Rolls-Royce-ის ელექტროთვითმფრინავმა ერთდროულად რამდენმე მსოფლიო რეკორდი დაამყარა

Rolls-Royce-ის ელექტროთვითმფრინავმა ერთდროულად რამდენმე მსოფლიო რეკორდი დაამყარა

access_time2021-11-23 16:30:00

Rolls-Royce-ს სჯერა, რომ მისი თვითმფრინავი, Spirit of Innovation შესაძლოა, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ელექტროთვითმფრინავი იყოს. კომპანიის განცხადებას BBC ავრცელებს.


ფირმა, რომლის საჰაერო კოსმოსური შტაბი დერბიში მდებარეობს, აცხადებს, რომ ექსპერიმენტულ პოლიგონზე, სატესტო გაშვების დროს თვითმფრინავმა მაქსიმალურ სიჩქარეს, 387,4 მილი/სთ-ს (623 კმ/სთ-ს) მიაღწია და სამ სხვადასხვა მანძილზე ახალი მსოფლიო რეკორდები დაამყარა. მონაცემები გადასამოწმებლად საჰაერო სპორტის მსოფლიო ფედერაციას (World Air Sports Federation) გადაეგზავნა.


საცდელი ფრენები უილტშირის ამსბერიში განხორციელდა, ხოლო მაქსიმალურ სიჩქარეს გამომცდელმა პილოტმა და ფრენის ოპერაციების დირექტორმა, ფილ ო'დელმა მიაღწია.


"ეს არის ჩემი კარიერის მთავარი წერტილი და წარმოუდგენელი მიღწევა მთელი გუნდისთვის," - განაცხადა ფილ ო'დელმა.



Rolls-Royce-ის მონაცემებით, Spirit of Innovation 132 მილი/სთ-ით (213,04 კმ/სთ-ით) უფრო სწრაფი იყო, ვიდრე კომპანია Siemens eAircraft-ის თვითმფრინავის, Extra 330 LE Aerobatic-ის მიერ 2017 წელს დამყარებული რეკორდი.


თვითმფრინავმა, ასევე, სიმაღლეზე აფრენის ყველაზე სწრაფი დრო, 9842,52 ფუტზე (3000 მ-ზე) არსებულ 202 წამთან შედარებით, 60 წამი დააფიქსირა. თვითმფრინავი 400 კვტ ელექტროძრავას იყენებს, რაც 535 ცხენის ძალის მქონე სუპერმანქანის ძრავის ექვივალენტია.


Roll-Royce, ასევე, აცხადებს, რომ მას ყველაზე მძლავრი აკუმულატორული ბატარეა აქვს, რაც აერონავტიკაში ოდესმე აუწყვიათ. მას 7500 ტელეფონის დასატენად საკმარისი სიმძლავრე აქვს.


Rolls-Royce იმედოვნებს, რომ ავიაციის საერთაშორისო ფედერაცია (Fédération Aéronautique Internationale-FAI) შედეგებს ახალ მსოფლიო რეკორდებად უახლოეს მომავალში აღიარებს.


bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up