რომან გოცირიძე მიხეილ ჩხენკელს - ჯეჯელავას „ვაშლების მინისტრი“ ვუწოდე - არ არის გამორიცხული, თქვენ „სიზმრების მინისტრი“ გიწოდოთ

რომან გოცირიძე მიხეილ ჩხენკელს - ჯეჯელავას „ვაშლების მინისტრი“ ვუწოდე - არ არის გამორიცხული, თქვენ „სიზმრების მინისტრი“ გიწოდოთ

access_time2022-12-01 21:30:08

თქვენი გამოსვლა, რომელიც ამდენი საათის განმავლობაში მოვისმინე, იყო ილუზიებში წასული ადამიანის მოხსენება და არ არის გამორიცხული, სიზმრების მინისტრი გიწოდოთ , - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს, რომელსაც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.



მისი შეფასებით, დღეს განათლების სისტემა ყველაზე დაჩაგრულია, რადგან ქვეყანა გაუნათლებელი ქვეყნების კატეგორიაშია.
„თქვენი თემა იყო სასკოლო კვების კონცეფციაზე მუშაობა UNICEF-თან ერთად. რომელ სასკოლო კვების კონცეფციაზეა საუბარი, როდესაც თქვენმა წინამორბედმა მინისტრმა ორ სკოლაში ვაშლები ვერ დაარიგა. როგორც იტყვიან, ვაშლები ვერ დაარიგეთ, დროშა ვერ დაკიდეთ. დროშას რომ ვერ დაკიდებთ, სასკოლო კვებას უზრუნველყოფთ ბატონო მიხეილ? სასკოლო კვების უზრუნველყოფა ნიშნავს შესაბამის ბიუჯეტს, რომელიც არ გაქვთ. არ გაქვთ, რადგან 70 მილიონს ხარჯავენ ივანიშვილის მიერ აშენებულ და გაკოტრებულ „ბლექ სი არენაში“, კონცერტების დასაფინანსებლად. 2016 წელს გაიხსნა ეს საკონცერტო დარბაზი და სულ 6 თუ 7 კონცერტი ჩატარდა. ყოველწლიურად მილიონები იხარჯება მის შენახვაზე. ვერ მოითხოვეთ, რომ ეს 70 მილიონი მასწავლებლების ხელფასების გასაზრდელად ყოფილიყო მიმართული? - ცოტა ცინიკურად გამომდის, მაგრამ ორი სკოლა შეარჩიეთ და ვაშლების გარეცხვა და სკოლამდე მიტანა ჩაფლავდა. ამიტომ, მე ბატონ (ალექსანდრე) ჯეჯელავას ვუწოდე „ვაშლების მინისტრი“. პოლიტიკაში „მოსულა“ ნახევრად სატირულად საუბარი, ინგლისის პარლამენტში კიდევ სხვანაირად ლაპარაკობენ, ამიტომ, მოდით, ნუ გეწყინებათ, მაგრამ თქვენი გამოსვლა, რომელიც ამდენი საათის განმავლობაში მოვისმინე, იყო ილუზიებში წასული ადამიანის მოხსენება და არ არის გამორიცხული, თქვენ სიზმრების მინისტრი გიწოდოთ“, - მიმართა გოცირიძემ ჩხენკელს.



მისი თქმით, ხანდახან პოლიტიკოსებს ეპითეტები უხდებათ. რომან გოცირიძემ ერთ-ერთი ისტორია გაიხსენა, როდესაც მან ერთ-ერთ დეპუტატს „ჭიაღუა“ უწოდა.
“ამ დარბაზში ერთ-ერთმა დეპუტატმა, რომელმაც ცოტა უზრდელურად მოიხსენია ჩემი გამოსვლა, „ჭიაღუა დეპუტატი“ ვუწოდე. ახლა გადით ჟურნალისტებთან და ჰკითხეთ, ვინ არის ამ პარლამენტში „ჭიაღუა დეპუტატი“, ყველამ იცის. ახლა მის გვარს არ ვიტყვი იმიტომ, რომ შეიძლება შეცდა. მეორედ თუ შეცდება, ყველას გაუჯდება თავში ვინ არის ჭიაღუა დეპუტატი“, - განაცხადა გოცირიძემ.


ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up