რომელი საერთაშორისო კომპანიები რჩებიან რუსულ ბაზარზე

რომელი საერთაშორისო კომპანიები რჩებიან რუსულ ბაზარზე

access_time2022-04-02 20:00:23

ასობით უცხოურმა კომპანიამ პროტესტის ნიშნად რუსულ ბაზარზე მუშაობა შეაჩერა და ქვეყანა დატოვა. თუმცა, არსებობს არაერთი მსხვილი, გავლენიანი ფირმა, რომელიც რუსეთში ბიზნესის შეწყვეტას არ აპირებს.

ამ ჩამონათვალში ცნობილი კომპანიების რიცხვი თანდათანობით მცირდება, მაგრამ ცნობილ დასავლურ ქსელებს ჯერ კიდევ შევხვდებით. მაგალითად, Burger King-ის რესტორნები ღიაა, Eli Lilly ქვეყანას მედიკამენტები ამარაგებს, ხოლო PepsiCo კვლავ ყიდის რძესა და ბავშვთა საკვებს (კომპანიამ შეწყვიტა სასმლის გაყიდვა).

კომპანიები, რომლებიც  კვლავ განაგრძობენ რუსეთში ოპერირებას, აცხადებენ, რომ ამ ქვეყანაში ფრენჩაიზის მფლობელები ან თანამშრომლები ჰყავთ და მათ ანგარიშს უწევენ. ამასთან, მათი დიდი ნაწილის განმარტებით, არ სურთ რუსების დასჯა საკვების ან მედიკამენტების „წაღებით“.

ამ დროისთვის რუსეთის ბაზარი 400-მდე უცხოურმა, საერთაშორისო კომპანიამ დატოვა. კომპანიები, რომლებიც რუსეთში მთლიანად ან ნაწილობრივ რჩებიან, ბაზრიდან გასვლის სირთულეებზე მიუთითებენ. მათ შორისაა ამერიკული Citigroup. მენეჯმენტის განცხადებით, ბანკის 11 რუსული ფილიალის გაყიდვა რთულია, რადგან ქვეყნის ეკონომიკა მოწყვეტილია გლობალურ ფინანსურ სისტემას.

ამასთან, კომპანიების უდიდესი ნაწილი შიშობს, რომ ოპერირების შეწყვეტის შემთხვევაში, მათ კუთვნილ აქტივებს რუსეთის მთავრობა მიითვისებს.

Business Feed გთავაზობთ უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიების ჩამონათვალს, რომლებიც რუსულ ბაზარზე რჩებიან:

Nestle

მას შემდეგ, რაც კვების უმსხვილესი კომპანია გააკრიტიკეს, Nestle-მ გადაწყვიტა, რუსეთში ბრენდების ფართო სპექტრის გაყიდვა შეაჩეროს. კომპანია ამ ბაზარზე აღარ გაყიდის KitKat-ის შოკოლადსა და Nesquik-ს, თუმცა, განაგრძობს გარკვეული ტიპის „აუცილებელი საკვების“ მიწოდებას. მათ შორისაა, ჩვილ ბავშვთა და სამედიცინო/ჰოსპიტალური კვების პროდუქტები.

როგორც მენეჯმენტი განმარტავს, ამ გზით, კომპანია მოგებას ვეღარ მიიღებს. „ეს მიდგომა შეესაბამება ჩვენს მიზანს და ღირებულებებს და იცავს კვების უფლების უზრუნველყოფის პრინციპს“, – აცხადებენ შვეიცარიულ კომპანიაში.  

Nestle-ს უარის თქმა მოუწია ცხოველების საკვებისა და ყავის გაყიდვაზე, რაც რუსეთში მისი წარმოებისა და შემოსავლების უდიდეს ნაწილს შეადგენდა. 2021 წელს ამ მიმართულებებიდან კომპანიამ 1.7 მილიარდი შვეიცარიული ფრანკი ($1.82 მილიარდი დოლარი) მიიღო.

Mondelez International


დიდი ზეწოლისა და მომხმარებელთა ბოიკოტის მიუხედავად Mondelez კვლავ აწარმოებს ბიზნესს რუსეთში. სურსათისა და სასმელების კონგლომერატი ფლობს პოპულარული ბრენდების მთელ ნაირსახეობას. მათ შორისაა Oreo, Ritz, Cadbury და Trident.

Mondelez თავისი მთლიანი შემოსავლის 3,5%-ს რუსეთიდან იღებს, რაც დაახლოებით $1 მილიარდს შეადგენს. კომპანიამ გასულ კვირაში განაცხადა, რომ „ამცირებს ყველა არაარსებით საქმიანობას“ რუსეთში, თუმცა, „ამავდროულად, ხელს უწყობს საკვების მიწოდების უწყვეტობის შენარჩუნებას მომავალ რთულ პერიოდში.

Mars Inc.

ამერიკულმა Mars-მა ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში გამოაცხადა, რომ რუსეთსა და ბელორუსში მარკეტინგულ აქტივობებს აჩერებს. ამის მიუხედავად, კომპანია განაგრძობს პროდუქტის წარმოებას რუსეთში განთავსებულ ქარხნებში, სადაც უმსხვილესმა კონგლომერატმა 1991 წლიდან დღემდე, $2 მილიარდზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

Mars რუსეთში შინაური ცხოველების საკვების დიდ რაოდენობას აწარმოებს, მართავს ცხოველთა კვების ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Whiskas, KitKat, Pedigree, Chappi, Royal Canin და Sheba.

კომპანიის პორტფელი ასევე მოიცავს ბრენდებს: M&M’s, Snickers, Orbit, Twix, Dolmio და სხვა.

Kimberly-Clark

რუსეთში ბიზნესის წარმოებას განაგრძობს Kimberly-Clark-იც. ამ ბაზარზე კომპანია თავისი შემოსავლების 3%-ს, ანუ დაახლოებით $600 მილიონს აგენერირებს. სამომხმარებლო პროდუქტების კონგლომერატი ფლობს ჰიგიენისა და თავის მოვლის რამდენიმე ბრენდს, მათ შორის Kleenex-ს, Kotex-სა და Cottenelle-ს. კომპანიამ თავისი პირველი საწარმოო ქარხანა რუსეთში 2010 წელს გახსნა და ბიზნესი 2019 წელს გააფართოვა.

COTY

რუსულ ბაზარზე რჩება კოსმეტიკისა და ლუქსბრენდების მწარმოებელი კომპანია Coty. მიუხედავად იმისა, რომ Estée Lauder და სხვა კონკურენტები ქვეყანას ტოვებენ, კომპანია ბაზრიდან გასვლას არ ჩქარობს. აღსანიშნავია, რომ Coty შემოსავლის 3%-ს რუსეთში გამოიმუშავებს, რაც დაახლოებით, $150 მილიონს შეადგენს.

Coty-ის პორტფელი მოიცავს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა: Bottega Veneta, Burberry, Calvin Klein, Chloé, Gucci, Hugo Boss, Tiffany & Co, Marc Jacobs, Alexander McQueen, Miu Miu, Wella, Davidoff , Rimmel, Adidas, Bourjois, Sally Hansen, Max Factor და სხვა.

Salvatore Ferragamo

იტალიური კომპანია კვლავ ოპერირებს რუსეთში. ის ამ ბაზარზე თავისი შემოსავლის დაახლოებით 1%-ს, ანუ $10 მილიონს აგენერირებს. Salvatore Ferragamo-ს წარმომადგენელი აცხადებს, რომ კომპანია „პირდაპირ რუსეთში არ ოპერირებს“ და რომ მის „საქმიანობას იქ ადგილობრივი დისტრიბუტორი მართავს“.

Hilton, Hyatt, Marriott, Intercontinental Hotels Group

უმსხვილესი სასტუმროების ქსელები რუსულ ბაზარზე ოპერირებას განაგრძობენ. მათ შორისაა Hilton. რუსეთში მისი 29 ობიექტი ღიაა. ექვსი დაწესებულებით მუშაობს Hyatt-იც. ღიაა Marriott-ის ქსელის 10 სასტუმრო.

ოპერირებას 26 სასტუმროთი განაგრძობს Intercontinental Hotels Group-იც. IHG-ის სპიკერი აცხადებს, რომ კომპანია აჩერებს სამომავლო ინვესტიციებს, დეველოპერულ საქმიანობასა და ახალი სასტუმროების გახსნას ქვეყანაში, თუმცა, აქვს „გრძელვადიანი მენეჯმენტის ან ფრენჩაიზის ხელშეკრულებები დამოუკიდებელ, მესამე მხარის კომპანიებთან, რომლებიც ფლობენ სასტუმროებს რუსეთში“.


წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up