როგორია ქართული დაფნის საექსპორტო პოტენციალი?

როგორია ქართული დაფნის საექსპორტო პოტენციალი?

access_time2022-09-02 12:00:36

ადგილობრივი ბაზრისგან განსხვავებით, საზღვარგარეთ ქართულ დაფნაზე მოთხოვნაა, თუმცა ქვეყანას არსებული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება არ შეუძლია. როგორც „კომერსანტთან“ საქართველოს დაფნის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი დავით კუტალია აცხადებს, საქართველოში დაფნის კულტურა საკმაოდ მცირე ფართობზეა გაშენებული, იმავდროულად მცენარეს აზიანებს მავნებელი.



„ქართული დაფნა უცხოეთის ბაზრებზე მოთხოვნადი არის, მაგრამ პანდემიიდან და ომიდან გამომდინარე მოთხოვნა მზარდი არ არის, ვიტყოდი მოთხოვნა უფრო სტაბილურია.



წლის განმავლობაში ექსპორტზე საშუალოდ 5 ათასი ტონა გადის. რაც შეეხება ფასებს ის დამოკიდებულია დაფნის ხარისხზე. უმეტესწილად ექსპორტზე გადის პირველი ხარისხის დაფნა, რომლის ფასიც ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარებ მერყეობს და კილოზე საშუალოდ 2 დოლარია.



ქართული დაფნა ექსპორტზე გადის რუსეთში, ჩინეთში და უკრაინაში, თუმცა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრისა და იქ საომარი მოქმედებების ფონზე საქართველოსთვის ამ დროისათვის უკრაინის ბაზარი გაჩერებულია. შესაბამისად დარჩა რუსეთი და ჩინეთი.



რუსეთიდან და ჩინეთიდან მოთხოვნა უფრო დიდია, თუმცა სათანადო მიწოდება ვერ ხდებოდა იქიდან გამომდინარე, რომ დაფნის ფოთოლი ამჟამად არის დეფიციტში და თან არის უვარგისი. მავნებლებმა მცენარე დააზიანეს. 90-იანი წლების შემდეგ საქართველოში დაფნას არავინ არ უვლიდა. შემდეგ მოსახლეობამ მისი გაეხვა და თხილის პლანტაციების გაშენება დაიწყო. აქედან ნარგავების რაოდენობა შემცირდა. დღეს დაფნის ფასი ოდნავ უკეთესია, ვიდრე თხილის და ისევ ვიწყებთ ამ დარგის განვითარებას“, - განმარტავს საქართველოს დაფნის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი.




დაფნის გაშენება ჩართულია აგროსესხების პროექტში, რაც ფერმერებს ამ კულტურის გაშენებისთვის მეტ შესაძლებლობას უჩენს. იმისათვის, რომ ინტერესი გაიზარდოს და ფერმერებს ხარისხიან დაფნის ნერგებზე ჰქონდეთ წვდომა საქართველოს დაფნის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციაა სანერგე მეურნეობის შექმნას გეგმავს.


„ვმუშაობთ სანერგე მეურნეობის შექმნაზე, რათა ხელი შევუწყოთ დარგის განვითარებას და ფერმერებს ხარისხიანი ნერგები მივაწოდოთ.



კლიმატიდან გამომდინარე დაფნა საქართველოში ძირითადად დასავლეთ საქართველოში ხარობს.



რაც შეეხება თავად დაფნას მისი გამოიყენება ძირითადად საკვებ პროდუქტებში, საკონსერვო წარმოებაში ხდება. დაფნას გააჩნია ისეთი ეთერზეთები, რომელიც პროდუქციის ვარგისობის ვადას ახანგრძლივებს.



დაფნა საექსპორტო ბაზარზე გადის ძირითადად ხმელი სახით. ქუჩიდან მოჭრა დაფნის უნდა მოხდეს ნოემბრიდან, თუმცა ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე გლეხი ახლა ჭრის დაფნას და აბარებს, რაშიც ჩვენი ბრალიცაა, რადგან თუ არ მოვახდენთ ჩაბარებას, ის ვერც გაყიდის და შესაბამისად დროზე ადრე აღარ მოჭრის. ამ ფონზე კი მაღალი ხარისხის საექსპორტო დაფნის რაოდენობა მცირდება. ახლა მცენარეს ვეგეტაციის პერიოდი აქვს და მისი მოჭრა არ შეიძლება.



რაც შეეხება დანაკარგებს, მცენარის მოჭრისთვის ყველაზე კარგი პერიოდი არის ნოემბერ-დეკემბერი, როდესაც მცენარე ბოლომდე მიძინებულია და მასში წვენთა მოძრაობა შეწყვეტილია. სიცივისა და ყინვის გამო ფოთოლი გასქელებულია და შესაბამისად მოიმატა წონაშიც. ბუნებრივი შრომით გამოსავლიანობა არის 25-25%-ი, ხოლო ხელოვნური შრობის შედეგად გამოსავლიანობა არის 18-22%-ი“, - აცხადებს დავით კუტალია.



მისივე განმარტებით, ადგილობრივ ბაზარზე დაფნაზე მოთხოვნა დაბალია. „ჩემი გადასახედიდან არ ვართ მიჩვეული რომ დაფნა კულინარიაში აქტიურად გამოვიყენოთ“, - ამბობს საქართველოს დაფნის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი.



თეგები:
დაფნა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up