რომან გოცირიძის განცხადებით, ბოლო თვეებში ლარის საეჭვო მკვეთრი რყევებიდან გამომდინარე, მხარს უჭერს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას

რომან გოცირიძის განცხადებით, ბოლო თვეებში ლარის საეჭვო მკვეთრი რყევებიდან გამომდინარე, მხარს უჭერს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას

access_time2022-08-27 18:00:00

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა ფაქტობრივად გააუქმა სავალუტო აუქციონები და ფარულად ყიდულობს უცხოურ ვალუტას. მისივე ინფორმაციით, ივლისის თვეში ღია აუქციონზე იყიდა ნული დოლარი, აუქციონის გარეშე კი 109 მილიონი დოლარი.


„ამას ვიგებთ მხოლოს თვის გასვლიდან 25 დღის შემდეგ. სინამდვილეში, თუ ეროვნულმა ბანკმა პირველ ივლისს განახორციელა ინტერვენცია, ამას შესახებ შევიტყობთ 55 დღის შემდეგ, მაგრამ პრობლემა იმაშიცაა, რომ ეროვნული ბანკი მთელი თვის განმავლობაში განხორციელებულ ჯამურ მაჩვენებელს აქვეყნებს და არ ვიცით, რომელ დღეს რამდენი უცხოური ვალუტა იყიდა ან გაყიდა. მიუხედავად პირადად ჩემი მოთხოვნისა, გამოვიყენე რა კონსტიტუციით მონიჭებულო სადეპუტატო შეკითხვის უფლება, ეროვნულ ბანკმა ამ ინფორმაციის მოწოდებაზე უარი მითხრა“, - აცხადებს რომან გოცირიძე.


მისივე შეფასებით, როდესაც ადამიანთა ვიწრო ჯგუფი ფლობს მსგავს ინფორმაციას, მათ შეუძლიათ ლარის გაცვლის კურსით მანიპულირება და ამ ინფორმაციით ვაჭრობა, ასეთი ვითარება ქმნის სერიოზულ მაკროეკონომიკურ რისკებსაც.



„მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნდა, პარლამენტის საგამოძიებო კომისია უნდა იქმნებოდეს მნიშვნელოვან საკითხებზე და საფუძვლიანი ეჭვების არსებობის პირობებში, თავს ვიკავებდი მხარი დამეჭირა ეროვნულ ბანკის ზოგიერთ ქმედებებთან დაკავშირებით “გირჩის” მიერ ინიცირებული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისათვის. ამ ინფორმაციის გამოქვეყნებისა და ბოლო თვეებში ლარის საეჭვო მკვეთრი რყევებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, რომ მხარი დავუჭირო ამ კომისიის შექმნას“,- აცხადებს რომან გოცირიძე.


ინტერპრესნიუსი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up