„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის განცხადებით, ლარის შემოღებიდან 26 წლის განმავლობაში წლიური ინფლაცია ყველაზე მაღალი იყო გასულ 2021 წელს და მან 13,9 პროცენტი შეადგინა.
„მანამდე ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა 1996 წლს(13,8 პროცენტით). საქართველოში ინფლაცია ყველაზე მაღალი იყო ევროპაში თურქეთის შემდეგ და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსოფლიოში. უთავო ხელისუფლება აღატაკებს ხალხს“, - წერს რომან გოცირიძე „ფეისბუქში“.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9 პროცენტი შეადგინა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9 პროცენტი შეადგინა.
IPN.GE