როგორია საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს ეკონომიკური ინდიკატორები?

როგორია საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს ეკონომიკური ინდიკატორები?

access_time2022-10-04 17:30:41

PMC Research-ი მიმდინარე ეტაპისთვის ქვეყნის ეკონომიკური ინდიკატორების შესახებ აქვეყნებს მონაცემებს, რომელიც ასახულია საერთაშორისო რეიტინგებში.

PMC Research-ში განმარტავენ, რომ საერთაშორისო რეიტინგები მნიშვნელოვანი ინდიკატორია ქვეყნის პროგრესის შესაფასებლად სხვადასხვა სფეროებში.


The Heritage Foundation - ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი


Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ქვეყნების ეკონომიკურ თავისუფლებას აანალიზებს შემდეგი ოთხი კატეგორიის მიხედვით: კანონის უზენაესობა, მთავრობის ზომა, რეგულაციების ეფექტიანობა და ღია ბაზრები. 2021 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველომ 178 ქვეყნიდან მე-12 ადგილი დაიკავა და 2020 წლის პოზიცია შეინარჩუნა. 2021 წელს, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ოთხი კატეგორიიდან, საქართველოს ყველაზე მაღალი ქულა აქვს მთავრობის ზომაში (87.0), ხოლო ყველაზე დაბალი - კანონის უზენაესობაში (63.6). გარდა ამისა, 2020 წლის მონაცემებთან შედარებით, საქართველოს ქულა ყველაზე მეტად გაუმჯობესდა მთავრობის ზომაში (+1.9), ხოლო ყველაზე მეტად გაუარესდა ღია ბაზრებში (-0.9). აღსანიშნავია, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში წამყვან პოზიციას იკავებს და რეგიონში ერთადერთ „უმეტესად თავისუფალ” ქვეყნად რჩება. თუმცა, 2022 წელს საქართველოს პოზიცია ინდექსში 26-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა. აღნიშნული უკუსვლა ინდექსის მიხედვით, ძირითადად გამოწვეულია ბიზნესის თავისუფლებისა და ფისკალური თავისუფლების ინდიკატორებში მდგომარეობის გაუარესებით. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყნის მდგომარეობა სტაბილურად შენარჩუნდა შემდეგ ინდიკატორებში: საგადასახადო ტვირთი და ვაჭრობის თავისუფლება.


The Economist Intelligence Unit - დემოკრატიის ინდექსი


The Economist Intelligence Unit-ის დემოკრატიის ინდექსის კვლევა ეფუძნება ხუთ კატეგორიას (საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური ჩართულობა, პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო თავისუფლება), რისი მეშვეობითაც იზომება მსოფლიოში დემოკრატიის ხარისხი. შედეგების მიხედვით ქვეყნები ოთხ ჯგუფში ნაწილდება: „სრულად დემოკრატიული“2 , „არასრულყოფილად დემოკრატიული“3 , „ჰიბრიდული რეჟიმი“4 და „ავტორიტარული რეჟიმი“5 . 2021 წლის დემოკრატიის ინდექსში საქართველომ 167 ქვეყნიდან 91-ე ადგილი დაიკავა და 2020 წლის პოზიცია შეინარჩუნა. შესაბამისად, 2020 წლის მსგავსად, ქვეყანა დემოკრატიის ხარისხის თვალსაზრისით კვლავ „ჰიბრიდული რეჟიმის” ქვეყნების ჯგუფში დარჩა. 2021 წელს, დემოკრატიის ინდექსის ხუთი კატეგორიიდან, საქართველოს ყველაზე მაღალი ქულა ჰქონდა საარჩევნო პროცესსა და პლურალიზმში (7.42), ხოლო ყველაზე დაბალი - მთავრობის ფუნქციონირებაში (3.57). გარდა ამისა, 2020 წელთან შედარებით, საქართველოს მაჩვენებელი არცერთ კატეგორიაში არ გაუმჯობესებულა, თუმცა ყველაზე მეტად გაუარესდა პოლიტიკურ ჩართულობაში (-0.6).



უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2021 წლის დემოკრატიისინდექსის მიხედვით მოლდოვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერია. ასევე, ის დაწინაურდა ქვეყნების ჯგუფებშიც და „არასრულყოფილად დემოკრატიულ“ ქვეყნად კლასიფიცირდა. საქართველოს მსგავსად, უკრაინა და სომხეთი “ჰიბრიდული რეჟიმის” ქვეყნებს შორის არიან, ხოლო აზერბაიჯანი და ბელარუსი - “ავტორიტარული რეჟიმის” ქვეყნების ჯგუფში.



The Social Progress Imperative - სოციალური პროგრესის ინდექსი


The Social Progress Imperative-ის სოციალური პროგრესის ინდექსი 168 ქვეყანას სოციალური პროგრესისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიხედვით აფასებს. ინდექსი სამი ჯგუფისგან შედგება: ადამიანის ძირითადი მოთხოვნილებები, ადამიანის ძირითადი კეთილდღეობა და განვითარების შესაძლებლობა. 2021 წლის სოციალური პროგრესის ინდექსში საქართველომ 49-ე ადგილი დაიკავა და 2020 წლის მაჩვენებელი 7 პოზიციით გაიუმჯობესა. 2021 წელს, ინდექსის სამი კატეგორიიდან, საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი დაფიქსირდა ადამიანის ძირითად მოთხოვნილებებში (86.49 ქულა), ხოლო ყველაზე დაბალი - განვითარების შესაძლებლობაში (64.06). გარდა ამისა, 2020 წელთან შედარებით, საქართველოს ქულა ყველაზე მეტად გაუმჯობესდა ძირითად მოთხოვნილებებში (+0.7), ხოლო გაუარესება არცერთ კატეგორიაში არ შეინიშნებოდა. 2021 წლის სოციალური პროგრესის ინდექსის მიხედვით უკრაინა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერი იყო და 48-ე პოზიციას იკავებდა. რეგიონში ყველაზე ცუდი პოზიცია - 107-ე ადგილი აზერბაიჯანმა დაიკავა.


მშვიდობის ფონდი - არამდგრადი ქვეყნების ინდექსი


მშვიდობის ფონდის არამდგრადი ქვეყნების ინდექსი ყოველწლიურად 179 ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აანალიზებს. ინდექსი აფასებს სახელმწიფოს კოლაფსის რისკს სხვადასხვა გამოწვევების ფონზე, რომლებთანაც კონკრეტულ სახელმწიფოს უწევს გამკლავება. იგი ოთხი ინდიკატორისგან შედგება: შეკავშირებულობა6 , ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ინდიკატორები. 2021 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველომ 179 ქვეყნიდან 79-ე ადგილი დაიკავა და 2020 წლის პოზიცია შეინარჩუნა. 2021 წლის არამდგრადი ქვეყნების ინდექსის ოთხი ინდიკატორიდან საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი დაფიქსირდა შეკავშირებულობის ინდიკატორებში (22 ქულა), ხოლო ყველაზე დაბალი - ეკონომიკურ ინდიკატორებში (15.6). გარდა ამისა, 2020 წლის მონაცემებთან შედარებით, საქართველოს მაჩვენებელი ყველაზე მეტად გაუმჯობესდა სოციალურ ინდიკატორებში (+1.1 ქულა), ხოლო ყველაზე მეტად გაუარესდა შეკავშირებულობის ინდიკატორებში (-0.6 ქულა). 2021 წელს საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის მხოლოდ აზერბაიჯანს უსწრებდა და 79-ე ადგილს იკავებდა. რეგიონში ლიდერები იყვნენ მოლდოვა (103-ე) და ბელარუსი (98-ე), ხოლო უკრაინა და სომხეთი 91-ე ადგილს ინაწილებდნენ. აზერბაიჯანმა კი ბოლო, 71-ე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ 2009 წელს საქართველოს და 2014 წელს უკრაინის შემთხვევაში, ინდექსში მკვეთრი გაუარესება შეინიშნება. მაგალითად, საქართველომ ყველაზე არასახარბიელო ადგილი (33-ე) დაიკავა 2009 წელს, რუსეთთან ომის შემდეგ. ასევე, 2014 წელს, რუსეთთან ომის შემდეგ, უკრაინის პოზიცია საგრძნობლად გაუარესდა.


World Intellectual Property Organization - გლობალური ინოვაციის ინდექსი 


World Intellectual Property Organization-ის გლობალური ინოვაციის ინდექსი აფასებს ქვეყნების უნარსა და წარმატებას ინოვაციებში. ინდექსი შვიდი კატეგორიისგან შედგება: ინსტიტუტები, ადამიანური კაპიტალი და კვლევა, ინფრასტრუქტურა, ბაზრის განვითარება, ბიზნესის განვითარება, ცოდნა და ტექნოლოგიები, შემოქმედებითობა. 2021 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველომ 132 ქვეყნიდან 63-ე ადგილი დაიკავა და 2020 წლის პოზიცია შეინარჩუნა. 2021 წლის გლობალური ინოვაციის ინდექსის შვიდი კატეგორიიდან საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი დაფიქსირდა ინსტიტუციებში (76.2 ქულა), ხოლო ყველაზე დაბალი - ცოდნასა და ტექნოლოგიებში (18.1 ქულა). გარდა ამისა, 2020 წლის მონაცემებთან შედარებით, საქართველოს მაჩვენებელი ყველაზე მეტად გაუმჯობესდა ბიზნესისა და ბაზრის განვითარების კატეგორიებში (+2.1 ქულა), ხოლო ყველაზე მეტად გაუარესდა ინფრასტრუქტურაში (-1.1 ქულა).


2021 წელს უკრაინა აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებში ლიდერი იყო და 49-ე ადგილს იკავებდა. აზერბაიჯანი ტრადიციულად ბოლო ადგილზე გავიდა და მე-80 პოზიცია დაიკავა.

საბოლოო ჯამში, საქართველოს შედეგები 2021 წლის საერთაშორისო ინდექსებში სტაბილური იყო. 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, საქართველომ შეინარჩუნა თავისი პოზიცია ყველა განხილულ ინდექსში, გარდა სოციალური პროგრესის ინდექსისა, სადაც საქართველოს პოზიცია საგრძნობლად გაუმჯობესდა. თუმცა, აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ ზოგიერთი განხილული საერთაშორისო ინდექსის მიხედვით, საქართველო ნელ-ნელა კარგავს მზარდი ქვეყნის სტატუსს, რადგან 2021 წლის ზრდის ტემპი ჩამორჩება წინა წლების ზოგად ზრდის ტემპს. რაც შეეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან შედარებას, საქართველო ტრადიციულად ლიდერობს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, ამასთანავე იგი სოციალური პროგრესის ინდექსით - მეორე, ხოლო გლობალური ინოვაციის ინდექსით მესამე ადგილზეა რეგიონში. თუმცა, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების უმეტესობას ჩამორჩება დემოკრატიის ინდექსსა და არამდგრადი ქვეყნების ინდექსში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up