რომელი ქვეყნები მოიპოვებენ ყველაზე მეტ ნავთობს - რეიტინგი

რომელი ქვეყნები მოიპოვებენ ყველაზე მეტ ნავთობს - რეიტინგი

access_time2022-08-28 13:00:00

რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის ფონზე, ენერგომატარებლებმა, რომელთაც პოლიტიკური დატვირთვა არც ამ დრომდე აკლდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, რაც ნათლად აისახა ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის გაზრდილ ფასებზე, მზარდ ინფლაციასა და ენერგომატარებლების გლობალურ დეფიციტზე. თავად ეს მდგომარეობა, უმეტესწილად რუსეთის ფედერაციის ფაქტორითაა განპირობებული, რომელიც ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში.


თუმცა, რუსეთის გარდა ნავთობს სხვა სახელმწიფოებიც აწარმოებენ და რუსეთის მიერ ნავთობისა და სხვა ენერგომატარებლების პოლიტიკურ იარაღად გამოყენების ფონზე, ამ ქვეყნების მნიშვნელობა საგრძნობლად იზრდება. ამგვარად, საქმიანი მკითხველისთვის განსაკუთრებულად საინტერესო ხდება იმის გარკვევა, რუსული ნავთობის რა ალტერნატივები არსებობს მსოფლიოში. მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობმწარმოებლის, BP-ის მონაცემებით, რომელიც კანადურმა გამოცემამ, Visual Capitalist-მა დაამუშავა, 2021 წელს ნავთობის წარმოება მსოფლიოს რეგიონებისა და ორგანიზაციების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:


ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC)


წარმოება 2021 წელს: 31.7 მლნ ბარელი დღეში
გლობალური ბაზრის წილი: 35%


ჩრდილოეთ ამერიკა


წარმოება 2021 წელს: 23.9 მლნ ბარელი დღეში
გლობალური ბაზრის წილი: 27%


დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ)


წარმოება 2021 წელს: 13.8 მლნ ბარელი დღეში
გლობალური ბაზრის წილი: 15%


დანარჩენი მსოფლიო


წარმოება 2021 წელს: 20.5 მლნ ბარელი დღეში
გლობალური ბაზრის წილი: 23%


როგორც ირკვევა, ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები ერთად მსოფლიოში ყველაზე მეტ ნავთობს აწარმოებენ. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ OPEC-ის წარმოების მესამედს მხოლოდ ერთი სახელმწიფო – საუდის არაბეთი უზრუნველყოფს. OPEC-ის წევრი სახელმწიფოების შემდეგ, ნავთობის მსოფლიოს უდიდესი მწარმოებლები ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და მექსიკა არიან, რომლებზეც, გასულ წელს, გლობალურად წარმოებული ნავთობის მეოთხედი მოვიდა.


საინტერესოა ისიც, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში წარმოებული ნავთობის თითქმის 70% სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის, რომელიც თავისთავად, მსოფლიოს უდიდესი ნავთობმწარმოებელია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მდგომარეობაა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოებთან მიმართებით, რომელთა შორის უდიდესი ნავთობმწარმოებელი – რუსეთის ფედერაცია, წარმოების 80%-ს უზრუნველყოფს.


2021 წლის მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოს უდიდესი ნავთობმწარმოებელია, მაგრამ საინტერესოა, რომ გასული ათწლეულების განმავლობაში, მსოფლიოს პირველი ეკონომიკის მქონე ქვეყნის მიერ ნავთობის წარმოების მაჩვენებელი მეტად მერყევი იყო. ცნობისთვის გეტყვით, რომ 1970 წლის პიკური მაჩვენებლის შემდეგ, როცა ქვეყანა დღეში 11.3 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებდა, 2008 წელს ამერიკული ნავთობის წარმოება დღეში 6.8 მილიონ ბარელამდე შემცირდა. თუმცა, მოგვიანებით, 2010-იანი წლებში, ქვეყანამ ტრანსფორმაცია განიცადა და მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობმწარმოებლების რეიტინგში საუდის არაბეთს გადაუსწრო.



თავად საუდის არაბეთი და რუსეთის ფედერაცია, რომლებიც გლობალურ რეიტინგში მეორე და მესამე ადგილებს დასჯერდნენ, 2021 წლის განმავლობაში, დღეში საშუალოდ 11 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებდნენ. ამავე პერიოდში, ორთავე ქვეყანაში ნავთობისა და გაზის მოპოვების ინდუსტრიის უდიდესი მოთამაშეები სახელმწიფო კომპანიები – Saudi Aramco და Gazprom-ი იყვნენ.


გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოში არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე, ნავთობმა განსაკუთრებული როლი შეიძინა, საქმიანი მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესო ხდება იმ სახელმწიფოების აღრიცხვა, რომლებმაც 2021 წელს ყველაზე მეტი ნავთობი მოიპოვეს. ნავთობის უმსხვილესი მწარმოებლების რეიტინგის პირველ ათეულს რომელიც კანადურმა გამოცემამ Visual Capitalist-მა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ნავთობმწარმოებლის, BP-ის მონაცემებზე დაყრდნობით მოამზადა, Forbes Georgia უცვლელად გთავაზობთ.


#1 – ამერიკის შეერთებული შტატები


წარმოება 2021 წელს: 16.6 მლნ ბარელი დღეში
გლობალური ბაზრის წილი: 18.5%


#2 – საუდის არაბეთი


წარმოება 2021 წელს: 11 მლნ ბარელი დღეში
გლობალური ბაზრის წილი: 12.2%


#3 – რუსეთის ფედერაცია


წარმოება 2021 წელს: 10.9 მლნ ბარელი დღეში
გლობალური ბაზრის წილი: 12.2%


#4 – კანადა


წარმოება 2021 წელს: 5.4 მლნ ბარელი დღეში
გლობალური ბაზრის წილი: 6.0%


#5 – ერაყი


წარმოება 2021 წელს: 4.1 მლნ ბარელი დღეში
გლობალური ბაზრის წილი: 4.6%


#6 – ჩინეთი


წარმოება 2021 წელს: 4.0 მლნ ბარელი დღეში
გლობალური ბაზრის წილი: 4.4%


#7 – არაბთა გაერთიანებული საამიროები
წარმოება 2021 წელს: 3.7 მლნ ბარელი დღეში
გლობალური ბაზრის წილი: 4.1%


#8 – ირანი


წარმოება 2021 წელს: 3.6 მლნ ბარელი დღეში
გლობალური ბაზრის წილი: 4.0%


#9 – ბრაზილია


წარმოება 2021 წელს: 3.0 მლნ ბარელი დღეში
გლობალური ბაზრის წილი: 3.3%


#10 – ქუვეითი


წარმოება 2021 წელს: 2.7 მლნ ბარელი დღეში
გლობალური ბაზრის წილი: 3.0%


წყარო: forbes.ge



თეგები:
ნავთობი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up