რომან აბრამოვიჩის ფირმები რუსეთის არმიას ამარაგებდნენ - OCCRP

რომან აბრამოვიჩის ფირმები რუსეთის არმიას ამარაგებდნენ - OCCRP

access_time2022-07-21 23:00:19

მეტალურგიული და სამთო კომპანია Evraz-ის სტრუქტურები 10 წელზე მეტია რაც პირდაპირ თუ ირიბად ამარაგებენ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს.

ამის შესახებ გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ჯგუფმა, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის ცენტრმა (OCCRP), გაავრცელა ინფორმაცია.


გამომძიებელმა ჟურნალისტებმა შეისწავლეს რუსეთის მთავრობის შესყიდვების ვებსაიტი და დაადგინეს, რომ Evraz-ი თანამშრომლობდა „როსგვარდიასთან“ და ასევე აწვდიდა პროდუქტებს ფაბრიკებს, რომლებიც აწარმოებენ ასაფეთქებელ ნივთიერებებს და ტანკებს.


Evraz-ის NTMK-მა - ნოვოკუზნეცკის ქარხანამ, სახელმწიფო საწარმოდან 2015-2018 წლებში მიიღო 2,8 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულობის ტოლუოლი საბრძოლო მასალისა და სამრეწველო ფეთქებადი ნივთიერებების წარმოებისთვის (OCCRP არ აკონკრეტებს ამ ქარხნის სახელს).


ნიჟნი ტაგილში დაფუძნებულმა Evraz NTMK-მა 2018 წელს 1,4 მილიონი დოლარის ფოლადი მიჰყიდა Uralvagonzavod-ს, რომელიც აწარმოებს ტანკებსა და სამოქალაქო მანქანებს.



გარდა ამისა, 2016 და 2017 წლებში Evraz-ის შვილობილი კომპანიის ქარხანას აწვდიდა ვანადიუმის წიდას, რომელიც გამოიყენება იარაღის წარმოებაში ფოლადის გასამაგრებლად.


Evraz-ი, მისი ვებსაიტის მიხედვით, მსოფლიოში ფოლადის და სამთო ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა რუსეთში, აშშ-ში, კანადაში, ჩეხეთში, იტალიასა და ყაზახეთში აქტივებით. კომპანია რეგისტრირებულია დიდ ბრიტანეთში. 2022 წლის მარტში ბრიტანეთის ხელისუფლებამ სანქციები დააწესა Evraz-ის 29%-იანი წილის მფლობელის, ბიზნესმენ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ. მაისში ლონდონმა სანქციების სიაში თავად Evraz-ი შეიყვანა.


კომპანია, ბრიტანეთის ხელისუფლების თანახმად, შეიძლება იყოს ჩართული ქმედებაში, რამაც ხელი შეუწყო უკრაინის დესტაბილიზაციას. კერძოდ, მას შეეძლო მიეწოდებინა ფოლადი რუსული ტანკების წარმოებისთვის.


Evraz-მა განაცხადა, რომ იგი თანამშრომლობს მხოლოდ რუსეთის მრეწველობის სამოქალაქო სექტორის საწარმოებთან.


რომან აბრამოვიჩი არაფორმალურად მონაწილეობდა რუსეთისა და უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ომის პირველ თვეში. მოგვიანებით მოლაპარაკების პროცესი გაიყინა. აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ევროკავშირმაც დააწესა. ბიზნესმენმა სასამართლოს მეშვეობით სანქციების სიიდან თავისი ამოღება და ზარალის ანაზღაურება მოითხოვა, გადარიცხა რა საქველმოქმედო ფონდში მილიონი დოლარი.


https://www.radiotavisupleba.ge/





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up