სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022-2023 წლების ფინანსური აუდიტს აუდიტორული კომპანია „ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო“ (PwC საქართველო) განახორციელებს. აღნიშნულის შესახებ საუბარია საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში. როგორც აღნიშნული დადგენილებიდან ირკვევა, აუდიტორული შემოწმების ღირებულება 140 000 ლარია.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 165-ე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022-2023 წლების ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად არჩეულ იქნეს აუდიტორული ფირმა – შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო“.
2. აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება განისაზღვროს 140 000 ლარით.
3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022-2023 წლების ფინანსური აუდიტის ხარჯები გასწიოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა.
4.დაევალოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, აუდიტორულ ფირმასთან – შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო“-სთან გააფორმოს ხელშეკრულება“, - აღნიშნულია პარლამენტის განკარგულებაში.
PwC არის წამყვანი ფირმა აუდიტორულ და საკონსულტაციო მომსახურების სფეროში, მისი ოფისები მდებარეობს მსოფლიოს 157 ქვეყანაში და დასაქმებულთა რაოდენობა არის 236,000 თანამშრომელი. PwC-იმ ქართული კომპანიების მომსახურება დაიწყო 1996 წლიდან, ხოლო 2005 წელს გახსნა ოფისი თბილისში. PwC მომსახურების მიმართულებებია: აუდიტორული მომსახურება; საგადასახადო და იურიდიული მხარდაჭერა; საკონსულტაციო მომსახურება.