ტურისტული კომპანია Destination2-ის ანალიტიკოსებმა 2023 წლის მსოფლიოს გარშემო ფრენისთვის ყველაზე იაფ თვედ მარტი დაასახელეს.
როგორც Mirror-ი ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, გაზაფხულის პირველ თვეში შეგიძლიათ იხილოთ დაბალფასიანი ბილეთები თურქეთში, საბერძნეთში, ხორვატიაში, ისლანდიაში, კვიპროსსა და მალტაში.
ექსპერტები გაზაფხულზე ბარბადოსის, მავრიკისა და პოპულარული მალდივის მონახულებას გვირჩევენ. ამ მიმართულებებზე ბილეთები გაცილებით იაფი იქნება, ვიდრე აპრილში.