„გალტ & თაგარტის“ ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში ქვეყნის ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაში მიგრანტების როლზე საუბრისასა განაცხადა, რომ წლის დასაწყისში მთავრობა ეკონომიკის 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობდა და რომ არა მიგრაცია, ამ ნიშნულზე ვიქნებოდით.
„ქვეყნის ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაში მიგრანტებს 2%-ულ პუნქტამდე აქვს პირდაპირი ეფექტი. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მოლოდინების ეფექტი. რომელიც მნიშვნელოვანია ნებისმიერი ეკონომიკისთვის. ამ მოლოდინებმა, სავარაუდოდ, არაპირდაპირი ეფექტით, ეკონომიკა კიდევ 2-3%-ული პუნქტით გაზარდა. წლის დასაწყისში მთავრობა 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობდა. რომ არა მიგრაცია, ამ ნიშნულზე ვიქნებოდით“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.