როგორია საქართველოში უმაღლესი განათლების ადმინისტრირების პროცედურა და რა არის ის ძირითადი გამოწვევები

როგორია საქართველოში უმაღლესი განათლების ადმინისტრირების პროცედურა და რა არის ის ძირითადი გამოწვევები

access_time2023-02-16 22:13:09

როგორია საქართველოში უმაღლესი განათლების ადმინისტრირების პროცედურა, როგორია საქართველოში უმაღლესი განათლების საქმიანობის დაწყების წინაპირობები და რა არის ის ძირითადი გამოწვევები, რომლებიც ამ სექტორში დგას. საკითხზე განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ლაშა მარგიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით 2022 წელს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე პროგრამული აკრედიტაციის გავლა სავალდებულო გახდა, შესაბამისად დღეს ყველა სახის და საფეხურის პროგრამამ აკრედიტაციის პროცესი უნდა გაიაროს, მისივე განმარტებით 2022 წლამდე ეს ასე არ იყო და აკრედიტაცია სავალდებულო იყო რეგულირებადი პროგრამებისთვის, ესენია სამართალი, მედიცინა , ვეტერინარია, პედაგოგიკა და სადოქტორო  საფეხურის  პროგრამები. 


„დღეიდან 2023 წლიდან 2022 წელს განხორციელებულ ცვლილებების საფუძველზე აკრედიტაცია სავალდებულო გახდა ყველა მიმართულების პროგრამისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ამ ცვლილების მიზანი საგანმანათლებლო პროგრამებზე ხარისხის გაუმჯობესება იყო. მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ასევე განხორციელდა და შევიდა კანონმდებლობაში ეხება აკრედიტაციას, დაინერგა კლასტერული აკრედიტაცია და შესაბამისად 2022-2028 წლებზე პროგრამები და მიმართულებები განისაზღვრა, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ კალენდარული წლის განმავლობაში შევაფასოთ  1-2 ან მაქსიმუმ 3 მიმართულების პროგრამები.  2022 წელი დაეთმო ჰუმანიტარული სფეროს პროგრამებს , 2023 წელს აკრედიტაცია უწევს ხელოვნების , ტურიზმის , უსაფრთხოების დარგის პროგრამებს და2024  წელი განკუთვნილია  ბიზნესის  ადმინისტრირების  პროგრამებისთვის, ეს  გვაძლევს  საშუალებას  რომ წლის  განმავლობაში ამ მიმართულებით  რა პროგრამებიც ხორციელდება საქართველოში ავტორიზებულ  უმაღლეს  სასწავლებლებში ყველა  პროგრამა  შეფასდეს, - აღნიშნა ლაშა მარგიშვილმა.

 

მარგიშვილის განმარტებით კლასტერულ აკრედიტაციაზე გადასვლის მიზნით ცენტრმა მუშაობა 2020  წლიდან დაიწყო, 2020  წელს შემუშავდა სტანდარტების პროცედურების პროექტი, უმაღლეს დაწესებულებებთან ორივე მათგანი დეტალურად იქნა განხილული,  ჩატარდა სტანდარტების პროექტის პილოტირება და სამ დაწესებულებაში ცხრა პროგრამა შეფასდა, და საბოლო სახე პროექტმა 2022 წლის ბოლოს მიიღო.

 

„დაწესებულებებთან ჩატარდა არაერთი  სამუშაო შეხვედრა,  ტრენინგი, 2023  წლის  დასაწყისში საერთაშორისო იყო ამ თემებთან დავშვრებით, ამიტომ ყველა უმაღლეს დაწესებულებას ჰქონდა სრული ინფორმაცია იმ პროცესებზე თუ რა პროცესებიც  მიმდინარეობდა. ამასთან ვგეგმავთ რომ შევიმუშაოთ დამატებით ხარისხის ინდიკატორები  სადოქტორო  საფეხურის  პროგრამებისთვის.  გეგმაში გვაქვს 2023 წელს ამ მიმართულებით  მუშაობა დასრულდეს და  შემდეგ  უკვე დაწესებულებებს  მიეცეთ გონივრული ვადა, რომ თავიანთი სადოქტორო საფეხურის პროგრამები ახალ  მოთოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანონ.

 

 

აკრედიტაციის სტანდარტები და პროცედურები დამტკიცებულია განათლებისა და  მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, ეს 2011 წლის ბრძანებაა  სადაც საკმაოდ მკაფიოდ  არის  გაწერილი  ის მოთხოვნები დ ა პროცედურა რომლის  შესაბამისადაც ხორციელდება პროგრამების აკრედიტაცია. პროცესში  ფასდება  დამოუკიდებელი  ექსპერტების  მიერ  პროგრამის  შედეგები , პროგრამის  შინაარსი  მიზნები, რამდენად  აქვს  უნივერსიტეტს  მატერიალური და ადამიანური  რესურსები  საკმარისი  იმისთვის, რომ პროგრამა  ხარისხიანად  განახორციელოს, სტუდენტის მხარდამჭერი მექანიზმი  რა აქვს  დაწესებულებას, რომელიც  სტუდენტებს საშუალებას  მისცემს, რომ საერთაშორისო პროექტებში  ჩაერთონ  პროგრამის  ნაწილში.


პროგრამის შემუშავების დროს  ვინ  არიან პროცესში  ჩართულები,  ჩართული უნდა იყოს,  სტუდენტი, დამსაქმებელი, კურსდამთავრებული,  დამსაქმებლებთან დაწესებულებას  უნდა ჰქონდეს აქტიური და  ეფექტური კომუნიკაცია პროგრამების  განვითარების  მიზნით.ეს ყველა მოთხოვნა ჩადებულია აკრედიტაციის პროცესში.“, -  აღნიშნა ლაშა მარგიშვილმა.


 

მარგიშვილის  თქმით იმ  შემთხვევაში  თუ შესაბამისობა არ  დადასტურდა , ექსპერტებიც და  აკრედიტაციის  საბჭოში , რომელიც  ირებს  საბოლოო  გადაწყვეტილებას,  პროგრამას  მიენიჭოს  თუ  არ  მიენიჭოს აკრედიტაცია , პროგრამას  აფასებს  4 დონიანი შკალის მიხედვით. მისივე  თქმით იმ შემთხვევაში თუ ის  ვერ  აკმაყოფილებს  მინიმალურ  მოთხოვნებს უარი ენიჭება აკრედიტაციაზე თუ  აქტიურია  და მასზე  მონიტორინგი  ხორციელდება  გაუუქმდება  აკრედიტაცია.


„ამ  შემთხვევაში  განათლებისა და  მეცნიერების  სამინისტრო  თავის მმართველობის სფეროში  შემავალ საჯარო სამართლის  იურიდიულ პირებთან ერთად სტუდენტებისთვის  კოორდინაციას უწევს  რიგგარეშე მობილობის  პროცესის და  სტუდენტებს აქვთ  საშუალება  რომ  გადავიდნენ  სხვა  აკრედიტებულ  პროგრამებზე,“-  აღნიშნა ლაშა მარგიშვილმა. 

 

კითხვაზე თუ რა სტანდარტები შეიცვალა და რა არის დღეს დადგენილი ცვლილებები ლაშა მარგიშვილი პასუოხბს, რომ კალსტრეულ აკრედიტაციაზე  გადასვლის  დროს  ცენტრის მიზანი არ ყოფილა აკრედიტაციის  სტანდარტების ძირეულად შეცვლა და აკრედიტაციას მასშტაბური ცვლილებები არ გამოუწვევია.

 

 

„უფრო მეტად დაიხვეწა სადოქტორო პროგრამების შეფასება,  სამაგისტრო  პროგრამების  შეფასების კრიტერიუმები, დაემატა ის, რომ კომისიური წესით უნდა მოხდეს დოქტორანტების  ჩარიცხვა პროგრამაზე , კომისიური წესით  უნდა უზრუნველყოფდეს  დაინტერესებული მხარეების  ფართო  ჩართულობას .  ასევე  დაცვის  კომპონენტში დაიხვეწა  და განვითარდა  დისერტაციის სამაგისტრო ნაშრომების დაცვის პროცედურები, ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით ჩაიწერა  მნიშვნელოვანი მოთხოვნა,  იმასთან  დაკავშირებით რომ, პანდემიიდან გამომდინარე  უმაღლეს  დაწესებულებებს სტანდარტით ეთხოვათ და  სტანდარტმა დაუდგინა  მათ  რომ შეიმუშაონ  დისტანციურად ონლაინ განხორციელებული სასწავლო პროცესის ხარისხის  უზრუნველყოფის შეფასების ინდიკატორები და კრიტერიუმები.

 

კლასტერული აკრედიტაცია საშუალებას აძლევს დაწესებულებას, რომ დააჯგუფოს  პროგრამები შინაარსობრივად და ერთი განაცხადი შემოიტანოს ცენტრში.



ეს საშუალებას აძლევს  უნივერსიტეტს, რომ ერთის მხრივ რომ კიდევ უფრო კარგად  დაინახოს  რა კავშირები და რა განსხვავებია  ერთი მიმართულების პროგრამებს  შორის და მაგალითად  საბაკალავროს  სამაგისტრო  სადოქტორო პროგრამებს  შორის, რა  მათ შორის  განსხვავება  როგორ  ვითარდება პროგრამები და მეორეს  მხრივ  ექსპერტებსაც აძლევს  იმის საშუალებას  რომ  უფრო მეტად  მკაფიო  და  ნათლად დაინახოს  კავშირი  პროგრამებს  შორის“, - აღნიშნა აღნიშნა ლაშა მარგიშვილმა..

 

 

 

 

 თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up