რუსული ხორბლის მყიდველებს შორის თურქეთი პირველ ადგილზეა, ხოლო ირანი მეორეზე. დასრულებული სასოფლო-სამეურნეო წლის შედეგების მიხედვით (2021 წლის ივლისი - 2022 წლის ივნისი) რუსული მარცვლეულის წამყვან მყიდველებს თურქეთი და ირანი ლიდერობენ. საანგარიშო პერიოდში თურქეთმა 9,013 მლნ ტონა რუსული შეიძინა, ხოლო ირანმა 7,888 მლნ ტონა.
TOP-3-შია ეგვიპტე, რომელმაც საანგარიშო პერიოდში რუსეთისგან 4,919 მლნ ტონა ხორბალი იყიდა.
interfax-ის ინფორმაციით, რუსული ხორბლის იმპორტიორების რეიტინგი ასე გადანაწილდა: საუდის არაბეთი - მე-4 ადგილი (1,344 მლნ ტონა), აზერბაიჯანი - მე-5 ადგილი (978 ათასი ტონა). მე-6 ადგილზეა ლიბია (954 ათასი ტონა), შემდეგ მოდის სუდანი (712 ათასი ტონა), ისრაელი (683 ათასი ტონა), ლატვია (629 ათასი ტონა). TOP-10-ს ნიგერია ხურავს, რომელმაც 549 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა.
წინასწარი მონაცემებით, რუსეთის ფედერაციამ გასულ სასოფლო-სამეურნეო წელს 40,3 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტი განახორციელა, მათ შორის 31,5 მილიონი ტონა ხორბალი იყო. მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო წლის პროგნოზი (2022 წლის ივლისი-2023 წლის ივნისი) 52,8 მლნ ტონაა, მათ შორის 42,5 მლნ ტონა ხორბალი.
ექსპერტების შეფასებით, მარცვლეულის მოსავალი წელს რუსეთის ფედერაციაში რეკორდულ 136,2 მილიონ ტონას შეადგენს, მათ შორის 88,1 მილიონი ტონა ხორბალია. გასულ წელს მოსავალმა 121,4 მლნ ტონა შეადგინა, მათ შორის 76,1 მლნ ტონა იყო ხორბალი.