რომან გოცირიძე - ლარს გაუფასურება, ფასებს კი ზრდა ემუქრება

რომან გოცირიძე - ლარს გაუფასურება, ფასებს კი ზრდა ემუქრება

access_time2021-10-08 11:50:00

გაცილებით მაღალი პროცენტით იღებენ ვალს, ვიდრე ის 75 მილიონი ევრო იყო, რომელიც უპროცენტოდ მოდიოდა ევროკავშირიდან და ვითომ უარი თქვეს - ლარს ემუქრება გაუფასურება, ფასებს კი ზრდა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ბიუჯეტის პროექტის შეფასებისას განაცხადა, რომლის განხილვაც პარლამენტში დღეს იწყება.


როგორც მან აღნიშნა, ბიუჯეტი დეფიციტურია.


მისი თქმით, ხარჯები რეალურად არ შემცირებულა და პირიქით გაიზარდა, მათ შორის, ბიუროკრატიული ხარჯებიც.



„პირველი, რაც შეიძლება ვთქვათ, ეს არის ამ ბიუჯეტის ცრუპენტელური ნაწილი - პრემიერი გამოვიდა, არავითარ ვალებს აღარ ვიღებთ და ვალების შემცირება უნდა დავიწყოთო, მაგრამ საგარეო და საშინაო ვალი იზრდება 3.2 მილიარდი ლარით და გაცილებით მაღალი პროცენტით იღებენ ვალს, ვიდრე ის 75 მილიონი ევრო იყო, რომელიც უპროცენტოდ მოდიოდა ევროკავშირიდან და ვითომ უარი რომ თქვეს, ეს არის ფაქტობრივად აღიარება, რომ არ უნდოდათ სასამართლო რეფორმის ჩატარება. შიდა ვალსაც ძალიან მაღალი პროცენტით იღებენ და ქვეყნის ბიუჯეტი კვლავ არის დეფიციტური, რაც ნიშნავს სერიოზულ რისკებს ფასების და ლარის სტაბილურობის კუთხით - ლარს გაუფასურება ემუქრება, ფასებს - ზრდა. ის, რომ თითქოსდა ხარჯებს ამცირებენ, ესეც არის ტყუილი. აბსოლუტურად ყველა ხარჯი იზრდება, მათ შორის, ის ბიუროკრატიული ხარჯები, საკუთარი პარტიული აქტივი რომ ჰყავთ დასაქმებული, მამიდაშვილები და ბიძაშვილები, გადამალული აქვთ შტატგარეშე ხარჯები. ბიუჯეტი არის ბიუროკრატიული და უამრავი ფული იფლანგება უაზროდ. ნურავინ მოგატყუებთ, რომ ეს არის "ქამრის მოჭერა", არასდროს ამ ხელისუფლებას ქამრები არ მოუჭერია“, - განაცხადა გოცირიძემ.



ipn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up