ბიტკოინი უკვე 2 კვირის მანძილზე 20 000 დოლარიან ნიშნულს ვერ აღწევს, თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, მთავარ კრიპტოვალუტას ზრდის ყველა შანსი აქვს.
ამავე დროს ვირტუალური ფულის სამყარო მხოლოდ ბიტკოინით არ შემოიფარგლება - არის კიდევ რამდენიმე საყურადღებო კრიპტოვალუტა, რომელიც ინვესტირებისთვის მომგებიანია.
ექსპერტების აზრით, დღეს მსოფლიოში 5 ძირითადი და ყველაზე პერსპექტიული კრიპტოვალუტა არსებობს.
Bitcoin
უპირობო პირველობა რა თქმა უნდა, ბიტკოინს, პირველ ყველაზე ძველ და ყველაზე ცნობილ კრიპტოვალუტას ეკუთვნის.
ბოლო დღეებში ბიტკოინმა 20 000-იანი ნიშნულის აღება სამჯერ სცადა, თუმცა, უშედეგოდ. ზრდის ყოველი მცდელობა ვარდნით, შემდეგ კი წონასწორობის აღდგენით სრულდებოდა. რისკის მიუხედავად, არც ერთმა ვარდნამ გრძელვადიანი ტენდენციის სახე არ მიიღო.
ბიტკონის მასიური გაყიდვები 19 500-20 000 დიაპაზონში დაფიქსირდა, თუმცა, მას ყიდულობდნენ ტრეიდერები, რომლებიც კურსის ზრდაზე თამაშობენ. შესაბამისად, მათი ინტერესი ბიტკოინის გაუფასურება არ ყოფილა.
მთავარი ციფრული აქტივის შემდგომი გაძვირებისთვის საჭიროა 19500-ს დონეზე წინაამღდეგობის დაძლევაა, რაც შესაძლებელს გახდის კურსი 21 000 დოლარამდე გაიზარდოს. ამ შემთხვევაში შემდეგი სამიზნე 23 000 დოლარი გახდება.
თუმცა, შესაძლებელია ნეგატიური სცენარიც განვითარდეს- თუ ბიტკოინი 19 500 დოლარის ფარგლებს ვერ გასცდა, მისი ღირებულება სავარაუდოდ 18 000-მდე დაეცემა. ესეც ფსიქოლოგიური ზღვარია, რომლის დაძლევის შემდეგ ვარდნა შესაძლოა 17 200 დოლარამდეც გაგრძელდეს.
Ethereum
Ethereum-ის დინამიკაც ბიტკოინის მსგავსია. ბოლო 3 დღის მანძილზე ამ კრიპტოვალუტის კურსმა 620-დოლარიანი ზღვარი ვერ გადალახა.
ყოველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ კურსი ვარდებოდა, შემდეგ კი ისევ იზრდებოდა. დღეს Ethereum 595 დოლარი ღირს.
ექსპერტების აზრით, უახლოეს დღეებში ის 620 ნიშნულის აღებას კიდევ ერთხელ შეეცდება. 635 დოლარამდე ზრდის შემთხვევაში მოსალოდნელია დადებითი ტრენდის გაგრძელება და 635 დოლარამდე გაძვირება.
თუ Ethereum 620 დოლარიან მიჯნას ვერ გადალახავს, მისი კურსი 580-ს ფარგლებში დასტაბილურდება. ამ დონეზე ქვემოთ ჩამოსვლა კი კურსის 488 დოლარამდე ვარდნას გამოიწვევს.
Monero
იგივე მდგომარეობაშია კრიპტოვალუტა Monero, რომელიც ნოემბრის ბოლოს 140 დოლარამდე გაზრდას ცდილობდა, თუმცა, ასევე წარუმატებლად და ასევე შემდგომი კლება-ზრდის ციკლით.
დღეს ამ ვალუტის ღირებულება 138 დოლარია.
Monero-ს ზრდის კარგი შანსები აქვს, თუმცა, ამისთვის ის 140 დოლარიან ზღვარს უნდა გასცდეს, წინაამღდეგ შემთხვევაში შესაძლებელია კურსის 112 დოლარამდე ვარდნა.
AAVE
ექსპერტები ასევე შედარებით ახალ კრიპტოვალუტას, AAVE-ს გამოყოფენ. ნოემბერში მისი კურსი 250%-ით გაიზარდა და დღეს 90 დოლარს შეადგენს. ეს არ არის მისი მაქსიმუმი - შემდეგი სამიზნე 124 დოლარია, თუმცა, ამისთვის მან 95-დოლარიანი ნიშნული უნდა გადალახოს. წინაამღდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია ვარდნა, ჯერ 69-მდე, შემდეგ კი 50-მდე.
WOZX
ასევე დიდ ინტერესს Apple-ის თანადამაარსებლის სტივ ვოზნიაკის მიერ შექმნილი კრიპტოვალუტა WOZX იწვევს.
ბაზარზე ის სულ რამდენიმე დღის წინ, 4 დეკემბერს გამოჩნდა, მაგრამ უკვე 1300%-ით გაძვირდა და 1,4 დოლარი ღირს.
მისდამი ინტერესის მთავარი მამოძრავებელი ძალაა თავად სტივ ვოზნიაკი. წარმატებული მეწარმე და ინჟინერი, Apple-ს ტექნოლოგიური ინოვაციების დიდი ნაწილის ავტორი, ამიტომაც WOZX ძალიან პოპულარულია შტატებშიც და მთელს მსოფლიოში.
https://www. rbc.ru
მოამზადა თენგიზ აბლოთიამ