Rolls-Royce მთვარის შესასწავლად ბირთვულ რეაქტორს აშენებს

Rolls-Royce მთვარის შესასწავლად ბირთვულ რეაქტორს აშენებს

access_time2023-03-22 21:30:03

ძვირადღირებული მანქანების მწარმოებელმა Rolls-Royce-მა ბრიტანეთის მთავრობისგან, მთვარეზე მომავალი ასტრონავტების ბაზისთვის, ბირთვული რეაქტორის აშენების თანხმობა მიიღო. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის კოსმოსური სააგენტოს პრესრელიზშია ნათქვამი.

 

Rolls-Royce-ის მეცნიერები და ინჟინრები ე.წ. მიკრორეაქტორის აგების შესაძლებლობას იკვლევენ, რომელსაც მთვარეზე გაუშვებენ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ასტრონავტები მას დამოუკიდებლად დაამონტაჟებენ და გაუშვებენ. ამის წყალობით ისინი შეძლებენ ელექტროენერგია მიაწოდონ ბაზას, რომელიც მთვარეზე აშენდება. მიკრორეაქტორის არსებობა მომავალ ასტრონავტებს საშუალებას მისცემს, რომ იოლად დაუკავშირდნენ ერთმანეთს და შეინარჩუნონ კავშირი როვერებთან და სხვა აღჭურვილობასთან.

 

ეს ტექნოლოგია ასევე გამოყენებული იქნება კომერციულ და თავდაცვის ინდუსტრიაში და დააკმაყოფილებს სუფთა და უსაფრთხო ენერგიის საჭიროებას. მისი დახმარებით ინჟინრები ელიან ელექტროენერგიის გამომუშავების პროცესში ნახშირბადის გამოყოფის რაოდენობის შემცირებას.


 

ავტომწარმოებელი მიიღებს დამატებით დაფინანსებას კოსმოსური სააგენტოსგან, დაახლოებით 3,5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. გაერთიანებული სამეფოს მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ვარაუდით, ეს პროექტი მომავალში შეიძლება გახდეს ერთგვარი პასუხი NASA-ს არტემისის მომავალ მისიებზე. აქედან მესამე მიზნად ისახავს ადამიანის მთვარეზე დაბრუნებას.

 

საინტერესოა, რომ ერთ კვირაში Rolls-Royce მეორედ ჩაერთო ბირთვული რეაქტორის მშენებლობაში. მანამდე ავტომწარმოებელი ფიგურირებდა სამმხრივ შეთანხმებაში დიდ ბრიტანეთს, აშშ-სა და ავსტრალიას შორის. მედიის ცნობით, ის შეიმუშავებს რეაქტორებს წყალქვეშა ნავებისთვის, რომლებსაც ახლა საერთაშორისო კონსორციუმი აწარმოებს.


თეგები:
Rolls-Royce



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up