საქართველოში მეორად ტანსაცმლის იმპორტი მზარდია. საქსტატის საიტზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2022 წლის 11 თვეში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნახმარი ტანსაცმელი და სხვა ნაწარმის იმპორტი 13%-ით გაიზარდა. 2022 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში 10,133.63 ტონა ნახმარი ტანსაცმელი და სხვა ნაწარმი შემოვიდა, 2021 წლის 11 თვეში კი 8,954.43 ტონა.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის 11 თვეში ქვეყანაში 31,467.43 ათასი დოლარის ნახმარი ტანსაცმელი და სხვა ნაწარმი შემოვიდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 23,134.15 ათასი დოლარის.
სტატისტიკური მონაცემებით მიხედვით ქვეყანაში ყველაზე მეტი დიდი რაოდენობით ნახმარი ტანსაცმელი და სხვა ნივთები მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა. 2022 წლის 11 თვეში ნახმარი ტანსაცმლის და სხვა ნაწარმის მთიანი იმპორტის 37%-ი სწორედ თურქეთზე მოდის.
მაშ ასე, საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ნახმარი ტანსაცმელი და სხვა ნაწარმის იმპორტი ხორციელდება შემდეგი ქვეყნებიდან:
თურქეთი: 3,825.49 ტონა - 11,298.22 ათასი დოლარი;
პაკისტანი: 1,331.03 ტონა - 1,577.33 ათასი დოლარი;
გაერთიანებული სამეფო: 1,028.63 ტონა - 2,657.02 ათასი დოლარი;
ბელგია: 641.14 ტონა - 1,620.97 ათასი დოლარი;
არაბთა გაერთიანებული საამიროები: 460.45 ტონა - 1,085.53 ათასი დოლარი.