როგორია სიკვდილიანობის სტატისტიკა ვაქცინირებულ ქვეყნებში

როგორია სიკვდილიანობის სტატისტიკა ვაქცინირებულ ქვეყნებში

access_time2021-12-18 12:30:12

თითქმის ორი წლის განმავლობაში მიმდინარე კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ყველასათვის ცნობილი გახდა, რომ არ არსებობს ვაქცინა, რომელიც 100%-ით იცავს. ვიცით, რომ შესაძლებელია დაინფიცირდეს როგორც ვაქცინირებული, ასევე არავაქცინირებული ადამიანი. „თუ მაინც შეიძლება დამემართოს, რისთვის უნდა ავიცრა?“ – ეს ანტივაქსერთა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია, რომლის საფუძველზეც უარს აცხადებენ ვაქცინაციაზე და ყურადღებას არ აქცევენ სამ მნიშვნელოვან ფაქტორს:

  • ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს ინფიცირების რისკს
  • ვაქცინირებული ადამიანები არიან ნაკლებად გადამდები
  • ვაქცინაცია მაღალი პროცენტით იცავს ვირუსის რთული ფორმებისა და, რაც მთავარია, გარდაცვალებისგან

12 დეკემბრის მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების 270 403 630 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან 5 321 578 ფატალურად დამთავრდა. საქართველოში ამ დრომდე 889 286 ინფიცირების შემთხვევა დასტურდება, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 12 731-ს უდრის. ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე გაანგარიშებით, გარდაცვალების რაოდენობით საქართველო მსოფლიოში მე-8 ადგილს იკავებს, რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია. საქართველოზე უარესი ვითარებაა პერუში, ბულგარეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, უნგრეთში, მონტენეგროში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და ჩეხეთში. ყოველ 100 000 მოსახლეზე გაანგარიშებით კი, ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, საქართველო მესამე ადგილს იკავებს, უნგრეთისა და ლიხტენშტაინის შემდეგ. 

მიმდინარე წლის მარტში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე იმედს გამოთქვამდა, რომ წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 65% აიცრებოდა, თუმცა, ქვეყანა დასახული მიზნისგან ძალიან შორს არის. ამ დროისათვის,  საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 36.6%.

New York Times-ის მონაცემებით, საქართველოში დღეში საშუალოდ 55.3 ადამიანი იღუპება, რაც ყოველ 100 000 მოსახლეზე 1.49 ადამიანს უდრის. შედარებისთვის, ესპანეთში, სადაც მოსახლეობის 80%-ია ვაქცინირებული, გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი 31.7-ია, ყოველ 100 000 მოსახლეზე კი – 0.007-ს. მეტი სიცხადისთვის, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ესპანეთის მოსახლეობა 47.35 მილიონია, ხოლო საქართველოსი კი – 3.7 მილიონი.

ამავე წყაროზე დაყრდნობით, კანადაში, სადაც მოსახლეობის 78%-ია ვაქცინირებული, დღიური სიკვდილიანობის მაჩვენებელი 20.4-ია, ხოლო ყოველ 100 000 მოსახლეზე – 0.05. გასათვალისწინებელია, რომ ქვეყნის მოსახლეობა 38 მილიონია.


რაც შეეხება აზიის ქვეყნების სტატისტიკას, მაგალითისთვის, მოსახლეობის 78%-ის ვაქცინაციის ფონზე, იაპონიაში გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი 1.3-ია, ხოლო ყოველ 100 000 მოსახლეზე – 0.01-ზე ნაკლები. იაპონიის ამჟამინდელი მოსახლეობა 125.8 მილიონია.

საინტერესოა, როგორი მდგომარეობა იქნებოდა ახლა საქართველოში, თუ ქვეყანა დასახულ მიზანს მიაღწევდა და მოზრდილი მოსახლეობის 65%-ს წლის ბოლომდე აცრიდა. ამის განხილვა შესაძლებელია აღმოსავლეთ ევროპის ორი ქვეყნის – ლიეტუვასა და ლატვიის მაგალითებზე, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი 65 და 64%-ია. ლიეტუვაში, სადაც 2.795 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ყოველდღიური გარდაცვალების მაჩვენებელი 18.1-ია, ხოლო ყოველ 100 000 მოსახლეზე – 0.65. მსგავსი სტატისტიკაა ლატვიაშიც, სადაც 1.902 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ყოველდღიური გარდაცვალების მაჩვენებელი 15.4-ია, ხოლო ყოველ 100 00 მოსახლეზე 0.81-ს უტოლდება. 


წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up