რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი, რომელმაც ლონდონი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემდეგ დატოვა, სტამბულში საცხოვრებლად გადასვლას აპირებს. აბრამოვიჩი, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში თურქეთში იმყოფებოდა და ეგეოსის ზღვაში იახტაზე ისვენებდა, სტამბოლში საცხოვრებლად გადადის. თურქული მედიის ინფორმაციით, ოლიგარქი ბოსფორის სანაპიროზე მისთვის შესაფერისს სახლს ეძებს, რათა შეიძინოს და საბოლოოდ გადმობარგდეს.
თურქული მედია წერს, რომ აბრამოვიჩი ყოველ დილით რუმელიჰისარის კაფეში სვამს ყავას, შემდეგ კი ბოსფორის გასწვრივ სეირნობს.
რომან აბრამოვიჩს ყოველდღე ხედავენ ბებეკში. ბიზნესმენი სპორტით არის დაკავებული და სასახლეებს აქტიურად ათვალიერებს.
ცნობილი ხდება ასევე ისიც, რომ ბიზნესმენი ახალი საფეხურთო კლუბის ძიებაშია.