რომან აბრამოვიჩი ლონდონში ქონებას ყიდის - ამბობს რომ „ჩელსის“ მყიდველსაც იპოვის

რომან აბრამოვიჩი ლონდონში ქონებას ყიდის - ამბობს რომ „ჩელსის“ მყიდველსაც იპოვის

access_time2022-03-02 16:00:57

პუტინის გარემოცვის წევრი, ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი ლონდონში ქონებას ყიდის. ბიზნესმენმა თქვა ისიც, რომ ის საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მყიდველსაც იპოვის.

 

ბრიტანელი დეპუტატის კრის ბრაიანტის თქმით, რომან აბრამოვიჩი უძრავ ქონებას ყიდის, ხოლო შვეიცარიელი მილიარდერი ჰანსორგ ვისი აცხადებს, რომ მას საფეხბურთო კლუბ ჩელსის ყიდვა შესთავაზეს.

 

„რომან აბრამოვიჩის სანქციების ეშინია, ამიტომ ის საკუთარი სახლის და ბინის გაყიდვას გეგმავს“, - თქვა ბრიტანეთის ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის დეპუტატმა კრის ბრაიანტმა.

 

შვეიცარიელი ბიზნესმენი ჰანსორგ ვისის განცხადებით, სამ სხვა პოტენციურ მყიდველთან ერთად ჩელსის ყიდვის შეთავაზება სამშაბათს მიიღო. მილიარდერი შვეიცარიულ გამოცემა Blick-თან ამბობს, რომ აბრამოვიჩი ძალიან დიდ თანხას ითხოვს, ამიტომ რამდენიმე დღე დაელოდება.

 

„ის პანიკაშია, როგორც სხვა ოლიგარქები“, - ამბობს ვისი ინტერვიუში.

 

ბიზნესმენი განმარტავს,  რომ მას საფეხბურთო კლუბის ყიდვა წარმოუდგენია, თუმცა ჯგუფის შემადგენლობაში:

 

„ასეთ რაღაცას მარტო ნამდვილად არ ვაკეთებ. თუ ჩელსის ვიყიდი, ეს იქნება ექვსი ან შვიდი ინვესტორისგან შემდგარი კონსორციუმი“, - თქვა ბიზნესმენმა.


 

მიუხედავად იმისა, რომ დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ სანქციები 100-ზე მეტ რუს ფიზიკურ და იურიდიულ პირს და დაუწესა, აბრამოვიჩი ამ სიაში ჯერ კიდევ არ მოხვედრილა. მაგრამ, მილიარდერი რუსი პოლიტიკოსების მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება.

 

შაბათს აბრამოვიჩმა კლუბის მართვა თავის საქველმოქმედო ფონდის გადააბარა. ბრაიანტი აცხადებს, რომ აბრამოვიჩს არ აქვს უფლება ინგლისურ საფეხბურთო კლუბს ფლობდეს.

 

აბრამოვიჩის სპიკერს მიმდინარე მოვლენებზე კომენტარის დაუყოვნებლივ არ გაუკეთებია. ორშაბათს მან თქვა, რომ დუმის ყოფილი დეპუტატი ცდილობს უკრაინაში ომის დასრულების პროცესს დაეხმაროს.

 

უძრავი ქონების ბრიტანელმა ბროკერებმა განაცხადეს, რომ ქონების სწრაფად გაყიდვა შეიძლება რთული იყოს.

 

აბრამოვიჩი, რომლის ქონებაც Bloomberg Billionaires Index-ზე დაახლოებით 13,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, ფლობს რამდენიმე სახლს ლონდონში. ქონება, რომელზეც ბრიტანელი დეპუტატი კრის ბრაიანტი საუბრობს, არის სასახლე კენგსინტონის მილიარდერთა დასახლებაში. ხოლო, აღნიშნული ბინა არის პენტჰაუზი ჩელსის სანაპიროზე.


წყარო: Bloomberg 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up