რომელი კომპანიის საწვავს ენდობა საზოგადოება

რომელი კომპანიის საწვავს ენდობა საზოგადოება

access_time2022-03-26 11:54:13

„საწვავზე ფასის მატება, რასაკვირველია, ცუდია, თუმცა ეს ყველაფერი არსებული რეალობიდან გამომდინარე ხდება. საქართველო მიბმულია მსოფლიო პოლიტიკასა და ეკონომიკაზე. შესაბამისად, ფასის მატება გარე ფაქტორების მიხედვით მოხდა. მე დიდი ხანია, მანქანას ვმართავ და უპირატესობას „რომპეტროლს“ ვანიჭებ, რადგან ამ კომპანიას ყოველთვის ხარისხიანი საწვავი აქვს. მანქანის გამართულობისთვის, კარგად მართვისა და ცვეთადი ნაწილების შენახვისთვის ხარისხიანი საწვავი მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, მუდმივად „რომპეტროლს“ ვირჩევ,“ - ასე აფასებს საწვავის ბაზარზე შექმნილ ვითარებას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე, ეთნოლოგი მირიან ხოსიტაშვილი, რომელიც ფასის ზრდის ფონზე, მთავარ არჩევანს საწვავის ხარისხზე აკეთებს. მირიან ხოსიტაშვილის გამოცდილებით, ყველაზე უფრო მის ავტომობილს „რომპეტროლის“ საწვავი უხდება.


შესაძლოა, ამ გამოცდილებას სხვაც იზიარებდეს, შესაძლოა - არა, თუმცა, მიუხედავად ამისა, საწვავი არის საკითხი, რომელიც ყველას აერთიანებს, განურჩევლად პროფესიისა და ინტერესებისა. გარდა იმისა, რომ ამ უკანასკნელის გაძვირება პირველადი მოხმარების საქონლის, ასევე, სხვა საჭირო და აუცილებელი პროდუქტებისა თუ მომსახურებების ჯაჭვური რეაქციით გაძვირებას იწვევს, მოსახლეობის დიდ ნაწილს უშუალოდ საწვავის ფასთანაც პირდაპირი შეხება აქვს, როდესაც ბენზინგასამართ სადგურზე მიდის და საკუთარ ავტომობილში საწვავს ასხამს. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ საზოგადოების მღელვარება საწვავის ფასთან და ხარისხთან დაკავშირებულ საკითხებზე არ ცხრება.


სპეციალისტები საქართველოში საწვავზე ფასის მატებას საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირებით, უკრაინაში მიმდინარე ომით, რუსეთზე დაკისრებული სანქციებითა და დოლართან მიმართებით, ლარის კურსის გაუფასურებით ხსნიან, თუმცა საზოგადოებრივი განწყობა დარგის ექსპერტების მოსაზრებას ხშირად არ იმეორებს. ეს გასაგებიცაა, რადგან შექმნილი ვითარებით ყველაზე დიდ წნეხს სწორედ საზოგადოება იღებს. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მომხდარში გარე ფაქტორების ბრალეულობას ხედავს და იმასაც აღიარებს, რომ გლობალური პროცესები საქართველოზეც აისახება, ნავთობკომპანიების მიმართ არსებული ნეგატივი სიმწვავეს მაინც არ კარგავს. ამ ყველაფრის პარალელურად, ადამიანები ცდილობენ, ისეთ საწვავი მაინც შეარჩიონ, რომელიც რეალობის არასასურველ შედეგებს გარკვეულწილად დააბალანსებს - ავტომობილს მეტ მანძილს გაატარებს და ძრავსაც სხვებზე უკეთ დაიცავს.


ბენზინგასამართ სადგურზე საკუთარ არჩევანს აკეთებენ მსახიობები: გიორგი მეგრელიშივლი და გიორგი ვარდოსანიძეც. მათ ისევე აწუხებთ საწვავის გაძვირების საკითხი, როგორც დანარჩენ მოსახლეობას და კერძო ავტომობილის ალტერნატივაზეც ფიქრობენ. გიორგი მეგრელიშვილი საზოგადოებას საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი ნავთობკომპანიების პროდუქტის შესახებ საკუთარ გამოცდილებას უზიარებს, გიორგი ვარდოსანიძე კი, ფასის ხელოვნური ზრდის ნიშნებს ხედავს.


გიორგი მეგრელიშვილი: "მე ისედაც ფეხით დავდივარ, თუმცა მყავს ავტომობილი, რომელსაც საკმაოდ დიდი ძრავი აქვს. საწვავის ფასთან ერთად, ჩემი გულის წნევაც მაღლა იწევს. რაც შეეხება კონკრეტულ კომპანიას, ძალიან მომწონს „რომპეტროლი“. S კლასის „მერსედესი“ მყავს და ამ საწვავით, კარგად დადის. თუ „რომპეტროლის„ ბენზინგასამართი სადგური შორსაა, მაშინ „ვისოლსაც“ ვიყენებ."


გიორგი ვარდოსანიძე: "მე ჩემს ავტომობილში პრემიუმს ვასხამ, სულერთია, რომელი კომპანიის იქნება. ფასის მატება მეც ისევე მაწუხებს, როგორც - ყველას. მგონი, თავს აქვთ გასული. რაღაც თუ არ მოვუხერხეთ, კიდევ მოიმატებს. ეს ყველაფერი, ალბათ, ეკონომიკური კრიზისის და მსოფლიო მოვლენების ბრალია, თუმცა ეჭვებს მაინც ხელოვნურ ზრდასთან მივყავართ. ფასების მატება თუ არ შეჩერდება, ალტერნატივას ვიპოვით და ველოსიპედებზე გადავსხდებით."



საკუთარი ავტომობილისთვის საწვავის შერჩევისას, მომწოდებელი კომპანიის წარმომავლობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ფეხბურთელი ლადო ბურდული. ის იზიარებს საზოგადოების პროტესტს რუსული კომპანიების მიმართ, განსაკუთრებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე. როგორც თავად აღნიშნავს, წარმომავლობის გარდა, მის მიერ შერჩეული კომპანიის პროდუქტის ხარისხიც მოსწონს.


„მე დიდი ხანია, „რომპეტროლის“ საწვავით ვსარგებლობ, რომელიც რუმინული კომპანიაა. ჩემს ავტომობილში პრემიუმ ხარისხის საწვავს ვასხამ და კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება გაზრდილ ფასებს, იმედი მაქვს, მალე დასტაბილურდება და ჩვენი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდება,“ - აცხადებს ლადო ბურდული.


საქართველოში დიზელზე მომუშავე ავტომობილების რაოდენობაც საკმაოდ დიდია. ბენზინის მსგავსად, დიზელის ფასმაც საგრძნობლად მოიმატა და 1 ლიტრის ღირებულება, უმეტეს შემთხვევაში, 4 ლარს სცდება. ეს მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტის, მაკა გიორგობიანისთვის, რომელმაც საწვავის მომწოდებელი სასურველი კომპანია საკუთარი ავტომობილის მიერ ნაჩვენები შედეგის მიხედვით შეარჩია.


უკვე წარმოუდგენელი ხდება გადაადგილება. საწვავის ფასები იმატებს, ჩვენი შემოსავალი კი, შესაბამისად არ იზრდება. ძალიან ცუდი რეალობის წინაშე ვდგავართ. მე BMW-ს მარკის ავტომობილი მყავს, რომელშიც „რომპეტროლის“ Efix-ის დიზელს ვასხამ. ჩემს მანქანას ნამდვილად უფრო უხდება. წლების წინ „ლუკოილს“ ვასხამდი, თუმცა „რომპეტროლმა“ უკეთესი შედეგი მომცა,“ - აღნიშნავს მაკა გიორგობიანი.


ბუნებრივია, რომ რესპონდენტებს სხვადასხვა გამოცდილება აქვთ. ზოგი კონკრეტულ კომპანიას ირჩევს, ზოგი არცერთს ანიჭებს უპირატესობას, ზოგიც - რამდენიმე მათგანს ასახელებს. ამ მხრივ, საინტერესოა ჟურნალისტისა და ეკონომიკური გადაცემების წამყვანის, აკაკი გოგიჩაიშვილის გამოცდილება, რომელიც, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, არა მხოლოდ კომპანიების პროდუქტს იცნობს, არამედ თავად კომპანიების შესახებაც მეტ ინფორმაციას ფლობს. საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი 5 ყველაზე მსხვილი მოთამაშიდან („ლუკოილი“, „გალფი“, „სოკარი“ „რომპეტროლი“ და „ვისოლი) ის ყურადღებას 3 მათგანზე ამახვილებს.


„იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნესთან, მათ შორის, ნავთობკომპანიებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე ყოველდღიური წვდომა მქონდა, საწვავის არჩევისას ჩემი პრიორიტეტი „რომპეტროლია“. ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი და წარმატებული საერთაშორისო კომპანია, რომელსაც რუმინელი მფლობელი ჰყავდა და საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი კომპანიებიდან ყველაზე ხარისხიან პროდუქტს გვთავაზობდა. რაც ყაზახების ხელში გადავიდა, მათი დამოკიდებულება არ შეცვლილა. ჩემი აზრით, „რომპეტროლის“ საწვავი დღესაც საუკეთესო ხარისხისაა, ამიტომ, პირველ რიგში, სწორედ მათ საწვავს ვირჩევ. ამ ბოლო დროს ტექნიკური ხარვეზი ჰქონდათ, მაგრამ, ალბათ, გამოასწორებენ.
მსხვილი მოთამაშეა „ვისოლიც“. მათთან მითანამშრომლია და კარგად ვიცნობ მათ სამზარეულს. შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ გამართული და ძლიერი ბიზნესია. ხარისხის კონტროლის სქემაც კარგად აქვთ აწყობილი.
რაც შეეხება „სოკარს“, მას საკმაოდ ფართო ქსელი აქვს და ბევრი ძებნაც არ გჭირდება, ამიტომ საწვავის მათთან შეძენა მოსახერხებელია.
ფასი ყველას, დაახლოებით, ერთნაირი აქვს. თვალს ვადევნებ საერთაშორისო მედიას და ვხედავ, რომ თუ ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 80$ იყო, 130$ – 140$-მდე გაიზარდა. შემდეგ დაბლა დაიწია, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე ომის და რუსეთის სანქცირების გამო, პესიმისტური სცენარით, შეიძლება 300$-მდეც გაიზარდოს. ამას, ცხადია, საცალო ქსელში ფასის მატება მოჰყვება. ასე რომ, საწვავზე ფასის ზრდა არ მიხარია, მაგრამ არც მიკვირს და მოლოდინიც არ მაქვს, რომ უახლოეს მომავალში დაიკლებს,“
- აღნიშნავს აკაკი გოგიჩაიშვილი.

პასუხი კითხვაზე, თუ რომელი კომპანიის საწვავს ენდობა საზოგადოება, ერთია - იმის, ვინც საუკეთესო ხარისხს სთავაზობს!

ფაქტია, რომ გაზრდილი ფასები ყველასთვის მიუღებელია, თუმცა შექმნილ ვითარებაში მოსახლეობა პრიორიტეტს ხარისხზე აჩერებს.

კომპანიებს კი ისღა დარჩენიათ, ხარისხის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე იზრუნონ.

წყარო: kvira.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up