მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, jobs.ge-ზე 43,751 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 32%- ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 164%-ით არის გაზრდილი.
როგორც PMC Research-ის მიერ მომზადებულ „დასაქმების თრექერშია“ აღნიშნული, 2022 წელს, მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო თვიურმა ზრდის ტემპმა 0.3% შეადგინა.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, jobs.ge-ზე მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, 12,962 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 58%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 209%- ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ასევე, საანგარიშო პერიოდში 9,154 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 29%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 182%- ით გაზრდილი მაჩვენებელია.
მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, 13,274 ვაკანსია გამოქვეყნდა ლოჯისტიკის/ტრანსპორტის/დისტრიბუციის კატეგორიაში, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 36%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 206%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.