რომელი ქართული ბანკები და რა კურსით აკონვერტირებენ რუსულ რუბლს

რომელი ქართული ბანკები და რა კურსით აკონვერტირებენ რუსულ რუბლს

access_time2022-03-25 14:00:49

ერთი თვის წინ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რაც მალევე აისახა როგორც რუსულ რუბლსა და რუსული კომპანიების აქციებზე, ასევე ქართულ ლარზე. პირველივე დღეს ლარი დოლარის მიმართ 11 თეთრით გაუფასურდა. როგორც ექსპერტების უმრავლესობა ამბობს, ლარის კურსი ყველაზე უფრო გაუფასურებულია რეგიონის სხვა ქვეყნების ვალუტებთან შედარებით, რისი მთავარი მიზეზიც რუსეთის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში რუსული რუბლის გადახურდავება და დოლარის შესყიდვაა.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენს Telegram-ზე.


„კომერსანტმა“ გადაწყვიტა გაერკვია, რა ვითარებაა ქართულ კომერციულ ბანკებში რუსული რუბლის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბანკების უმრავლესობამ არაერთი ნაბიჯი გადადგა რუსეთის მოქალაქეებისთვის დისკომფორტის შესაქმნელად, რაც მათთვის ანგარიშების არ გახსნასა და მომსახურების არ გაწევას გულისხმობდა.


როგორც „კომერსანტს“ კომერციული ბანკების უმრავლესობაში უთხრეს, რუბლის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები ამ ეტაპზე სრულად შეჩერებულია, თუმცა ამ მხრივ გამონაკლისი „საქართველოს ბანკი“ და „კრედო ბანკი“ აღმოჩნდა.



„საქართველოს ბანკში“ რუბლის გაყიდვა ყოველგვარი შეფერხების გარეშეა შესაძლებელი. აქვე აღსანიშნავია, რომ 1500 ლარის ექვივალენტი რუბლის გაყიდვა მომხმარებელს ანგარიშის გახსნის გარეშე შეუძლია, უფრო მეტი თანხის გადახურდავების შემთხვევაში კი მსურველი „საქართველოს ბანკის“ მომხმარებელი უნდა იყოს. რუბლის გადახურდავება ეროვნულ ვალუტაში ხდება, შემდეგ კი შესაძლებელია სხვა ნებისმიერ უცხოურ ვალუტაში კონვერტირება.


„საქართველოს ბანკის“ დღევანდელი, 25მარტის კურსით 100 რუსული რუბლის გაყიდვა 4.13 ლარი, ხოლო ყიდვა 2.47 ლარი ღირს, ანუ სავალუტო სპრედი ძალიან მაღალია, რაც სხვა ვალუტების შემთხვევაში უმნიშვნელოა.


„კრედო ბანკში“ მომხმარებელს რუბლის გაყიდვა უფრო მარტივად შეუძლია. როგორც ბანკში „კომერსანტს“ განუცხადეს, თანხის ლიმიტი დაწესებული არ არის, რუბლი-ლარის კონვერტაციის შემთხვევაში არც საბანკო ანგარიშის ქონაა სავალდებულო.


„კრედო ბანკის“ დღევანდელი, 25 მარტის კურსით 100 რუსული რუბლი გაყიდვა 4.04 ლარი, ხოლო ყიდვა 2.08 ლარი ღირს. ამ შემთხვევაშიც სავალუტო სპრედი მნიშვნელოვნად მაღალია.


სხვა კომერციული ბანკები არც საქართველოს და არც რომელიმე ქვეყნის რეზიდენტ მოქალაქეებს რუსული რუბლის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების მომსახურებას არ სთავაზობენ.


შენიშვნა: „კომერსანტის“ მიერ ბანკების შესახებ მოპოვებული ცნობები დაფუძნებულია კომერციული ბანკების ქოლ-ცენტრების და ფილიალების ოპერატორების ინფორმაციაზე დაყრდნობით.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up