რომან კაკულია: ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელმაც არსებულ ტენდენციებში ჩვენი თავი უნდა დავინახოთ და სწორი ნაბიჯი გადავდგათ

რომან კაკულია: ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელმაც არსებულ ტენდენციებში ჩვენი თავი უნდა დავინახოთ და სწორი ნაბიჯი გადავდგათ

access_time2020-04-27 21:30:23

„არსებობს ტერმინი - მოთხოვნის შოკი მიწოდების შოკთან ერთად, რაც შემცირებულ მოთხოვნილებას გულისხმობს. ეკონომიკის ამუშავება და ყველა ეკონომიკური აქტორისთვის უფლების მიცემა, რომ გააგრძელოს საქმიანობა, არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურ რეჟიმში დაუბრუნდება პროდუქციისა თუ მომსახურების იგივე სტანდარტს, რაც მას ვირუსამდე ჰქონდა. ამიტომ შეიძლება ვისაუბროთ შედარებითობაზე და ფარდობით მხარდაჭერაზე“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ტვ „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

 

მისი მოსაზრებით, საჭიროა გონივრული მოქმედება. მისივე თქმით, არ უნდა შეიქმნას მოლოდინები, რომ მხოლოდ ეკონომიკის გახსნა იქნება საშველი, რადგან გარკვეულ ბიზნესებს უკვე აქვთ და მომავალშიც ექნებათ მოთხოვნილების შემცირება.

 

„ჩვენ უნდა დავუბუნდეთ იმ მოცემულობებს, როდესაც უნდა დავაფიქსიროთ, სად ვდგავართ ახლა და შემდეგ უნდა ვიფიქროთ, როგორ უზრუნველვყოთ თანდათანობითი განვითარება. ამიტომ ხელისუფლების დღევანდელი გადაწყვეტილება და შემდგომი დაგეგმილი გადაწყვეტილებები ემსახურება იმის განსაზღვრას, თუ რა არის დე-ფაქტო რეალური სიტუაცია იმ ბიზნესების, რომელიც არიან შენარჩუნებული იმ დახმარებების ფონზე, რაც სახელმწიფომ დაგეგმა“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.

 


მისი ინფორმაციით, მსოფლიო ეკონომისტები საუბრობენ იმაზე, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია, რომელსაც გლობალური მიწოდების ჯაჭვი ჰქვია, განიცდის ცვლილებებს.

 

„ამ ცვლილებების შინაარსი ის არის, რომ საზღვრებს ჰქონია თავისი აზრი, რაც არ უნდა ღია და გახსნილი იყოს ბაზრები. მოთხოვნის შენელება ნიშნავს იმას, რომ რა სერვისებსა და პროდუქციაზე იქნება მოთხოვნილებები მომავალ მსოფლიოში, ეს ახლა ჩამოყალიბების სტადიაშია. ამიტომ როცა საუბრობ, რას აქვს პერსპექტივა შენს ქვეყანაში, ცხადია, მხოლოდ საკუთარ ბაზარზე არ ხარ ორიენტირებული. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით იმაზე, გვინდოდა გვქონოდა სერვისები და ბიზნესები, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი იქნებოდნენ. მოთხოვნილების მკაფიოდ არარსებობა დღეს ქმნის გაურკვევლობას. აქ პაუზა არის დანახვის აუცილებლობა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მსოფლიო, რა დონეზე გაიხსნებიან, რა დონეზე მიიღებენ ჩაკეტვის შესაძლებლობას. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ტენდებციას ქმნის, როგორც აშშ, ჩინეთი, რუსეთი და ა. შ. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელმაც არსებულ ტენდენციებში ჩვენი თავი უნდა დავინახოთ და სწორი ნაბიჯი გადავდგათ. ამიტომ არ უნდა ვიჩქაროთ, ეს არის ჩვენი მთავარი სტრატეგია“, - განაცხადა რომან კაკულიამ.​



imedinews.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up