2022 საფონდო ბაზრისთვის რთული წელია – პოლიტიკური დაძაბულობითა და მაღალი ინფლაციით. რომელი აქციები უნდა იყიდონ ინვესტორებმა ასეთ რთულ დროს? არჩევანის გაკეთება იოლი არ არის. სპეციალისტების რჩევაა, უპირატესობა მიანიჭონ იმ კომპანიებს, რომლებიც ტრადიციულად სხვებზე უკეთ უძლებენ საფონდო ბირჟის ვარდნას და მოგებას მაშინაც იღებენ, როდესაც უმუშევრობა იზრდება და მოსახლეობის შემოსავლები ეცემა.
ასეთი კომპანიები უმეტესად ტექნოლოგიური, სამომხმარებლო, ჯანდაცვის, კომუნალური მომსახურებისა და ენერგეტიკის ინდუსტრიებს წარმოადგენენ. მათ პროდუქციასა და მომსახურებაზე ყოველთვის მაღალი მოთხოვნაა, შესაბამისად, სტაბილური შემოსავალი აქვთ.
ანალიტიკოსების მიერ ბოლო პერიოდში შედგენილ ჩამონათვალში ხშირად ხვდებიან შემდეგი კომპანიების აქციები:
Synopsys – პლატფორმა, სადაც შესაძლებელია ნახევარგამტარი ჩიპებისა და სხვა პროგრამული აპლიკაციების შექმნა. ჩიპების ტესტირებისა და დიზაინის სერვისებზე მოთხოვნა ეკონომიკური ვარდნის დროსაც დიდია. Synopsys ელექტრონული დიზაინის ბაზრის ლიდერი (EDA) და 31%-იან წილის მფლობელია. კომპანია მომდევნო სამ წელიწადში შემოსავლების 17%-იან ზრდას ელოდება.
სასურსათო და სამომხმარებლო საქონლის ინდუსტრია კრიზისის დროსაც მომგებიან პოზიციას ინარჩუნებს. ეკონომიკაში რაც უნდა მოხდეს, ადამიანებს მაინც სჭირდებათ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები – კბილის პასტა, საპონი, შამპუნი, სარეცხი საშუალება. Colgate-Palmolive Company-ის, Proctor & Gamble Co-ის, Unilever N.V-ის, PepsiCo-ს, General Mills-ისა და კვების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის – Tyson Foods-ის პროდუქტებზე მოთხოვნა რთულ პერიოდშიც დიდია.
რეცესიის დროს მომხმარებელი, ფულის დაზოგვის მიზნით, ფასდაკლებით მოვაჭრე საცალო ქსელებით სარგებლობს: ამიტომ ამერიკულ გიგანტებს – Kroger Company-ს, WalMart Stores Inc-ს, Costco Wholesale Corporation-სა და Dollar General-ს ასობით მილიარდი დოლარის შემოსავალი აქვთ.
ადამიანებს ეკონომიკური ვარდნის დროსაც სჭირდებათ ჯანდაცვის პროდუქტები და სერვისი, ამიტომ Johnson & Johnson-ის სამედიცინო მოწყობილობები, ფარმაცევტულ საშუალებებთან ერთად, მუდმივად სარგებლობენ სტაბილური მოთხოვნით. პარტნიორ კომპანიებთან ერთად Pfizer აწარმოებს მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად მედიკამენტებსა და ვაქცინებს.
მაშინაც კი, როდესაც ბიზნესი ჩერდება და ხალხი კარგავს სამუშაოს, ელექტროენერგიაზე, წყალზე, ნარჩენების გატანასა და ბუნებრივ აირზე მოთხოვნა შედარებით სტაბილური რჩება. ამიტომ ამერიკული წყალმომარაგების კომპანია American Water Works, ენერგოკომპანიები – Brookfield Infrastructure და NextEra Energy, ნარჩენების გადამამუშავებელი Williams Companies სტაბილურ შემოსავალს იღებენ.
ამ კომპანიების საინვესტიციო პორტფელში შეტანა სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილება იქნება, რადგან, ცნობილია, რომ დივერსიფიცირებული პორტფელი საფონდო ბაზრის ვარდნის უარყოფით გავლენას ამცირებს.
გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart–თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის აქციითა და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს. ინვესტორების დაწყება კი 1 დოლარითაცაა შესაძლებელი.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც მოგება. თქვენს მიერ დეტალურად უნდა იქნეს გაანალიზებული, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
წყარო: businessfeed.ge