როგორია ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ბიზნესსა და სამართალში

როგორია ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ბიზნესსა და სამართალში

access_time2022-11-06 12:00:06

როგორია ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სამართალში, რას გულისხმობს Blockchain და Smart-კონტრაქტები და რა მდგომარეობაა საქართველოში ამ მიმართულებით; არის თუ არა დღეს მათი ბიზნესში გამოყენების შესაძლებლობა და რამდენად პერსპექტიული და პრაქტიკულია. ამ და სხვა თემებზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად“ BTU-ს კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა და დოქტორმა, პროფესორმა ზვიად გაბისონიამ ისაუბრა.


მისი თქმით, ისევე როგორც ბიზნეს სამართალი არ არის სამართლის ცალკე დარგი და ის დარგების კომბინაციაა, ასევეა ტექნოლოგიების სამართალი და ისეთი სამართლის დარგებისგან შედგება, როგორიცაა ღერძულა სამართალი, სოციალური ქსელების სამართალი, ელექტრონული კომერციის სამართალი, Blockchain-ის სამართალი, ხელოვნური ინტელექტის სამართალი და ინტერნეტ სამართალი.

 

„ერთმანეთისგან  უნდა გავმიჯნოთ ორი ტერმინი. ერთი - Blockchain, როგორც ტექნოლოგია, მეორე  ე.წ. სმარტ-კონტრაქტები, როგორც ბლოკჩეინზე  დამყარებული გარკვეული ტიპის ისეთი ალგორითმები, რომელიც სამომავლოდ შეიძლება გარიგების ალტერნატივად იქცეს. აქვე შეგვიძლია განვიხილოთ ე.წ. კრიპტოვალუტები, რომლებიც Blockchain ტექნოლოგიას იყენებს. 

 

დღეს ინტერნეტ-ქსელის მოწყობის პრინციპი სერვერულია. შესაბამისად, თქვენ აგზავნით მეილს ვებ-გვერდზე ან პლატფორმაზე და ერთი „კლიკით“ დებთ გარიგებას, მაგრამ ამ პერიოდში ქსელი უამრავ ოპერაციას ასრულებს. მაგალითად, პროდუქტის გამოწერის, გადაზიდვის, გაყიდვის, ყიდვის დროს ათასი სხვა გარიგება იდება. ეს ყველაფერი კონკრეტულ სერვერებზეა მიბმული, რომლებზეც კიბერთავდასხმის განხორციელებაა შესაძლებელი“, აღნიშნა ზვიად გაბისონიამ.

 

აღსანიშნავია, რომ დღეს საჯარო რეესტრი თავის ინფორმაციას Blockchain-ში ინახავს. კითხვაზე რამდენად არის დაცული ეს ინფორმაცია და არსებობს თუ არა რაიმე ზღვარი, რის შემდეგაც ამ ინფორმაციას Blockchain-ი ვეღარ დაიტევს გაბისონია პასუხობს, რომ საქართველოში არის ერთიანი სისტემა, რომელსაც ციფრული მმართველობის სააგენტოს ხელმძღვანელობით იუსტიციის სამინისტროს სისტემა მართავს.

 

„იქ ინფორმაციის შეტანისას ვაკეთებთ გარკვეული ტიპის განაცხადებს, რომელიც სკანირდება, აიტვირთება, შემდეგ ანალიტიკოსები ამუშავებენ და იქმნება სამეწარმეო რეესტრისა და საჯარო რეესტრის ამონაწერები, სამოქალაქო  რეესტრიდან ცნობები და ა.შ. მის უკან მხოლოდ კონკრეტული სერვერი დგას და ინფორმაციის სახით ეს სერვერი არის მოცულობითი. შესაბამისად, ინფორმაციის დატევის საფრთხე იმდენად არ არის, რამდენადაც კიბერშეტევის საფრთხე არსებობს.

 

მაგალითად, ისტორიაში ცნობილია შემთხვევები, როდესაც ეთიოპიაში და რამდენიმე დიქტატორულ ქვეყანაში მოვიდა ხელისუფლება და საჯარო რეესტრის მონაცემები წაშალა და შემდეგ მოსთხოვა მოქალაქეებს, რომ საკუთრება დაესაბუთებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდოდა.


 

რაც ეხება Blockchain-ს, დღეს საჯარო რეესტრის ამონაწერს pdf ფაილით ვხედავთ. თუმცა, ეს დოკუმენტი ელექტრონულია და მის უკან სტანდარტული ელექტრონული დოკუმენტის პლატფორმა დგას, რომელიც გაურკვეველი ალგორითმებისგან შედგება,“ აღნიშნა ზვიად გაბისონიამ.

 

გაბისონიამ Blockchain ტექნოლოგიების ხელშეკრულებაში გამოყენებაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ამის საუკეთესო მაგალითი სმარტ-კონტრაქტია. რაც გულისხმობს, მაგალითად, ისეთ კონტრაქტებს, რომელიც სტანდარტული გარიგების ფორმას სცდება და ე.წ. ელექტრონულ ბაზაში გადადის. 

 

რას იზამს სმარტ-კონტრაქტი, თუ  ყველაფერი დამყარებულია ე.წ. სამომხმარებლო შეთანხმებებზე. როდესაც თქვენ Amazon-ზე ან სოციალურ ქსელში რეგისტრირდებით, პლატფორმის მიერ შემოთავაზებულ სახელშეკრულებო პირობებს უერთდებით. გარკვეული ინფორმაციის გაცვლის შემთხვევაში გარკვეული ტიპის შესყიდვების გაკეთება იწყება. სმარტ-კონტრაქტის იდეაა, რომ სტანდარტული ელექტრონული ხელშეკრულებები, Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებით ალგორითმმა ჩაანაცვლოს, რომელსაც ექნება გარიგების შინაარსი, მაგრამ გაცილებით დაცული იქნება.

 

„როდესაც საბანკო კრედიტის ხელშეკრულება იდება, რამდენიმე ხელშეკრულებაა საჭირო. სიცოცხლის დაზღვევა, იპოთეკა, თავდებობა, სესხის  უძრავი ქონებით დაზღვევა და სხვა, რომლებიც თითქოს საერთო ჯაჭვშია, მაგრამ მათ შორის პირდაპირი წვდომა და კავშირი არ არსებობს. რას იზამს სმარტ-კონტრაქტი? სმარტ-კონტრაქტი მეორე საფეხურზე არ გაუშვებს ვალდებულებას მანამ, სანამ პირველი საფეხური არ იქნება  შესრულებული. შესაბამისად, მას თვითაღსრულების მექანიზმი ექნება.

 

სმარტ-კონტრაქტის იდეაა, რომ არბიტრაჟი, სასამართლო დავა, მედიაცია და ა.შ ინსტიტუტები, ზოგიერთი დავის შემთხვევაში, აღარ გახდეს საჭირო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მართლმსაჯულება საჭირო აღარ იქნება. თვითაღსრულების ნაწილი გულისხმობს იმას, რომ ვალდებულების საფეხურზე არ გადავა, სანამ პირველი ეტაპის ვალდებულება არ იქნება შესრულებული,“ აღნიშნა ზვიად გაბისონიამ.


გაბისონია აცხადებს, რომ საქართველოში დღეისათვის 5-6 კომპანია არსებობს, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს ბიზნესში  იყენებს, მათ შორის ერთი კომპანია სილიკონ ველზეც არის გადასული.


„მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სასამართლოში მცირე ფინანსურ დავებთან მიმართებაში შესაძლებელია ისეთ შემთხვევებში, როდესაც დავა სტანდარტულ კონტრაქტებამდეა დასული, მაგალითად პირგასამტეხლოს შემცირება შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა გადაწყვიტოს, აქ ვგულისხმობ ისეთ დავებს, რომელიც მართლმსაჯულებას ფორმალურად იყენებს.

 

მაგალითად, ამერიკაში განქორწინების შემთხვევაში, ქონების გადანაწილების დავებს ალგორითმი იხილავს. ის გაცილებით უფრო სწრაფია, ვიდრე ადამიანი და წიგნების შინაარსის შემოწმებაც კი შეუძლია. მაგალითად, თუ ერთ მეუღლეს კონკრეტული ლიტერატურა აინტერესებს და მეორეს   მეორე, ალგორითმს, ქონების განაწილების დროს, ამ წიგნების განაწილებაც შეუძლია.

 

დღეს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ტექნოლოგიების ნაწილში აშშ და ჩინეთია ლიდერი იმიტომ, რომ მათ აქვთ საშუალება, რომ უზარმაზარი  ინფორმაცია გააანალიზონ. ამ ნაწილში ევროპა გაცილებით ნაკლებადაა განვითარებული, მათი ერთმანეთთან შედარება არარელევანტურია“,  აღნიშნა ზვიად გაბისონიამ.

  

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up