რომელ აქციებს ყიდულობენ, როცა საფონდო ბაზარი ეცემა

რომელ აქციებს ყიდულობენ, როცა საფონდო ბაზარი ეცემა

access_time2022-05-28 14:30:06

საფონდო ბირჟაზე წამყვანი საფონდო ინდექსების ვარდნა გრძელდება. ინფლაციის მკვეთრი ზრდა ცენტრალურ ბანკებს აიძულებს, გაზარდონ საპროცენტო განაკვეთები და შეამცირონ ობლიგაციების შესყიდვები. უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომი და დაწესებული სანქციები უფრო მეტად აღრმავებს ბაზარზე მიწოდების კრიზისს და ნეგატიურ მოლოდინს აჩენს.

არავის მოსწონს აქციების ღირებულების შემცირება. თუმცა, აქციების გაიაფება შეიძლება, ხელსაყრელიც აღმოჩნდეს. ამ დროს ჩნდება კარგი აქციების დაბალ ფასად შეძენის შესაძლებლობა – უმეტესად ისეთი აქციების, რომლის შენახვა ინვესტორებს წლების განმავლობაში აქვთ დაგეგმილი.

ბუნებრივია, ამ სიტუაციაში აქციების ყიდვა სარისკოა და გადაწყვეტილების მიღებამდე კარგი ანალიზია საჭირო. 

რომელი აქციების ყიდვა ღირს ასეთ დროს?

ინვესტორები გაიაფებულ აქციებს შორის, პირველ რიგში, ეძებენ ისეთებს, რომლებიც მაღალ დივიდენდებს იხდიან. ამის შემდეგ ხდება შერჩეული კომპანიის ბოლო ფინანსური ანგარიშების განხილვა – როგორ იცვლებოდა მათ მიერ გაცემული დივიდენდები წლების განმავლობაში; იზრდებოდა თუ არა მათი მოგების მარჟა და რამდენად თანმიმდევრული იყო ეს ზრდა.

აქციების შერჩევის დროს, ასევე, აუცილებელია გარე საფრთხეების გათვალისწინებაც. მაგალითად, იმ საფრთხის შეფასება, რომელსაც კომპანიას შეიძლება, კონკურენტების მხრიდან შეექმნას. თუ ამ კითხვებზე პასუხები საიმედოა, მაშინ გარისკვა ღირს.

რა ვიყიდოთ ახლა?


Wall Street-ის ანალიტიკოსების ფავორიტები:

მსოფლიო გიგანტებიდან Amazon (AMZN), რომელიც წლის დასაწყისიდან 32%-ზე მეტად არის გაიაფებული ($3334-იდან $2261-მდე). კომპანიამ 2022 წლის პირველ კვარტალში $3,8 მილიარდამდე ზარალი განიცადა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ წელს აქციის ფასი დაბალ ნიშნულზე იქნება და ზრდას 12 თვის შემდეგ დაიწყებს. 2023 წლის ბოლოსთვის ის $3,247-მდე გაიზრდება, ხოლო მომდევნო წლებში უფრო გაძვირდება.

ანალიტიკოსების კიდევ ერთი ფავორიტის – Meta-ს (METV) აქცია წელს თითქმის 50%-ით დაეცა ($16,90-იდან $8,99-მდე), თუმცა, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ფასი 2023 წელს მოიმატებს და ერთი აქცია შესაძლოა, $14,7 გახდეს. ხოლო 2024 წელს მისი ფასი კიდევ უფრო მაღალი იქნება.

Airbnb (ABNB) წლის დასაწყისიდან 30%-ით არის გაიაფებული. Airbnb-ის ბოლო კვარტალურმა ანგარიშმა აჩვენა, რომ ბიზნესმა COVID-19-ის მიერ შექმნილი გამოწვევები გადალახა. ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ წლის განმავლობაში მოგზაურთა რიცხვი გაიზრდება, რაც მის აქციებში ინვესტირებას მომგებიანს გახდის. კიდევ უფრო მომგებიანი იქნება Airbnb ბიზნესი გრძელვადიან პერსპექტივაში. 

ხელსაყრელი აქციების სიაში მოხვდა Shopify (SHOP) – ელექტრონული კომერციის პლატფორმა, რომლის შემოსავლები პანდემიის დროს რეკორდულად გაიზარდა. წელს იანვრიდან კომპანიის აქცია 70%-ით არის გაიაფებული ($1377-იდან $402-მდე). ანალიტიკოსები ინვესტორებს ამ კომპანიის აქციების შეძენას კარგი სამომავლო პერსპექტივის გამოც ურჩევენ. 

გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart–თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის აქციითა და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს. ინვესტორების დაწყება კი 1 დოლარითაცაა შესაძლებელი.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც მოგება. თქვენს მიერ დეტალურად უნდა იქნეს გაანალიზებული, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.


წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up