რომელი პასკებია ყველაზე მოთხოვნადი და რას სთავაზობს „ჩიზქეიქერი“ მომხმარებლებს სააღდგომოდ

რომელი პასკებია ყველაზე მოთხოვნადი და რას სთავაზობს „ჩიზქეიქერი“ მომხმარებლებს სააღდგომოდ

access_time2023-03-29 15:30:46

აღდგომის დღესასწაული სააღდგომო პასკის გარეშე წარმოუდგენელია.  სადღესასწაულო დღეების მოახლოებასთან ერთად ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი გემრიელი პასკის შერჩევა ხდება. იმის გამო რომ პასკის სახლის პირობებში გამოცხობა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ადამიანებს ურჩევნიათ ის უკვე მზა სახით შეიძინონ. ამ დროს განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობა უწევთ საკონდიტრო საწარმოებსაც.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა, რა სახის პასკებზე უფრო მეტი მოთხოვნა და როგორია მათი ფასი.

 

როგორც კომპანია „ჩიზქეიქერის“ დამფუძნებელი ვეკო  დოდაშვილი  „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, ყველაზე მეტად მოთხოვნადი კვლავ კლასიკური პასკები რჩება, შაქრის  პუდრით და ქიშმიშით.

 

„ზოგადად ყველაზე მეტად  მოთხოვნადია კლასიკური  პასკები,  შაქრის  ფხვნილით და ქიშმიშით, მძიმე და ნოტიო    ეს  არის ყველაზე მოთხოვნადი,  თუმცა ბოლო  წლებმა  გვაჩვენა,  რომ  სხვადასხვა დეკორებიც  მოსწონს  მომხმარებელს,  უქიშმიშო  და ცუკატებიანი  პასკებიც  არის  მოთხოვნაში. ასევე  წამოვიდა ხაჭოს  პასკები,  თუმცა გამომდინარე  იქიდან, რომ ჩვენ კორპორატიული დაკვეთებს ვიღებთ დიდი რაოდენობით  და ჩვენი  შეფ-კონდიტერის პასკები  ცნობილია,  უფრო  ორიენტირებული ვართ  ტრადიციულ  პასკებზე  და არ ვამზადებთ  ხაჭოს პასკებს,“- აცხადებს ვეკო დოდაშვილი

 

კომპანია „ჩიზქეიქერში“ ამბობენ, რომ კორპორატიული მომხმარებლისთვის ძალიან მოთხოვნადია მცირე ზომის დეკორატიული პასკები, რაც  ბოლო დროს ერთგვარ ტენდენციად იქცა.



„წინა წელთან შედარებით  კორპორატიულ  შეკვეთებზე  მოთხოვნა  გაზრდილია, ყოველწლიურად სტაბილურად გყავს საცალო მომხმარებლები  და  ახლა  განსაკუთრებით  წამოვიდა და  ძალიან  გაიზარდა  კორპორატიული მოხმარებლებიც,“- აცხადებს  „ჩიზქეიქერის“ დამფუძნებელი.


ვეკო დოდაშვილის თქმით, კომპანიამ  ფასები შეინარჩუნა, პასკების წონის მცირედი კლების ხარჯზე.

 

„ჩვენი  კომპანია ყოველთვის  ცდილობს,  რომ  ფასების ზრდა მტკივნეული არ იყოს.  რადგან  არ  გვაქვს  კაფე  და  საოპერაციო  ხარჯებში  დიდი  დანახარჯი, შევძელით  ისე  რომ რა  ფასებიც  გვქონდა შარშან ის შეგვენარჩუნებინა, სულ რაღაც  50 გრამი  ჩამოვაკელით  და ამით  დავაბალანსეთ,“ - აცხადებს  ვეკო დოდაშვილი.

 

„ჩიზქეიქერმა“ წინასწარი შეკვეთების მიღება  15 მარტიდან დაიწყო. მიწოდების პერიოდი კი  20 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლითაა.

„ჩიზქეიქერის“ პასკების ფასი წონისა და შემადგენლობის მიხედვით განსხვავდება

ტრადიციული პასკა ქიშმიშით - 850 გრ. 33 ლარი / 250 გრ. 11 ლარი

ტრადიციული პასკა ქიშმიშით, თეთრი შოკოლადით და ნუშის ფანტელებით - 850 გრ. 35 ლარი / 250 გრ. 13 ლარი

ტრადიციული პასკა ქიშმიშით და მარშმელოუს და ვარდის დეკორით - 850 გრ. 35 ლარი / 250 გრ. 13 ლარი

ტრადიციული პასკა ფორთოხლის ცუკატებით და შავი შოკოლადით  - 850 გრ. 35 ლარი / 250 გრ. 13 ლარი

კომპანია განსაკუთრებულ შეთავაზებასაც უკეთებს მომხმარებელს და  3 დიდი პასკის შეკვეთას 90 ლარად სთავაზობს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up