როგორია სილამაზის სალონების პოსტ-პანდემიური დგომარეობა

როგორია სილამაზის სალონების პოსტ-პანდემიური დგომარეობა

access_time2022-06-12 16:00:46

რუსეთ-უკრაინის ომმა სალონური პროდუქციის თვითღირებლება მნიშვნელოვნად გაზარდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ესთეტიკის სფერო ფასებს სოციალური ფონიდან გამომდინარე ვერ ზრდის - ამის შესახებ  სალონების ფედერაციის ხელმძღვანელმა თამარ შარაძენიძემ განაცხადა.

„ჩვენი ბიზნესის ახლანდელ პრობლემა, გაძვირებული ფასებია. ეს არის ახლა მთავარი გამოწვევა. სხვადასხვა ბრენდების შემთხვევაში საერთოდ სხვადასხვაა გაძვირების მასშტაბი. ზოგიერთი ბრენდის დისტრიბუცია საერთოდ მიბმული იყო უკრაინაზე, ზოგი რუსეთზე და აქედან შემოტანა შეიზღუდა და გაძვირდა ბაზარი. სხვა ქვეყნებიდან ლოგისტიკის ფასი კი, მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის მიუხედავად, მომსახურების გაძვირება გვიჭირს სოციალური ფონიდან გამომდინარე. ჭამა და კომუნალური თუ სალონური მომსახურება - სამწუხაროდ ეს არჩევანი დგას და ხალხს არ არის გასაკვირი, რომ პირველი არჩევანის გაკეთება უწევს. ამ მხრივ ბიზნეს აქვს პრობლემები, ჩვენს დასაქმებულებსაც გაუძვირდათ ცხოვრება, მაგრამ მათთვის ხელფასის პროპორციული ზრდა ვერ ხდება, რადგან მომსახურების ფასს ვერ ვზრდით

პანდემიამდელ ნიშნულს სექტორი დაახლოებით 80%-ით მიუახლოვდა და ეს ახლა იმედის მომცემია“, - განაცხადა სალონების ფედერაციის ხელმძღვანელმა.

შარაშენიძე ამბობს, რომ სალონების კიდევ ერთი გამოწვევა დერეგულირებული ბინაზე მომსახურებაა.


„ჩვენ ვგეგმავთ მუშაობა გავააქტიუროთ შესაბამის ორგანოებთან, რომ რაღაც დონეზე დარეგულირდეს ბინებზე მომსახურება. მოგეხსენებათ, ადამიანები, რომლებიც პანდემიის დროს დაკეტილი სალონების გამო ბინაზე ემსახურებოდნენ კლიენტებს, აღარ დაბრუნდნენ სამუშაო ადგილებზე. მოგვმართა ძალიან ბევრმა ნეილ (მანიკურის და პედიკურის) სალონმა, რომ მათ მუშაობას აზრი აღარ აქვს, რადგან მათ შეეხოთ განსაკუთრებით, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ესთეტიკის მიმართულებასაც შეეხო ეს. ბინებზე ხდება ინექციების გაკეთება ძალიან ხშირად, რაც ნამდვილად დაუშვებელია, ჰიგიენური კუთხით. უნდა ხდებოდეს სტერილიზაციის კონტროლი, რაც ბინების დონეზე შეუძლებელია. ახლა, ჩვენ ვმუშაობთ სამინისტროებთან რეგულაციების პაკეტზე და ამაზე ძალიან დიდი ამბავია. ვინ უნდა აკეთოს ინექცია და ვის რა დონეზე შეუძლია სერვისი მიწოდება, რთულად განსასაზღვრი და დასაგეგმია“, - ამბობს შარაშენიძე.

წყარო: ,,ბიზნესპრესნიუსი“





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up