დეფოლტისა და სავალო კრიზისების კასკადი მოსალოდნელია რიგ განვითარებად ქვეყნებში, როგორიცაა პაკისტანი, ეგვიპტე, ტუნისი და ელ სალვადორი. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
„ღარიბ ქვეყნებში ვალის რისკები და კრიზისები აღარ არის ჰიპოთეტური“, - თქვა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა კარმენ რაინჰარტმა Bloomberg-ის ეთერში.
შეშფოთების კიდევ ერთ მიზეზად Bloomberg აღნიშნავს შესაძლო „დომინოს ეფექტს“, რომლის დროსაც, ერთი სახელმწიფოს დეფოლტის შემდეგ, ინვესტორები უარს ამბობენ მსგავსი ეკონომიკური პრობლემების მქონე ქვეყნებში ინვესტიციებზე, რითაც კიდევ უფრო ამძაფრებს სიტუაციას.
ასე რომ, ივნისში, ფინანსურმა მენეჯერებმა მთელს მსოფლიოში უკან გამოიხმეს დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის აქციები და ობლიგაციები განვითარებადი ქვეყნების ბაზრებიდან.
სააგენტო გაფრთხილებას იძლევა, რომ დეფოლტს შეიძლება მოჰყვეს პოლიტიკური არასტაბილურობა.