რომან გოცირიძე - ეროვნული ბანკი ვითომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე ზრუნავს, სინამდვილეში საკუთარი ბანკი ექნება ყველა მსხვილ კომპანიას

რომან გოცირიძე - ეროვნული ბანკი ვითომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე ზრუნავს, სინამდვილეში საკუთარი ბანკი ექნება ყველა მსხვილ კომპანიას

access_time2022-12-06 19:30:31

საქართველოს ეროვნული ბანკი ჯიხურა ბანკებს აღადგენს - ვუფრთხით იმას, რომ ძლივს აგებული საბანკო სისტემა არ დაუბრუნდეს 90-იან წლებს, თქვას ამაზე სავალუტო ფონდმა თავის პოზიცია,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ. გოცირიძის თქმით, ის ფაქტი, რომ ბანკისთვის 10 მილიონი ლარის კაპიტალი საკმარისი იქნება იმას ნიშნავს, რომ საკუთარი ბანკი ექნება ყველა მსხვილ კომპანიას. დეპუტატის თქმით, ფაქტია, რომ ეს „ვიღაცისთვის კეთდება“.


„მთელი 30 წლის განმავლობაში სავალუტო ფონდის რეკომენდაცია იყო, რომ ბანკების კაპიტალიზაცია მოხდეს, წვრილი ბანკები გამსხვილდნენ, რადგან ეს საფინანსო სისტემის რიკებს შეიცავს. ახლა მივმართავ სავალუტო ფონდს, რა არის მათი პოზიცია? ჯიხურ ბანკებს აბრუნებენ თუ არა უკან? 10 მილიონი ლარის კაპიტალის მქონე ბანკი, ეს არის სამი მილიონი დოლარი, სამ მილიონ დოლარიან კაპიტალის მქონე ბანკებს, რომელსაც ჯიხურა ბანკებს ეძახდნენ, აღადგენს საქართველოს ეროვნულ ბანკი. ვითომ ზრუნავს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე, რომელიც მომავალში შეიძლება გარდაიქმნას ბანკად, სინამდვილეში გაჩნდება ის, რაც იყო აქამდე - საკუთარი ბანკი ექნება ყველა მსხვილ კომპანიას, ამას დავინახავთ. ორივე რომ აკეთებთ ამას - მთავრობა და ეროვნული ბანკი, საიდან მოგაგონდათ, იდეა ვის მოუვიდა, ვისთვის აკეთებთ, რაც კეთდება ამის უკან ვიღაც დგას, მიშა ჯიბუტმა თქვა 30 წლის უკან ამ დარბაზში, „ყოველი კანონის უკან ნაცნობი ადამიანების პორტრეტები იჭყიტებიანო“, ყოველი კანონის უკან შევარდნაძის დროს ვიღაც ჩანდა, კანონები იყიდებოდა, ფულს იხდიდნენ მუხლების ცვლილებაში, ახლა არ ვიცი, ვინმე ფულს იხდის თუ არა, მაგრამ ვიღაცისთვის რომ კეთდება, ეს არის ფაქტი. სავალუტო ფონდს მივმართავ, როდის იყო სწორი 5 წლის წინ, როცა 50 მილიონამდე გაგაზრდევინათ კაპიტალი, თუ ახლა, როცა სამ მილიონ დოლარიანი კაპიტალის მქონე ბანკების შექმნას უწყობენ ხელს. სავალუტო ფონდი ჩვენ გვეხმარება, რა თქმა უნდა, მაგრამ ვუფრთხით იმას, რომ ძლივს აგებული საბანკო სისტემა არ დაუბრუნდეს 90-იან წლებს, თქვას ამაზე სავალუტო ფონდმა, რატომ არ იღებს ხმას ან თუ იღებს, რატომ გიჭერთ მხარს?“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.



აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ განაცხადა, რომ სწორედ სავალუტო ფონდის რეკომენდაციებით შემუშავდა ეს პროექტი. მისივე თქმით, ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია მსგავსი ტიპის ბანკები და კოოპერაციები, რომელსაც სხვადასხვა მოცულობის კაპიტალი მოეთხოვებათ, „სავალუტო ფონდს ამაზე პოზიცია საჯაროდ აქვს დაფიქსირებული და მისი რეკომენდაციის საფუძველზე შემუშავდა რეფორმა. მიზანი არის ის, რომ გაიზარდოს კონკურენცია ბაზარზე“, - განაცხადა ლეჟავამ.


ამასთან, პაპუნა ლეჟავას განმარტებით, ამ ტიპის ორგანიზაციები ბიზნესს და სოფლის მეურნეობის სექტორს დააკრედიტებენ, ხოლო სამომხმარებლო სესხს ლიმიტის ფარგლებში გასცემენ, რომელსაც ეროვნული ბანკი დაადგენს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტს „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, მიკრო ბანკის სახით შეიქმნება ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ოპერირებას განახორციელებს იმ სექტორში, სადაც მაღალი საოპერაციო ხარჯების გამო კომერციული ბანკების ინტერესი შედარებით დაბალია. მიკრო ბანკის ბიზნეს მოდელი ეფუძნება სამეწარმეო, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან შემოსავლის მიმღები პირების დაკრედიტებას. კერძოდ, მიკრო ბანკის საკრედიტო პორტფელის არანაკლებ სამოცდაათი პროცენტი უნდა შედგებოდეს სამეწარმეო მიზნობრიობით გაცემული სესხებისგან ან/და სესხებისგან, რომელთა დაფარვის წყაროს წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი. პროექტის თანახმად, მიკრო ბანკი სესხებს მხოლოდ ერპოვნულ ვალუტაში გასცემს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up