რომელ პროდუქციას აქვს თურქეთი-საქართველო-ევროკავშირის დიაგონალური კუმულაციით სარგებლობის შესაძლებლობა - განმარტება

რომელ პროდუქციას აქვს თურქეთი-საქართველო-ევროკავშირის დიაგონალური კუმულაციით სარგებლობის შესაძლებლობა - განმარტება

access_time2022-10-07 12:00:27

დიაგონალური კუმულაციის შეთანხმების ფარგლებში ანუ მას შემდეგ რაც ევროკავშირმა საქართველოს საკუთარ ტერიტორიაზე თურქული ნედლეულით დამზადებული პროდუქციის შეტანის ნება დართო, ჩვენი ქვეყნიდან ექსპორტზე თითქმის 3 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი უკვე გავიდა. რა სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობებს აჩენს დიაგონალური კუმულაცია - ამ საკითხს სექტემბრის დასაწყისში თბილისში ფორუმიც მიეძღვნა, სადაც წარმოდგენილი იყო კვლევაც იმის შესახებ, თუ რომელია ის პერსპექტიული სექტორები, რომლებმაც ტექსტილის მსგავსად წარმატებით შეიძლება გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ სამშენებლო პროდუქცია და ალუმინის ნაწარმი შესაძლოა აღმოჩნდეს ტექსტილის მსგავსად პერსპექტიული ნაწარმი.


„ექსპორტის განვითარების ასოციაციის“ დირექტორი გიორგი გუდაბანიძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ტექსტილის გარდა ამ შეთანხმებით სარგებლობის პოტენციალი სხვა სექტორებსაც გააჩნიათ. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს შეთანხმება ფარავს მხოლოდ ინდუსტრიულ პროდუქციას, ამიტომაც ქართველმა მეწარმეებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მხოლოდ იმ პროდუქციაზე, რომელიც თურქეთის, საქართველოს და ევროკავშირის ბაზრისთვის გახსნილია.


„დიაგონალური კუმულაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ამ შეთანხმების პირველი ბენეფიციარი ტექსტილის სექტორი იყო. მაგალითად ზაფების, ქსოვილების და სხვა ტექსტილის შემოტანა ევროპიდან თუ ხდებოდა პრობლემა არ იყო, მაგრამ თუ სხვა ქყეყნებიდან შემოიტანდნენ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით ვერ ისარგებლებდნენ და შესაბამისად დაიბეგრებოდა. ნედლეული რომ შემოიტანოთ სხვა ნებისმიერი ბაზრიდან და საქართველოში გადაამუშაოთ, იგი ვერ დააკმაყოფილებს წარმოშობის კრიტერიუმებს და ვერ მოხვდება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში, ამიტომ ხდებოდა ისე რომ მაგალითად თურქეთიდან შემოტანილი ნედლეული საქართველოში გადამუშავების შემდეგ ისევ თურქეთში გადიოდა და შემდეგ ევროპის ბაზრებზე.



ახლა უკვე კარგი კონკურენციის გაწევა შეგვიძლია ევროკავშირის ბაზარზე. ტექსტილის გარდა საუბარია, რომ შემდეგი შესაძლოა იყოს მაგალითად სამშენებლო და შესაფუთი მასალების სექტორები. დაინტერესება ბიზნესის მხრიდან არის და ვიმედოვნებთ რომ ძალიან მალე რეალური ნაბიჯები გადაიდგმება“,  აღნიშნავს გიორგი გუდაბანიძე.


2021 წლის 29 აპრილიდან, საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ამოქმედებული დიაგონალური კუმულაციის თანახმად, თურქული ნედლეულის გამოყენებით საქართველოში დამზადებული სამრეწველო პროდუქტების(გარდა სასოფლო-სამეურნეო) ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით არის შესაძლებელი. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up