პროცესს, ამ და სხვა თემებზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მარგებაძემ ისაუბრა.


მარგებაძის თქმით საკითხის  დაძვრა მისასალმებელია, რადგან CFD მოიაზრებს  აუქციონში  გამარჯვებული კომპანიისთვის ტარიფის დადგენას, შესაბამისად აღნიშნული კომპანია  ივაჭრებს  ბაზარზე და დანაკლისს  სახელმწიფო დაასუბსიდირებს. რაც იქნება მეტობა, ის მეტობა დარჩება  სახელმწიფოს,  შესაბამისად სახელმწიფო  მეტად დაცული იქნება, შესაბამისად მარგებაძის თქმით სახელმწიფო  უფრო აქტიურ  და პასუხისმგებლობიან ინვესტორს  და ბაზრის მოთამაშეს მიიღებს.


„თუ მოხდება ამ ბაზრის  გადადება და ბაზარი არ ჩაეშვება ამ შემთხვევაში მოხდება  ის, რომ სახელმწიფო  ამ აუქციონით  აღებულ  ვალდებულებას ყველა მხრივ შესარულებს.  ეს იქნება ესკოსთან ვაჭრობა , როგორ ეს 2017 წლამდე PPA  მექანიზმით იყო.  თუმცა აპრიორი ჩვენ  მივიღეთ  პასუხი  რომ  იმ  შემთხვევაში  თუ  პირობითად  ბირჟის გადადება მოხდება  სახელმწიფო  იმ ვალდებულებებს მაინც აიღებს და  შეასრულებს კომპანიების მიმართ  რაც  ჩვენთვის  როგორც ინვესტორებისთვის და დეველოპერებისთვის მნიშვნელოვანია.


ძირითადად  საკითხები რაც მე მაწუხებდა, ეს იყო დროის მომენტი, ჩვენ ენერგეტიკული  პოლიტიკა და რეგიონში განვითარებული მოვლენები ძალიან  ცოტა  დროს  გვიტოვებს და ამიტომ  ძალიან სწრაფი  ნაბიჯებით და ტემპებით  უნდა ვიაროთ. როდესაც ეს აუქციონი ჩატარდება წარმოთქმული იყო,  რომ პირველ ფაზაზე იყო  300 მეგავატი და  მთავარი კითხვა  ის იყო, რომ თუ პირობითად  არ შეივსო  ეს სამასი  მეგავატი, ველოდები  თუ  არა ამის შევსებას და  მერე  ჩაითვლება  ეს  ჩატარებულად  თუ  როგორ იქნება და  პასუხი  მივიღეთ, რომ  შესაძლოა 300 მეგავატი  არ  შეივსოს,  თუმცა ორზე  მეტი კომპანია თუ მიიღებს მონაწილეობა ის აუქციონი და ტენდერი დაიხრება და ჩატარებულად გამოცხადდება, სულ რომ 50 მეგავატი შეივსოს, რაც სწორია და კარგი, რადგან რაღაც ლოტის შესავსებად დიდი ხნით ლოდინი არ მოგვიწევს“, - აღნიშნა გიორგი მარგებაძემ.


მარგებაძემ გამოწვევებზეც  ისაუბრა და განმარტა, რომ  როგორი  კონტრაქტებიც არ უნდა  გვქონდეს და რა მექანიზმიც არ უნდა ავამოქმედოთ ამას არანაირი აზრი  არ  ექნება  თუ  ჩვენ  ჰესებს  არ  ავაშენებთ.


„მაგალითად  ნამოხვანის პროექტს გამარტივებული  შესყიდვის  ტარიფი  ჰქონდა, თუმცა  იყო  გარკვეული პრობლემები, რის გამოც პროექტი  გაჩერდა,  შესაბამისად  მე  ყოველთვის  ვიძახი , რომ CFD  კონტრაქტით  იქნება  თუ  PPA  კონტრაქტით,  20 ცენტიც რომ ჰქონდეს ჰქონდეს გარანტირებული შესყიდვა  ჩვენ თუ  ვერ ავაშენეთ  სადგურები, არ  აქვს  მნიშვნელობა  რამდენი ცენტი იქნება და როგორი კონტრაქტები იქნება, მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ ჰესების აშენების პრობლემა მოვაგვაროთ.


გრედას  აქვს  ძალიან კარგი  კანონპროექტი, რომელიც  ეკონომიკის  სამინისტროსთან და ფინანსთა  სამინისტროსთან მუშაობით წინ არის წასული და ეს  არის  ქონების დეცენტრალიზაცია,  რომ სადგურები რომლებიც  ქონების  გადასახადს  იხდიან  ის  წილი  დარჩეს  იმათ  არეალში სადაც ეს პროექტი  ხორციელდება.  იმ თემში  და სოფლებში სადაც უშუალოდ შეხება აქვს  ამ პროექტებს, ეს არის  და  მნიშვნელოვანი  რომელიც მოხსნის  ამ პრობლემატიკას  რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და მეორე  ეს  არის მიერთების  საკითხი,  ჩვენ გვაქვს  ქსელზე მიერთების პრობლემები, ენერგო პროს  ქსელები, რომელიც  მეტნაკლებად მოუწესრიგებელია და ფაქტობრივად ნებისმიერი  რეგიონი  რომ ავიღოთ ყველგან არის  სიმძლავრის მიერთების პრობლემატიკა“, - აღნიშნა გიორგი მარგებაძემ.


CFD მექანიზმი ფასთაშორის სხვაობის დაბრუნების მოდელია, რომლითაც ღარიბაშვილის ინფორმაციით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1500 მგვტ სიმძლავრის სადგურების მშენებლობის ხელშეწყობა იგეგმება. ახალი მექანიზმით საკონტრაქტო და საბაზრო ფასს შორის სხვაობას, ანუ კონტრაქტით გათვალისწინებულ ფასსა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის შემთხვევაში, სახელმწიფო ამ კომპანიებს დამატებით თანხას გადაუხდის. საუბარია იმ შემთხვევაზე, როცა საბაზრო ფასი კონტრაქტით გათვალისწინებულზე დაბალი იქნება.


რაც ეხება  PPA მოდელს,  აღნიშნული მოდელის დროს სახელმწიფო ჰიდროელექტროსადგურის ინვესტორთან მოლაპარაკებების შემდეგ დებდა სხვადასხვა სახის კონტრაქტს ელექტროენერგიის გარანტირებული წესით შესყიდვის შესახებ. სწორედ PPA ტარიფი იყო გარანტია ინვესტორისთვის, რომ მის მიერ ახალი ჰესის მშენებლობაში მილიონობით დოლარის ჩადების შემდეგ ის ამ თანხას ამოიღებდა. PPA კონტრაქტის მაგალითია ხუდონჰესის ინვესტორ ტრანსელექტრიკასთან 2011 წელს გაფორმებული შეთანხმება, რომლითაც სახელმწიფომ აიღო ვალდებულება 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ჰესის აშენების შემდეგ ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 8 წლის განმავლობაში გარანტირებული წესით 10.5 ცენტად შეეძინა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ხუდონის ჰესი ამ ხელშეკრულების მიუხედავად არ აშენდა, თუმცა აშენების შემთხვევაში ბიუჯეტს მის PPA კონტრაქტზე მნიშვნელოვანი თანხების გაღება მოუწევდა.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up