2023 წლის თებერვალში მაშინ როდესაც ელექტრო მანქანების რეგისტრაცია 33%- ით გაზარდა და რაოდენობამ დაახლოებით 119 000 შეადგინა ევროპის ახალი მანქანების გაყიდვების ჩარტებში Tesla Model Y ლიდერობდა.
ევროკავშირის ბაზრებზე და დიდ ბრიტანეთში, ნორვეგიაში, შვეიცარიასა და ისლანდიაში,ინდუსტრიის ანალიტიკოსის Jato Dynamics-ის მონაცემებით თებერვალში მთლიანობაში 900,000-ზე მეტი მანქანა გაიყიდა. ბელგიამ, იტალიამ, ესპანეთმა და დიდმა ბრიტანეთმა გაყიდვების ორნიშნა ზრდის ტემპი აჩვენეს, რაც შეეხება კვიპროსს, ფინეთს, ნორვეგიას და შვედეთს ამ ქვეყნებში მანქანების ყიდვის მხრივ კლება დაფიქსირდა.
ელექტრომობილების გაყიდვების ზრდა ბაზარზე კონკურენტული გარიგებებისა და შეთავაზებების წყალობით მოხდა - Tesla-მ დიდ ბრიტანეთში ფასები 8000 ფუნტამდე შეამცირა - ასევე გაზარდა მყიდველების ნდობა დიაპაზონისა და დამტენის ინფრასტრუქტურის მიმართ.
ევროპაში 2023 წლის ყველაზე გაყიდვადი მანქანების ასე გამოიყურება
1. Tesla Model Y, - 2023 წელს 18,446 მანქანა გაყიდა და წლიურმა ზრდამ 173% შეადგინა
2. Dacia Sandero, - 2023 წელს 18,431 მანქანა გაიყიდა და წლიურმა ზრდამ 40% შეადგინა
3. Peugeot 208, - 2023 წელს 16,180 მანქანა გაიყიდა და წლიურმა ზრდამ 10% შეადგინა
4. Volkswagen T-Roc, - 2023 წელს 15,760 მანქანა გაიყიდა და წლიურმა ზრდამ 68% შეადგინა.
5. Opel/Vauxhall Corsa – 2023 წელს 15,120 მანქანა გაიყიდა და წლიურმა ზრდამ 29% შეადგინა.
6. Toyota Yaris Cross, - 2023 წელს 14,772 მანქანა გაიყიდა და წლიურმა ზრდამ , 54% შეადგინა.
7. Dacia Duster, - 2023 წელს 14,038 მანქანა გაიყიდა და წლიურმა ზრდამ 33% შეადგინა.
8. Abarth/Fiat 500 - 2023 წელს 13,542 მანქანა გაიყიდა და წლიურმა ზრდამ 35% შეადგინა.
9. Volkswagen Golf, 2023 წელს 13,399 მანქანა გაიყიდა და წლიურად კლებამ -11% შეადგინა.
10. Skoda Octavia - 2023 წელს 12,296 მანქანა გაიყიდა და წლიურმა ზრდამ 14% შეადგინა.