როლდუგინი, მორდაშოვი, ზახაროვა - სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების ახალ სიას რუსეთის ხელისუფლებისა და ელიტის წარმომადგენლები დაამატა

როლდუგინი, მორდაშოვი, ზახაროვა - სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების ახალ სიას რუსეთის ხელისუფლებისა და ელიტის წარმომადგენლები დაამატა

access_time2022-06-03 12:30:00

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გუშინ გამოცხადებული ახალი სანქციების სიას რუსი ვიოლონჩელისტი და დირიჟორი, სერგეი როლდუგინი დაამტა, რომელიც პუტინთან კავშირების გამო ევროკავშირის სანქციებს უკვე ექვემდებარებოდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.



ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით, როლდუგინი „სისტემის ნაწილია, რომელიც პრეზიდენტ პუტინის ოფშორულ სიმდიდრეს მართავს." ხაზინის მიერ გამოცემული ბრძანებით, აშშ-ში სერგეი როლდუგინის აქტივები გაიყინა, ხოლო ამერიკელებს ამ აქტივებთან კავშირი აეკრძალათ.



2016 წელს პუტინმა როლდუგინი მას შემდეგ დაიცვა, რაც მისი სახელი გამოჟონილ „პანამის დოკუმენტებში" ამოტივტივდა. პუტინი მაშინ უარყოფდა ოფშორული კომპანიების კორუფციულ საქმიანობაში მისი მეგობრის რაიმე სახით მონაწილეობას.



სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები, ასევე, ხუთ რუს ოლიგარქსა და ქვეყნის ელიტის წარმომადგენლებს დაუწესა. მათ შორის არის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, ალექსეი მორდაშოვი. შავ სიაში შევიდა მორდაშოვი, მისი ოჯახის წევრები და მისი კომპანიები, მათ შორის ფოლადის უმსხვილესი მწარმოებელი, Severstal და ოქროს მომპოვებელი საწარმო, Nord Gold.




სანქციები დაუწესდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერ მარია ზახაროვასაც.



თეთრი სახლის საინფორმაციო ბარათში ნათქვამია, რომ ვაჭრობის დეპარტამენტმა სანქცირებული ორგანიზაციების სიას რუსეთისა და ბელარუსის 71 იურიდიული პირი დაამატა, რომ რუს სამხედროებს ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდოთ. სიაში მოხვედრილი კომპანიები ფართოდ შეიზღუდებიან რუსეთისთვის ამერიკული და იმ უცხოური საქონლის, ტექნოლოგიისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდებაში, რომლებიც ამერიკული აღჭურვილობით არის დამზადებული.



„აშშ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს და პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთის აგრესიაში მონაწილე პირების პასუხისგებას ხელს შეუწობს,“ - აცხადებს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი.



bpn.ge



თეგები:
სანქციები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up