„საქსტატმა“ 2022 წლის აგვისტოს ბრუნვის მოცულობის ინდექსი გამოაქვეყნა. საქმიანობის ჯგუფების მიხედვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლილებები განსხვავებულია.
მრეწველობის ჯგუფში წინა წლის აგვისტოსთან შედარებით ბრუნვის მოცულობის ინდექსი 147.8%-ით გაიზარდა, თუმცა წინა თვესთან შედარებით ზრდა არ ფიქსირდება. ამ ჯგუფის ქვეჯგუფებში ყველაზე დიდი ზრდა კაპიტალურ საქონელს აქვს 176.8%, ხოლო დამამუშავებელ მრეწველობას 155.2% აქვს.
მშენებლობის ჯგუფში ბრუნვის მოცულობის ინდექსი აგვისტოში 2021 წლის შესაბამის თვესთან შედარებით 159.3%-ით არის გაზრდილი, ხოლო საბითუმო და საცალო ვაჭრობა და ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი 171.2%-ით.
რაც შეეხება მომსახურების ჯგუფს, ის გაზრდილია 147.6%-ით.აღნიშნული კატეგორიის ქვეჯგუფებში კი ყველაზე მაღალი 280.5%-იანი განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობებმა აჩვენა.
ბრუნვის მოცულობის ინდექსები იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების) საფუძველზე. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს დღგ-ის გადამხდელი საწარმოების წინა თვეების ბრუნვების კორექტირება, რამაც, შესაბამისად, შესაძლოა ყოველთვიური ინდექსების წინასწარი მონაცემების კორექტირება გამოიწვიოს.