Visa-მ და Mastercard-მა რუსული ბარათების მომსახურება 10 მარტს შეწყვიტეს. გთავაზობთ ქვეყნების სია, სადაც შესაძლებელია რუსული საგადასახადო ბარათი МИР-ის გამოყენება:
თურქეთი,
ვიეტნამი,
სომხეთი,
ტაჯიკეთი,
ბელორუსია,
ყაზახეთი,
ყირგიზეთი,
უზბეკეთი,
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი (საქართველო),
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი (საქართველო).
6 მარტს საერთაშორისო გადახდის სისტემებმა Visa-მ და Mastercard-მა ერთდროულად გამოაცხადეს რუსეთის ბაზარზე მუშაობის შეწყვეტის შესახებ.
ყველა რუსული ბანკის ამ გადახდის სისტემების ბარათები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას ქვეყნის შიგნით, რადგან მათზე ოპერაციები 2015 წლიდან მუშავდება NSPK-ის მიერ. ბარათების ვადის ამოწურვამდე მათ მფლობელებს აქვთ წვდომა ანგარიშებზე არსებულ ყველა თანხაზე, ასევე ჩვეულებრივ გადახდის ოპერაციებზე - შესყიდვები, თანხის გადარიცხვა, ნაღდი ფულის გატანა და სხვა.
rb.ru