რომელ ქვეყნებშია ენერგიის ფასები მაღალი?

რომელ ქვეყნებშია ენერგიის ფასები მაღალი?

access_time2022-12-11 11:00:30

მიმდინარე წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გლობალური ენერგომომარაგების ჯაჭვების შეფერხება გამოიწვია, რის შედეგადაც ფასები ბუნებრივ აირზე, ელექტროენერგიასა და ბენზინზე მკვეთრად გაიზარდა. ომის გარშემო არსებული გაურკვევლობა და ცივი ზამთარი კი, სავარაუდოდ, გათბობის ხარჯებს კიდევ უფრო გაზრდის.

 

 

მსოფლიო მასშტაბით, ბენზინზე ყველაზე მაღალი ფასი ჰონგ-კონგში ფიქსირდება, სადაც მოსახლეობა თითო გალონზე საშუალოდ $11.10-ს იხდის – ორჯერ მეტს გლობალურ საშუალოზე. ცნობისთვის, გალონი მოცულობის საზომი ერთეულია, რომელიც აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოსა და სხვა ქვეყნებში ისეთი სითხეებისთვის გამოიყენება, როგორიც ბენზინია. საშუალოდ, ერთი გალონი (აშშ) 3.79 ლიტრს უდრის.

 

 

ჰონგ-კონგის მსგავსად, ბენზინზე მაღალი ფასია ($8.6) ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშიც, რომელიც ამავდროულად ბენზინის იმპორტიორია და, შესაბამისად, უკრაინის ომის შედეგად გაზრდილი ფასების ზეწოლასაც განიცდის.

 

 

რაც შეეხება ევროპას, აქ ყველაზე მაღალი ფასები ბენზინზე ისლანდიაში ($8.5), ნორვეგიასა ($8.1) და დანიაში ($7.7) ფიქსირდება. მთლიანობაში, სექტემბერში, ინფლაციამ 10%-ს მიაღწია, რაც ენერგოკრიზისითაა გამოწვეული.

 

 

მკვეთრი ზრდა შეინიშნება ელექტროენერგიის ფასებშიც. საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიის ფასები ყველაზე მაღალი ევროპაშია. აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის ფასი გერმანიაში, დანიასა და ბელგიაში თითქმის ორჯერ მეტია საფრანგეთისა და საბერძნეთის მაჩვენებელზე. ცნობისთვის, ევროპის ბევრ ქვეყანაში ელექტროენერგიის ფასი ორჯერ ან სამჯერაც კი აღემატება გლობალურ საშუალოს, ერთ კილოვატსაათზე $0.14-ს. 2022 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირში საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიის ფასი, წინა წელთან შედარებით, 32%-ით გაიზარდა.

 

 

შეერთებულ შტატებში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ფასები გასული წლის სექტემბერთან შედარებით 16%-ით გაიზარდა. შედეგად, აშშ-ში უკანასკნელი ოთხი ათწლეულის განმავლობაში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ფასების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა, რაც მაღალი ინფლაციის მიზეზადაც იქცა.

 

 

ბუნებრივი აირის ათი ყველაზე მაღალი ფასიდან რვა ევროპის ქვეყნებში ფიქსირდება – პირველ ადგილზე ნიდერლანდებია. მთლიანობაში, ევროპული ბუნებრივი აირის ფასები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ექვსჯერ გაიზარდა. თუმცა ევროპაში შედარებით თბილმა შემოდგომამ ოქტომბერში, გასულ წელთან შედარებით, ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 22%-ით შეამცირა, რაც ზამთარში რეგიონში გაზის დეფიციტის რისკებს ამცირებს.

 

 

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში ერთი გალონი ბენზინის ღირებულება $4.6-ს შეადგენს, რაც 1 ლიტრაზე საშუალოდ $1.218-ია. აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველო რეიტინგში 98-ე პოზიციას იკავებს. ხოლო ელექტროენერგიის შემთხვევაში, ფასი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის $0.074-ით განისაზღვრება, რაც საქართველოს რეიტინგის 107-ე ნომრად აქცევს.

 

 

GlobalPetrolPrices.com-ის რეიტინგი არ შეიცავს ინფორმაციას საქართველოში ბუნებრივი აირის არსებულ ფასებთან დაკავშირებით. თუმცა, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში, საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის ბუნებრივი აირის ფასი დაახლოებით 12ლ/გჯ-ზე (დღგ-ის გარეშე) უტოლდებოდა. 1 გიგაჯოული საშუალოდ 277 კვტ/საათს უდრის, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში 1კვტ/საათი ბუნებრივი აირის ღირებულება დაახლოებით 0.043 ლარია ($0.015).

 

 

რაც შეეხება რეგიონს, თურქეთში, მოსახლეობა ბენზინის თითო გალონზე საშუალოდ $4.093-ს იხდის, მას მოჰყვება რუსეთი $3.08-ით და აზერბაიჯანი $2.23-ით. საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის ერთ კილოვატ/საათზე ელექტროენერგიის ყველაზე მაღალი ფასი სომხეთშია, $0.101, შემდეგ მოდის რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი, შესაბამისად $0.076, $0.069 და $0.047-ით. ხოლო საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის ერთ კილოვატ/საათზე ბუნებრივი აირის ფასები ასე ნაწილდება: აზერბაიჯანი – $0.014, თურქეთი – $0.011, რუსეთი – $0.009. (GlobalPetrolPrices.com-ის რეიტინგში ბუნებრივ აირსა და ბენზინზე სომხეთის მონაცემები შეტანილი არ არის).


 

 

GlobalPetrolPrices.com-ის მონაცემებით, ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მაღალი ენერგოფასების ათეული ასე გამოიყურება:

 

 

გლობალური ენერგოფასები: ბენზინი (ერთ გალონზე)

 

ჰონგ-კონგი – $11.1

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა – $8.6

ისლანდია – $8.5

ნორვეგია – $8.1

ბარბადოსი – $7.8

დანია – $7.7

საბერძნეთი – $7.6

ფინეთი – $7.6

ნიდერლანდები – $7.6

ბელგია – $7.4

 

 

გლობალური ენერგოფასები: ელექტროენერგია (კილოვატ/საათზე)

 

დანია – $0.46

გერმანია – $0.44

ბელგია – $0.41

ბერმუდა – $0.40

კაიმანის კუნძულები – $0.35

იამაიკა – $0.34

გაერთიანებული სამეფო – $0.32

ესპანეთი – $0.32

ნიდერლანდები – $0.32

ბარბადოსი – $0.32

 

 

გლობალური ენერგოფასები: ბუნებრივი აირი (კილოვატსაათზე)

 

ნიდერლანდები – $0.41

შვედეთი – $0.24

გერმანია – $0.21

ბრაზილია – $0.20

დანია – $0.19

ესპანეთი – $0.17

იტალია – $0.16

ავსტრია – $0.16

სინგაპური – $0.15

ბელგია – $0.15

 

 

 

forbes





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up