როგორია სასტუმროების ფასების დინამიკა საქართველოში

როგორია სასტუმროების ფასების დინამიკა საქართველოში

access_time2022-08-17 13:00:44

ბოლო თვეების განმავლობაში სასტუმროს ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც განპირობებულია ისეთი ფაქტორების ერთობლიობით, როგორიცაა საერთაშორისო ტურიზმის ნაწილობრივი აღდგენა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსი, ბელარუსი და უკრაინელი მოგზაურების მასობრივი შემოსვლა, შიდა ვიზიტორების მიერ საქართველოს ტურისტულ ადგილებზე გაზრდილი მოთხოვნა, სასტუმროს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი საქონლის ფასების ზრდა და საბაზო ეფექტი 2022 წლის თებერვალსა და მარტში. - ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის ტურიზმის ყოველთვიურ მიმოხილვაშია ნათქვამი.


2022 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში სასტუმროს ფასების ინდექსი ყველაზე მაღალი თებერვალში იყო და მან 17,7% შეადგინა, შემდეგ მას 14,9% - ით მოჰყვებოდა მარტი და 13%-ით ივლისი.

 

3,4,5 ვარსკვლავიან სასტუმროებთან შედარებით სასტუმროს ფასების ინდექსი ზოგადად უფრო მაღალი საოჯახო სასტუმროებისთვის იყო.

პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით სასტუმროს ფასების ინდექსი უარყოფითი  იყო იანვარში, ხოლო შემდეგ თებერვლიდან ივლისამდე დადებით მაჩვენებელზე ნარჩუნდებოდა.

 

ფასების ცვლილების მასშტაბი პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით ყველაზე მაღალი იყო ივლისში, რამაც 20,5% შეადგინა, მას 10,3%-ით მოსდევდა ივნისი და 10,1%-ით მაისი.

 

გასული წლის განმავლობაში სასტუმროების საშუალო ფასები სტაბილურად იზრდებოდა  ყველა ტიპის სასტუმროსთვის, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საშუალო ფასების ზრდა ყველაზე მაღალი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროებისთვის აღმოჩნდა.

 

საოჯახო სასტუმროებისთვის 25,4% , 4 ვარსკვლავიანი სასტუმროებისთვის 11,8% და 3 ვარსკვლავიანი სასტუმროსთვის 10,5% საშუალო თვიური ფასების  ზრდა 2022 წლის ივლისში ყველაზე  მაღალი იყო.  ხოლო რაც  შეეხება  5 ვარსკვლავიანი სასტუმროებს მათთვის  ყველაზე მაღალი 2022 წლის მაისში საშუალო თვიური ფასების ზრდა 11.2% აღმოჩნდა.




ძირითადი ინდიკატორები, რომელიც სასტუმროს ფასების ცვლილებებზე დასაკვირვებლად გამოიყენება, არის სამომხმარებლო ფასების ინდექსის ცვლილება რესტორნებისა და სასტუმროებისთვის და მწარმოებელთა ფასების ინდექსის ცვლილება განთავსების საშუალებებისა და საკვების მიწოდების მომსახურებებისთვის.

 

აღნიშნული ინდიკატორების დინამიკა ემთხვევა სასტუმროს ფასების ინდექსის დაკვირვებებს

 

სამომხმარებლო ფასების ინდექსმა რესტორნებსა და სასტუმროებისთვის მაქსიმუმს, 14.3% - ს  2022 წლის ივლისში მიაღწია. ამავდროულად, სასტუმროს ფასების ინდექსი 2022 წლის ივლისში 13%-ს შეადგენდა.

 

მწარმოებელთა პერსპექტივიდან, მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით მომსახურებაზე გასული წლის განმავლობაში ცვალებადობით გამოირჩეოდა. თუმცა, 2022 წლის თებერვლიდან მწარმოებელთა ფასების ინდექსი მნიშვნელოვნად იზრდებოდა და მაქსიმუმს 2022 წლის ივნისში მიაღწია.

 

მეორე მხრივ, მწარმოებელთა ფასების ინდექსი  საკვების მიწოდებით მომსახურებისთვის შედარებით სტაბილური იყო. 2021 წლის ბოლოს  სამომხმარებლო ფასების ინდექსის მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა, ხოლო 2022 წლის განმავლობაში შედარებით სტაბილურად იზრდება.

 

საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2022 წლის ივლისში, 2022 წლის ივნისთან შედარებით, 13.3%- ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 12.7%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 15.9%-ით გაიზარდა.

 

 თვიური ინდექსი ყველაზე მაღალი სამცხე-ჯავახეთსა 30.1% - ით  და აჭარაში 22% აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი კახეთში 1.6% შეადგინა.

 

2022 წლის ივლისში, 2021 წლის ივლისთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 13%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 12.2%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 20.2%-ით გაიზარდა.

 

წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო რაჭაში 24.2% და სამცხე-ჯავახეთში 20.5%, ყველაზე ნაკლები კი შიდა ქართლში  1.6%.

 

2022 წლის ივლისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა  173 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 276 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების8 საშუალო ფასმა ივლისში 118 ლარი შეადგინა.

 

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა ივლისში 563 ლარი შეადგინა. გურიაში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 1001 ლარი შეადგინა, თბილისში - 619, აჭარაში - 612, ხოლო კახეთში - 522 ლარი.

 

 








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up