რუსი ოლიგარქი, რომან აბრამოვიჩი, აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შესახვედრად პოლონეთში ჩავიდა.
ამის შესახებ პოლონელი ჟურნალისტი იაკობ სტახოვიაკი იუწყება. მისივე ინფორმაციით, ოლიგარქმა პოლონეთის საზღვარი პორტუგალიური პარსპორტით გადაკვეთა.
„გუშინ (24 მარტს), რომან აბრამოვიჩი პოლონეთში ფარულად, სპეციალური მატარებლით ჩავიდა. შესაძლოა, შედგეს არაფორმალური შეხვედრა ჯო ბაიდენთან. პუტინმა გამოაგზავნა მილიარდერი?“, - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.
ცოტა ხნით ადრე უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თითქოს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სთხოვა ჯო ბაიდენს, რომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესოს, რადგან რუსი ოლიგარქი, შესაძლოა, კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების პროცესში ჩეართოს.
ისიც ითქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთ–უკრაინის მოლაპარაკებებში მილიარდერი რომან აბრამოვიჩის ჩართვას პირადად დაუჭირა მხარი.
შეგახსენებთ, აშშ-ის ლიდერი, ჯო ბაიდენი პოლონეთში საქმიანი ვიზიტით, გუშინ, 25 მარტს, საღამოს ჩავიდა.